
სახელმწიფო და „დელტა“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას წლის ბოლომდე დაიწყებენ
თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროსა და „დელტას“ თანამშრომლობით კერძო კომპანია დაფუძნდა, რომელიც დრონების მწარმოებელი იქნება.
“ჩვენ დავასრულეთ ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან, რომლის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და ძალიან გამართლებული კერძო საწარმოა. კომპანია “დელტასთან” ერთად კერძო საწარმო დავაფუძნეთ და წლის ბოლომდე დავიწყებთ საფრენი აპარატების გამოშვებას”, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ დრონების საწარმოებლად თავდაცვის სამინისტრომ პოლონურ WB Electronics-თან ერთობლივი კომპანია დააფუძნა.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თავდაცვის სამინისტრო: საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვიან ღამემდე იმყოფებოდა...
თავდაცვის სამინისტრო – შოვისკენ უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი, ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება
საქართველოს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტიანად განსახორციელებლად დღეიდან ჩაერთო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე,...
გახდი სამხედრო პოლიციელი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, მოქალაქეებს 21 - დან 35 წლის ჩათვლით სთავაზობს 4 წლიან საკონტრაქტო სამხედრო...
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი მიზანია ჯარის პოპულარიზაცია და პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდობის აღზრდა
ჩვენი მიზანია ჯარის პოპულარიზაცია და ის, რომ აღვზარდოთ პატრიოტული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდობა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ჯარის...
მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის ძალები 30 ივნისს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს აღნიშნავს. მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღისადმი მიძღვნილი...
ჯუანშერ ბურჭულაძე: ვუმასპინძლეთ ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელთანაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრესზე ვიმსჯელეთ
კიდევ ერთხელ ვუმასპინძლეთ ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს, ბატონ ხავიერ კოლომინას, რომელთანაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრესზე ვიმსჯელეთ,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა,...