ოთხშაბათი, ნოემბერი 18, 2026

სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფს შექმნიან, რომელიც საორგანიზაციო-ტექნოლოგიური საკითხების, ასევე, საგანმანათლებლო კურსების შემუშავება-იმპლემენტაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული საკითხებს დაარეგულირებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ მოაწერეს ხელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, მემორანდუმის მიზანია საინჟინრო გეოდეზიის საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, გეოდეზიის და კარტოგრაფიის მოკლევადიანი სასწავლო კურსის შემუშავება, ასევე, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრების მომზადება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სპეციალისტები ერთობლივად შეიმუშავებენ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მოკლევადიან სასწავლო პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიული უნარების გაძლიერებასა და კარიერულ განვითარებას. ახალგაზრდებისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, პროფესიული მიმართულებით მაღალკვალიფიციური ცოდნა მიიღონ. გარდა ამისა, ახალი, მოკლევადიანი სასწავლო კურსი სათანადოდ გადამზადებული კადრებით უზრუნველყოფს დარგს, რომლის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პროფესორმა დავით გურგენიძემ.

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ აღნიშნა, სააგენტოსთვის, რომელიც  გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და ტოპოგრაფიის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტის განმახორციელებელი უწყებაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობას. მისი თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიულ და კარიერულ განვითარებას ხელს შეუწყობს პრაქტიკული საგანმანათლებლო კურსი, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს დასაქმდნენ, როგორც  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ასევე, სხვა მომიჯნავე ორგანიზაციებში.

გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მოკლევადიანი სასწავლო კურსის ხანგრძლივობა, შინაარსი და სწავლის მეთოდი სასწავლო კურსის სილაბუსით განისაზღვრება. მის მიღებაზე პასუხისმგებელია მემორანდუმით გათვალისწინებული საკონსულტაციო საბჭო, ხოლო კურსის მონაწილე სტუდენტების შერჩევაზე პასუხისმგებლობას უნივერსიტეტი აიღებს. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილე სტუდენტებზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა. სერტიფიცირებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ სტაჟირება, დასაქმების პერსპექტივით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიარონ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და ახალგაზრდა კაცი მოყვა – შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, კერძო სახლის მშენებლობის დროს აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და 30 წლამდე კაცი მოიყოლა.საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ხერხემლის დაზიანება აღენიშნებოდა და ოჯახის წევრების სურვილით თბილისში სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კემეროვოს ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – ბორტზე მყოფი 17-ივე ადამიანი დაიღუპა…

რუსეთის კემეროვოს ოლქში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგად ბორტზე მყოფი 17 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.რუსული მედიის ცნობით, კემეროვოს ოლქის სოფელ იაგუნოვოში „ან-12“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.როგორც ცნობილია, თვითმფრინავს ცეცხლი ჯერ კიდევ ჰაერში გაუჩნდა, რის შემდეგაც ჩამოვარდა და აფეთქდა.გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 17 ადამიანი იმყოფებოდა.ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ილია სერედიუკმა განაცხადა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

