ტოჩინოშინმა ტოკიოში გამართული საშემოდგომო სუპერტურნირი 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში გამართული საშემოდგომო სუპერტურნირი 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა.

აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოს დასკვნით დღეს დასავლეთის სეკივაკე ტაკანოშოს შეხვდა და ჰატაკიკომით აჯობა.

შემოდგომის სუპერტურნირის გამარჯვებული ოძეკი ტაკაკეიშო გახდა, თუმცა, ჩემპიონის გამოსავლენად პლეი ოფის ჩატარება გახდა საჭირო.

დღეს, ოძეკიმ კომუსუბი ტერუნოფუჯისთან აბისეტაოშით წააგო და ამ სუმოისტებს თანაბარი ბალანსი (13-2) აღმოაჩნდათ, დამატებით შერკინებაში კი ტაკაკეიშომ მოიგო.

პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი 24 დეკემბერს გამოქვეყნდება, სადა ტოჩინოშინი წოდებაში დაწინაურდება. შემდეგ სუპერტურნირს კი 2021 წლის 10-24 იანვარს ისევ ტოკიო უმასპინძლებს.

Comments

კომენტარები