ხუთშაბათი, ივლისი 9, 2026

სოფიო კილაძე- წარმოუდგენელია, ბერა როგორ მიაბეს გარდაცვლილი ბავშვის თემას

,,წარმოუდგენელია, ბერა როგორ მიაბეს გარდაცვლილი ბავშვის თემას. Fake news ნიაღვარმა წალეკასაინფორმაციო სივრცე.

ცრუ ინფორმაციის გავრცელების დემოკრატიად გასაღებას ცდილობს ზოგიერთი ბნელი ძალა, რომლის მთავარი სამიზნე ივანიშვილების ოჯახია. არაფერი გამოუვათ”-წერს სოფიო კილაძე.

https://www.facebook.com/sofo.saqartvelo/posts/10158253250659550

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ქადაგიშვილი – მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია

მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილის თქმით, მათი ამ მავნე პოლიტიკის მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას და, მათ შორის, დემოკრატიის შენარჩუნებასაც აგრძელებს.„ეუთო-ს მიერ მიღებული რეზოლუცია არის ჯო უილსონისა და სხვების მანიპულაციური პოლიტიკის შედეგი. ეს იმის შედეგია, როცა გარკვეული პოლიტიკური ძალები დემოკრატიულ პროცესს კი არ ანიჭებენ უპირატესობას, არამედ ნებისმიერი გზით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას. როცა საკუთარი მიზნების მიღწევა არ გამოსდით, შემდეგ იწყებენ სხვადასხვა ქვეყნის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტის გამოყენებას ასეთი დამაზიანებელი, არაკორექტული, არაკანონიერი რეზოლუციებისა და განცხადებების მისაღებად, რათა ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.მისივე განცხადებით, ჯო უილსონის ფიგურა და საქმიანობა საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად გაშიფრულია.„ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთელი რიგი საერთაშორისო ინსტიტუტების დევალვაცია მიმდინარეობს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთავარი დამკვირვებელი ეუთო იყო, რომლის დელეგაციამაც არჩევნები შემდგარად გამოაცხადა და საქართველოს არჩევნების ჩატარება მიულოცა, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ორგანიზაცია არის ამ
ძალების ზეწოლის ქვეშ, თავისივე დასკვნის დაცვასაც ვერ ახერხებს და რაზეა ლაპარაკი? ასეთი ორგანიზაციის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანა წარმოუდგენელია. ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოების და დემოკრატიის დამცველი უნდა ყოფილიყო, ასეთი სახის რეზოლუციების მიღების შედეგად საფრთხის შემცველი გახდა, როცა საკუთარი სადამკვირვებლო მისიის დაცვის უნარიც კი დაკარგა. ბუნებრივია, ასეთი ყალბი დოკუმენტების მიღების პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებდით და დელეგაციას სწორი პოზიცია ჰქონდა. ვინმემ საქართველოში დემოკრატია თუ დააზიანა, ეს პოლიტიკური ძალები არიან და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. იმის გამო, რომ დემოკრატიულ არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ აღწევენ, არჩევნების დისკრედიტაციის პოლიტიკას იწყებენ და მათი აქაური მარიონეტები უარს ამბობენ არჩევნების შედეგებზე, პოლიტიკურ პროცესზე, საპარლამენტო ცხოვრებაზე. არჩევენ, რომ ბრძოლის იარაღად რევოლუცია, შტურმი გახადონ. ბუნებრივია, ამას ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში შესაბამისი სამართლებრივი რეაქცია მოჰყვება. ამ გაბრიყვებულ პოლიტიკოსებს და მათ მიერ შეცდომაში შეყვანილ ხალხს ისევ ესენი იყენებენ სპეკულაციებისთვის საქართველოს წინააღმდეგ. მანკიერი ჯაჭვი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რასებმა და ჯო უილსონებმა მოქსოვეს, საქართველოში დემოკრატიის წინსვლისთვის ყველაზე დიდი მტერია. მათი ამ მავნე პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა განვითარებას და, მათ შორის, დემოკრატიის შენარჩუნებასაც აგრძელებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.

კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილი თავისი ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება

სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვით, „ტელეკომპანია „იმედის” 26 მაისის „ქარდის“ მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლბოტი გამოვლინდა, „ქარდზე“, სადაც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული“.მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელი უახლესი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან მან გაათავისუფლა ქვეყანა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისგან.„სპეკულაციებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ. ბიძინა ივანიშვილი თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში. ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არ იყო. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე – ამ შიდა მტრების, უსამშობლო ადამიანებისა და აგენტურის უკან რა ძალა იდგა. ეს ერთი ადამიანი გამოვიდა, სრულიად საქართველო დაირაზმა მის ირგვლივ და 2012 წელს ქვეყანა გათავისუფლდა იმ სისხლიანი რეჟიმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდნენ.ბუნებრივია, ეს ფაქტი არ სიამოვნებთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ ძალებს, რომლებიც ვერ ისვენებენ. მათ  სურვილი აქვთ, როგორმე ხელისუფლება შეცვალონ და თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ, რომ შემდეგ მარტივად მიიღონ გადაწყვეტილებები და ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ანკარის დეკლარაცია: მიმდინარე წელს ნატო-ს ქვეყნები უკრაინას 70 მილიარდ ევროს გამოუყოფენ