გთხოვთ გაავრცელოთ-ოჯახი ახალგაზრდა ქალს ეძებს

ოჯახი ახალგაზრდა ქალს ეძებს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, თამუნა კურტანიძე ბოლოს მცხეთაში ნახეს. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.„მეგობრებო, ვეძებთ თამუნა კურტანიძეს. ბოლოს ნახეს გუშინ, ხაშურის ავტოსადგურზე. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსში ავიდა და ბოლოს მისი კვალი მცხეთაში დაფიქსირდა.გთხოვთ, თუ ვინმეს შეგხვედრიათ ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია მის შესახებ, დაუკავშირდით ოჯახს 555 02 03 43 ან დარეკეთ 112-ში / აცნობეთ პოლიციას. გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი“, - წერენ სოციალურ ქსელში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუდენტებს ულოცავს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს და თითოეულ მათგანს წარმატებულ სტუდენტურ წლებს, ცოდნისა და პროფესიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან მიღწევებს, წინსვლასა და დასახული მიზნების განხორციელებას უსურვებს.მილოცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ძვირფასო სტუდენტებო!გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!17 ნოემბერი განსაკუთრებული თარიღია, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ახალგაზრდობის განსაკუთრებულ როლს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც განათლებულ და თავისუფლად მოაზროვნე თაობას აკისრია.სტუდენტთა საერთაშორისო დღე თავისუფლების, ცოდნისკენ სწრაფვის, თანასწორობის, სოლიდარობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის სიმბოლოა. ეს დღე გვახსენებს, რომ განათლება საზოგადოების პროგრესის, დემოკრატიული განვითარების, სოციალური სამართლიანობისა და სახელმწიფოს მდგრადი მომავლის უმნიშვნელოვანესი საფუძველია.განსაკუთრებული სითბოთი მივმართავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს -მათ, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მათ, ვინც უკვე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობაში, და მათაც, ვინც უნივერსიტეტის სახელით საერთაშორისო საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო სივრცეში წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ძვირფასო სტუდენტებო,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისი ასწლოვანი ისტორიული ტრადიციებით, აკადემიური გამოცდილებითა და სამეცნიერო პოტენციალით, ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სტუდენტობას, როგორც უნივერსიტეტის უმთავრეს ღირებულებასა და მისიის განხორციელების მთავარ საფუძველს. ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია განუყოფელია იმ თაობების ისტორიისგან, რომლებმაც პროფესიონალიზმით, მეცნიერული მიღწევებითა და შრომით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, საინჟინრო, სამრეწველო, კულტურულ და საზოგადოებრივ განვითარებაში.თანამედროვე მსოფლიო სწრაფად იცვლება. ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ციფრული ტრანსფორმაცია, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ახალი მიღწევები, ეკოლოგიური გამოწვევები და გლობალური ეკონომიკური პროცესები სრულიად ახალ მოთხოვნებს აყენებს განათლების სისტემისა და მომავალი პროფესიონალების წინაშე.ჩვენი მიზანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღონ ისეთი განათლება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ღირსეულად დაიმკვიდრონ ადგილი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში, გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, მკვლევრები, ინჟინრები, ტექნოლოგები, მეწარმეები და ლიდერები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის გაცემას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტური ჩართულობა უნივერსიტეტის მართვისა და განვითარების პროცესებში. უნივერსიტეტი ცოცხალი აკადემიური ორგანიზმია, რომლის განვითარებაც წარმოუდგენელია სტუდენტთა მოსაზრებების, საჭიროებების, ინიციატივებისა და პასუხისმგებლიანი თანამონაწილეობის გარეშე. სტუდენტების ხმა, მათი კრიტიკული აზრი და კონსტრუქციული მონაწილეობა ქმნის იმ აკადემიურ გარემოს, რომელშიც ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა, სამართლიანობა და თანამშრომლობა უმთავრეს ღირებულებებად გვევლინება.ძვირფასო ახალგაზრდებო,თქვენ ხართ თაობა, რომლის წინაშეც განსაკუთრებული შესაძლებლობები და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას. საქართველოს განვითარება, მისი ეკონომიკური სიძლიერე, ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა, სამეცნიერო პოტენციალის ზრდა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა დიდწილად სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. ქვეყანას სჭირდება განათლებული, კომპეტენტური, თავისუფალი და ღირსეული ახალგაზრდები, რომლებსაც ექნებათ არა მხოლოდ საკუთარი წარმატების მიღწევის სურვილი, არამედ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებული განცდაც.გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას, ღირსეულ პროფესიულ მომავალსა და დიდ გამარჯვებებს!“, - აღნიშნულია მილოცვაში.

58 წლის ასაკში პოეტი, მსახიობი და რეჟისორი ალექსანდრე გველესიანი გარდაიცვალა

58 წლის ასაკში პოეტი, მსახიობი და რეჟისორი ალექსანდრე (საშა) გველესიანი გარდაიცვალა.ალექსანდრე გველესიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.ალექსანდრე გველესიანს გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული - „ქარის წისქვილები“ „სულ ცოტა...“, „ლექსები“, „ასათიანის 22“ და „მე-დიდი დათვი“.

ბოლო სიახლეები