
ქართველს ხუთი მოგება და რვა მარცხი აქვს. ჰარუ ბაშოს დასრულებამდე ლევან გორგაძეს კიდევ ორი ორთაბრძოლის ჩატარება მოუწევს. ტოჩინოშინი, რომელიც აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს, რანგში დაქვეითების მიუხედავად უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში დარჩება და შემდეგ ბაშოზე შედარებით დაბალი სტატუსის მქონე მებრძოლებს შეხვდება, რაც მას დაწინაურების შანსს გაუზრდის.