
სოზარ სუბარი სააკაშვილზე: მივიღოთ გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს – რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოს ძალიან ცოტა გვყავს
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრს მიმართა კითხვით, როდის უნდა დააბრუნონ პატიმარი სააკაშვილი ციხეში.
როგორც სუბარმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელად არის, უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაში აქტიურად ერთვება.
„ეს კითხვა უკვე დაისვა, მაგრამ გავიმეორებ, რადგან ძალიან ბევრ წერილს ვიღებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ე.წ. სასწაული უკვე მოხდა – მიხეილ სააკაშვილმა დაძლია კახექსია, დემენცია, დაამარცხა F-კოდები, ანუ ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებულ დაავადებათა ფართო სპექტრი. გასტროენტეროლოგიური დაავადება, თუ რამე არსებობს, მთელმა საქართველომ შეისწავლა ამ კაცის მაგალითზე და ამისგანაც განიკურნა, როგორც ჩანს. ამჟამად ის ჯანმრთელია, უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაშიც აქტიურად ერთვება. კარგად ვიცით, რომ ექიმების დასკვნა არაფერ შუაშია, უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები. მივიღოთ გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს – რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს. არც ჯანმრთელობას უჩივის, რასაც კარგად ვხედავთ, მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან და მუქარებიდან“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ამილახვარი მასწავლებლების ხელფასის ზრდაზე: ეს ჩადებული ინვესტიციაა მასწავლებლებში, ვინაიდან მათ უზრუნველყონ ხარისხიანი განათლება, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვიტანს უკეთეს მომავალ თაობებს
მიმაჩნია, რომ მსგავსად, სხვა ღირსეული პროფესიებისა, მასწავლებლის პროფესია არცერთს არ ჩამოუვარდება, ამიტომ ის იმსახურებდა და იმსახურებს ასეთ მიდგომას, ამის შესახებ...
ზურაბ ჟვანია 9 დეკემბერს 60 წლის გახდებოდა – „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი
9 დეკემბერს ზურაბ ჟვანია 60 წლის გახდებოდა. ზურაბ ჟვანიას პოლიტიკა ეფუძნებოდა ჭეშმარიტ ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ქართულ პოლიტიკაში იგი ამ...
საიდუმლო კოდი … რა ფუნქცია დაემატა WhatsApp-ს
ამიერიდან WhatsApp-ის მომხმარებლებს შეეძლებათ დააყენონ საიდუმლო წვდომის კოდი პრივატულ ჩატებში, რაც მათ საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალონ. ინფორმაცია ოფიციალურ ვებსაიტზე...
გუბაზ სანიკიძე: მოქალაქეები, რომლებიც ვერ გარკვეულან მზე საიდან ამოდის და სად ჩადის, უნდა დავარწმუნოთ რა ელოდებათ, თუ ხელისუფლებაში “ოცნება” დარჩება
საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც ვერ გარკვეულა მზე საიდან ამოდის და სად ჩადის, უნდა დავარწმუნოთ რა ელოდება, თუ ხელისუფლებაში "ოცნება"...
„ყოფილს მოგცემ მე შენ. მე მარადიული დედამთილი ვარ- ხათუნა ხოფერია თიკა ჯამბურის
მომღერალი თიკა ჯამბურია „მასტერშეფის მონაწილეა. ერთ კადრში თიკა ამბობს, რომ გადაცემაში ყოფილი დედათილის, ხათუნა ხოფერიას ვერცხლის ჭურჭელი მოიტანა, რასაც ყოფილი...
„ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ ფიზიკურად არასდროს ვჩხუბობ” – ტალახაძე
„ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ ფიზიკურად არასდროს ვჩხუბობ" - ასე უპასუხა ნიკოლოზის კითხვას მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა მამაკაცმა, ლაშა ტალახაძემ. ძალოსანმა პირად...