პარასკევი, მაისი 22, 2026

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ რისკავს, გახდეს ომის მონაწილე მხარე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ რისკავს, გახდეს ომის მონაწილე მხარე. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა Newsweek-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-ს და განსაკუთრებით შეერთებული შტატების იარაღი გამოიყენება რუსეთის ტერიტორიის დაბომბვისთვის, რომელიც ესაზღვრება უკრაინას და კლავს იქ მშვიდობიან მოსახლეობას.

„პენტაგონი არ მალავს კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების და დარტყმის სამიზნეების გადაცემის ფაქტს. ჩვენ ვაფიქსირებთ ამერიკელი დაქირავებული მებრძოლების და მრჩევლების ყოფნას ბრძოლის ველზე. შეერთებული შტატები ფაქტობრივად ზღვარზეა, გახდეს კონფლიქტში მონაწილე მხარე“, – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, აშშ გუშინწინდელი ცხოვრებით ცხოვრობს და არ იღებს იმ ფაქტს, რომ თანამედროვე სამყარო აღარ არის ცენტრით დასავლეთისკენ.

„აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან, მსხვერპლად შესწირონ უკრაინა თავიანთ გეოპოლიტიკურ მიზნებს. ამ მიზნების მისაღწევად ისინი ქვეყანას ავსებენ იარაღით, რაც იწვევს ესკალაციას და კონფლიქტის გაჭიანურებას. ეს აფერხებს მისი მოგვარების პერსპექტივებს”, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობის დამყარებით და ვირტუალურად აუკრძალა უკრაინას შემდგომი დიალოგი რუსეთთან, რის შემდეგაც უკრაინის ხელისუფლება თავს არიდებს მოლაპარაკებების პროცესს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც ნიკოლოზობას მრევლმა უნდა წაიკითხოს

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმინდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.ლოცვა„გაქებთ შენ, საყვარელო, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ზესთამბრძოლო საკვირველმოქმედო და უსათნოესო ქრისტესო, მრავალსასყიდლისა წყალობის მირონისა და საკვირველებათა ზღვისა სოფლისათვის მიმმადლებელო; ხოლო შენ, ვითარცა გაქვს კადნიერება წინაშე ღმრთისა, ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ: გიხაროდენ, წმინდა მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო. გამომზრდელო ქვრივთა და მამაო ობოლთა, შემწეო ჭირთა შინა მყოფთა, ყოვლად პატიოსანო, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო, მწყემსი და მოძღვარი გზასა ზედა ყოველთა შეცდომილთა ხარ შენ, მამაო წმიდაო ნიკოლოზ, ლოცვითა შენითა გვიხსნენ განსაცდელთაგან“

მარკო რუბიო – დონალდ ტრამპი „ძალიან იმედგაცრუებულია“ ნატო-ს წევრებით, რომლებმაც აშშ-ს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს

მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი „ძალიან იმედგაცრუებულია“ ნატო-ს წევრებით, რომლებმაც აშშ-ს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზების გამოყენების უფლება არ მისცეს.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ შვედეთში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე განაცხადა.მისივე თქმით, ამავდროულად ალიანსის ზოგიერთი ქვეყანას აშშ-ს ძალიან ეხმარება.„თქვენ გყავთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი, რომლებიც გვიკრძალავენ ამ ბაზების გამოყენებას – მაშინ რატომ ხართ ნატო-ში? ეს ძალიან სამართლიანი კითხვაა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ნატო-ს სხვა ქვეყნებიც ძალიან გვეხმარებოდნენ, მაგრამ ეს უნდა განვიხილოთ. არ მგონია, ვინმეს გაუკვირდეს იმის ცოდნა, რომ შეერთებული შტატები, და კერძოდ, პრეზიდენტი, ამჟამად ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებულია“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ნატო-ს წევრები იმის გამო, რომ ისინი აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიის დასახმარებლად მეტს არ აკეთებენ. თეთრი სახლის ლიდერმა ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, შტატებმა ალიანსი დატოვოს.

შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს პასუხობს – არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია, ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას, ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ...

მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა: „სასიამოვნო ნამვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა დეპუტატები მუდმივად გეუბნებიან, რომ მატყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს. ეს არ არის სახალისო“.„არადა, ასეთი არასახალისო მდგომარეობიდან გამოსავალი მარტივია – ნუ იქნები მატყუარა და ნუ დაუჭერ მხარს ძალადობას.მატყუარაა ის, ვინც ძალადობას „მშვიდობიან პროტესტს“ უწოდებს და ძალადობის მხარდამჭერია ის, ვინც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებს.ნიანგის ცრემლები სიმართლეს ვერ გადაფარავს“, – წერს პაპუაშვილი.

მარიამ ქვრივიშვილი – ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ, ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე

ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთსაათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.„მიმდინარე წლის ზაფხულიდან გვექნება შესაძლებლობა, ხუთსაათ-ნახევრის ნაცვლად, ბათუმის მარშრუტი გავხადოთ ოთხსაათიანი. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ახალ მიმართულებებსაც ვამატებთ. ეს იქნება თბილისი-ქუთაისი, თბილისი-ახალციხე“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანში, რომლებმაც განსაკუთრებული ჟესტი გამოავლინეს ჩვენი ქვეყნისადმი და ექვსი წლის შემდგომ, პირველად მოხდება სამგზავრო მატარებლის ოპერირების დაწყება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ტურისტული ნაკადების ზრდა საკმაოდ საგულისხმოა.„აზერბაიჯანი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეს, როდესაც მხოლოდ საჰაერო მიმოსვლით ხდებოდა ორი დედაქალაქის ერთმანეთთან დაკავშირება, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანეს როლს შეიტანს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდაში უკვე პირდაპირ ზაფხულის ტურისტული სეზონიდან”, – განაცხადა მინისტრმა.

ბოლო სიახლეები