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, მიმდინარე წელს გამოყონ 70 მილიარდი ევრო უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნების უზრუნველსაყოფად.ამის შესახებ ანკარაში გამართული ნატო-ს სამიტის საბოლოო დეკლარაციაშია აღნიშნული.დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინა ხელს უწყობს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას, ხოლო მოკავშირეები ურყევ მხარდაჭერას უცხადებენ კიევს მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში.დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ რომ ამჟამად უკრაინისთვის უსაფრთხოების კუთხით გაწეული დახმარების უდიდეს ნაწილს ევროპელი მოკავშირეები და კანადა აფინანსებენ, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი მექანიზმების მეშვეობით.„მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა უნდა იყოს სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი, გრძელვადიან პერსპექტივაში. 2026 წლისთვის მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას, გამოყონ 70 მილიარდი ევრო უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, დახმარებისა და წვრთნებისთვის, ასევე ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებებს, მინიმუმ ეკვივალენტური დონე 2027 წელსაც შეინარჩუნონ“, – ნათქვამია დეკლარაციაში.ანკარაში გამართული სამიტის მონაწილეები მიესალმნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უზრუნველყოს უკრაინის მრავალწლიანი დაფინანსება, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის სახით.სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს „ურყევი ერთგულება“ კოლექტიური თავდაცვისადმი, ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს.ამასთან, მოკავშირეებმა რუსეთი გრძელვადიან საფრთხედ აღიარეს და თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად თავიანთი მზადყოფნა გამოხატეს.„2025 წელს, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის სფეროში თავიანთი ინვესტიციები 139 მილიარდ დოლარზე მეტით გაზარდეს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.ნატო-ს ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თავდაცვაში სფეროში ინვესტიციების ჩადება უზრუნველყოფს საჭირო პოტენციალის შენარჩუნებას და ინდუსტრიულ ბაზასა და მდგრადობას აძლიერებს.„დღეს ანკარაში გამოვაცხადეთ 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შესყიდვების ახალ კონტრაქტების გაფორმება. ასევე გამოვთქვით მზადყოფნა, განვამტკიცოთ ჩვენი ერთობლივი საწარმოო შესაძლებლობები და, ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გზით, დავაჩქაროთ ინოვაციების განვითარება. ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მოკავშირეებს შორის მოვხსნათ თავდაცვის პროდუქციის ვაჭრობი სფეროში არსებულის ბარიერები და გამოვიყენოთ ნატო-ს პარტნიორული ურთიერთობები თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის მაქსიმალურად გასაძლიერებლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროპელი მოკავშირეები და კანადა, აშშ-სთან თანამშრომლობით, პასუხისმგებლობას იღებენ ალიანსის თავდაცვაზე. ნატო-ს შეკავება და თავდაცვა ეყრდნობა ბირთვული, კონვენციური და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობების ერთობლიობას, რასაც ემატება კოსმოსური შესაძლებლობები და კიბერრესურსები.„მზად ვართ, შევინარჩუნოთ ჩვენი სამხედრო უპირატესობა. ინვესტიციებს ვდებთ შეიარაღებული ძალების განლაგებისა და მხარდაჭერის შესაძლებლობებში, ისევე როგორც ჩვენი მიზნების მიღწევაში ყველა სფეროში, მათ შორის შორ მანძილზე ზუსტი დარტყმების, ინტეგრირებული საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის, უპილოტო სისტემების, მოწინავე ტექნოლოგიებისა და სადაზვერვო შესაძლებლობების მიმართულებით. ჩვენ ვქმნით ერთობლივ ტრანსატლანტიკურ ღრუბლოვან გამოთვლით ინფრასტრუქტურას საბრძოლო ოპერაციებისთვის და ვნერგავთ ხელოვნური ინტელექტის მძლავრ მოდელებს“, – აღნიშნეს სამიტის მონაწილეებმა.ალიანსის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ ირანს არასოდეს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება და მოუწოდეს თეირანს, პატივი სცეს ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში.

გია ვოლსკი – ეუთო-ს რეზოლუციას 230-ზე მეტი დეპუტატიდან 38-39-მა დაუჭირა მხარი, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რამაც განაპირობა, რომ ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა

ეუთო-ს რეზოლუციაში სიახლე არაფერია. პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რამაც განაპირობა, რომ ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღების თაობაზე, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.„ეუთო-ს რეზოლუციაში სიახლე არაფერია. 230-ზე მეტი დეპუტატიდან გადაწყვეტილებას 38-39-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში შესწორების ის რედაქცია შენარჩუნებულია, რომელიც საქართველოს აბრალებს, რომ დაშორებულია სტანდარტებისგან, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს. ამაში არ ვეთანხმებით, რადგან მეცნიერული ანალიზი და იმ ორგანიზაციების რეიტინგები, რომლებიც გამოქვეყნებულია, ყოველთვის საპირისპიროზე მეტყველებს. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული და დემარშიც ამან განაპირობა, როცა ქართულმა დელეგაციამ კენჭისყრის პროცედურა დატოვა. ეს დაძაბულობა არსებობს, დამოკიდებულებები საზოგადოებამ უნდა გაანალიზოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოსვლისას თამარ ბაგრატიონმა საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან პარტნიორობა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.„პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის, ქართულ ანბანზე, მეღვინეობის მრავალათასწლიან ტრადიციასა და ქვეყნის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობაზე. მან მადლობა გადაუხადა WIPO-სა და ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერისთვის.ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობას, დაეთვალიერებინათ ისტორიული ექსპონატები, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და გაცნობოდნენ ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ტრადიციებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები