სამშაბათი, დეკემბერი 23, 2025

ტოჩინოშინმა ტოკიოში გამართული საშემოდგომო სუპერტურნირი 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში გამართული საშემოდგომო სუპერტურნირი 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა.

აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოს დასკვნით დღეს დასავლეთის სეკივაკე ტაკანოშოს შეხვდა და ჰატაკიკომით აჯობა.

შემოდგომის სუპერტურნირის გამარჯვებული ოძეკი ტაკაკეიშო გახდა, თუმცა, ჩემპიონის გამოსავლენად პლეი ოფის ჩატარება გახდა საჭირო.

დღეს, ოძეკიმ კომუსუბი ტერუნოფუჯისთან აბისეტაოშით წააგო და ამ სუმოისტებს თანაბარი ბალანსი (13-2) აღმოაჩნდათ, დამატებით შერკინებაში კი ტაკაკეიშომ მოიგო.

პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი 24 დეკემბერს გამოქვეყნდება, სადა ტოჩინოშინი წოდებაში დაწინაურდება. შემდეგ სუპერტურნირს კი 2021 წლის 10-24 იანვარს ისევ ტოკიო უმასპინძლებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უკრაინული მედია: ცესკომ მიიღო დადგენილება, რომელიც უკრაინას ომის დროს შესაძლო არჩევნების ჩატარებასთან აახლოებს

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც აღადგინა ავტომატიზებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის - „ამომრჩეველთა სახელმწიფო რეესტრის“ ფუნქციონირება ამომრჩევლებთან ურთიერთქმედების ნაწილში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.აღინიშნება, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით, რეესტრის მონაცემთა ბაზის მთლიანობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილებით რეესტრის წარმოება დროებით შეაჩერა.ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ დღეს, სრულმასშტაბური შემოჭრის დაწყების შემდეგ პირველად, ცესკოს დადგენილებით „ამომრჩეველთა სახელმწიფო რეესტრის“ მუშაობა აღდგა.„ამომრჩეველთა რეესტრის განახლება ნებისმიერი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი საბაზისო პირობაა. ომმა ძლიერი გავლენა მოახდინა დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე და ეს რეესტრში უნდა აისახოს. ამ მიმართულებით სამუშაო ძალიან ბევრია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

შალვა პაპუაშვილი – მმართველი გუნდის სიძლიერეს აჩვენებს ისიც, რომ გუნდის წევრების მხრიდანაც თუ იყო რაიმე გადაცდომები, ეს გამოავლინოს

სამართალდამცავი უწყებები მომართული არიან, რომ პოლიტიკურ თუ სხვა თანამდებობრივ საკითხებს მნიშვნელობა არ ჰქონდეს. პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებენ ძალიან აქტიურად, რათა გამოვლინდეს ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების კომენტირებისას განაცხადა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გენერალურმა პროკურორმა დღეს დეტალურად ისაუბრა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია და, შესაბამისად, შინაარსობრივ საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.„პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს და ხალხს მისცა დაპირება, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით ევროპის საუკეთესო სამეულში შევა. სწორედ ამ დაპირების ნაწილია ის, რომ გვქონდეს რაც შეიძლება აქტიური გამოვლენა კორუფციული შემთხვევების. მმართველი გუნდის სიძლიერეს აჩვენებს, რომ მათ შორის, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, ეს გამოავლინოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, მმართველი გუნდის სიძლიერეს აჩვენებს სწორედ ის უნარი, რომ მათ შორის, თუკი გუნდის წევრების მხრიდან იყო რაიმე გადაცდომები, ეს გამოავლინოს.„ეს არის სწორედ სწორი ინსტიტუციური მოწყობის შედეგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დღეს დააკავა.

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.ლილუაშვილს რამდენიმე ეპიზოდში ადანაშაულებენ. მათ შორის არის ქრთამის აღება, ე.წ. ქოლცენტრები და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვები.„საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის.მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ატკატებს იღებდა.ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხული არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.გენერალური პროკურორის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ქართველი სამართალდამცველები ვაგრძელებთ კორუფციასთან ბრძოლას მისი ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანის და მაქსიმალური პრევენციის მიზნით“, – აღნიშნა გვარაკიძემ.

„ბარაქისთვის გირჩევთ მხოლოდ ერთ რაღაცას, ზუსტად 12 საათზე მიირთვით…“ – გოგა მანიას რჩევები

რამდენიმე უწყინარ რიტუალს გასწავლით, რომ ახალ წელს სურვილი აგისრულდეთ - ამის შესახებ ეზოთერიკოსი, გოგა მანია საუბრობს.1) ვისაც შვილები არ გყავთ  - შეგიძლიათ ბავშვის ტანსაცმელი იყიდოთ, შეფუთოთ და დადოთ ნაძვის ხის ქვეშ.2) თუ დაოჯახება გსურთ - ბეჭედი მოათავსეთ ნაძვის ხის ქვეშ. (შუფუთეთ და ისე)3) ბარაქისთვის გირჩევთ მხოლოდ ერთ რაღაცას, ზუსტად 12 საათზე მიირთვით მწვანე მოხარშული ოსპი, ამას მე წლებია ვაკეთებ და ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. შეგიძლიათ, გულითა და მადლიერებით მიირთვათ.  

ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ინსტანციაში, ნებისმიერი მასალა ხელმისაწვდომია საერთაშორისო სუბიექტისთვის და ღობის იქიდან აკეთებენ განცხადებებს – პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე

საერთაშორისო განზომილება აუცილებლად მიეცემა ამ საკითხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც "ბიბისის" გამოძიებას შეეხებოდა.მისივე თქმით, ხელისუფლება აპირებს სარჩელის შეტანას შესაბამის ორგანოებში."საერთაშორისო დონეზე ეს საკითხი ნამდვილად გადაინაცვლებს და ეს ჩვენ არაერთხელ, პირველივე დღეს განვაცხადეთ, ვინაიდან ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი სარჩელის შეტანას ჯერ ბრიტანულ მაუწყებელში, იქაურ მარეგულირებელ კომისიაში და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ინსტანციაში, სამართლებრივი პროცედურები ჯერ კიდევ დაზუსტდება, ამიტომ საერთაშორისო განზომილება აუცილებლად მიეცემა ამ საკითხს. რაც შეეხება მოწოდებებს, ეს მოწოდებები საერთოდ გაუგებარია. ჩვენ ღიად განვაცხადეთ ერთი რამ - ნებისმიერი მასალა, იქნება ეს დოკუმენტები, ნივთიერებებთან დაკავშირებული მასალები, თუ ა.შ. ნებისმიერი მასალა არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი საერთაშორისო სუბიექტისთვის, რომელიც ამის ინტერესს გამოხატავს და იმის მაგივრად, რომ მოვიდნენ და ჩაიხედონ, ღობის იქიდან აკეთებენ განცხადებებს, როცა მზად ვართ, აბსოლუტურად ყველაფერი გავუზიაროთ. რატომაც დისკუსიაში ვერ შემოდიან ვერც ერთ თემასთან დაკავშირებით, ზუსტად იმიტომ აკეთებენ შორიდან განცხადებებს. ვეუბნებით, წაიღე, შენ თვითონ შეგიძლია შეაფასო, ამ ჭიქაში წყალი ასხია, თუ სხვა რამე, გაწვდი და ის მოდის და სადღაც იმის იქიდან აკეთებს განცხადებას იმაზე, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს. წაიღე და ნახე, რა გამოძიებაზეა საუბარი. მაგრამ ამ დონემდე არიან დასულები. "ბიბისი" რა დონეზეა დასული ამაზე საერთოდ აღარ გვინდა საუბარი,"- განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები