ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026

სახელმწიფო და „დელტა“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას წლის ბოლომდე დაიწყებენ

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოში საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროსა და „დელტას“ თანამშრომლობით კერძო კომპანია დაფუძნდა, რომელიც დრონების მწარმოებელი იქნება.

“ჩვენ დავასრულეთ ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან, რომლის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და ძალიან გამართლებული კერძო საწარმოა. კომპანია “დელტასთან” ერთად კერძო საწარმო დავაფუძნეთ და წლის ბოლომდე დავიწყებთ საფრენი აპარატების გამოშვებას”, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ დრონების საწარმოებლად თავდაცვის სამინისტრომ პოლონურ WB Electronics-თან ერთობლივი კომპანია დააფუძნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ლიდერებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა უმასპინძლეს.რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილი კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ გამოწვევებზე, საქართველოს პრიორიტეტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს

დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, როგორც წინა წლებში, მომავალ წელსაც ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური-ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ.„ჩვენ დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად უკვე წარვუდგინეთ თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა შეადგენს 2 239 769 000 ლარს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია 46,4 მლნ ლარით. მინდა, დავაზუსტო, რათა შემდგომში სპეკულაციები არ მოჰყვეს ამ საკითხს – ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. უშუალოდ ვიცე-მერი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან და ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 623,3 მლნ ლარის გამოყოფა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 50,4 მლნ ლარით მეტია. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. ვიცით, რომ ქალაქში გვაქვს გამოწვევები – ბევრი ქუჩა, გამზირი საჭიროებს განახლებას, საჭიროებს რეაბილიტაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, მერის ინფორმაციით, გათვალისწინებულია 677,7 მლნ ლარი, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 76 მლნ ლარით მეტია.„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომელთაც სჭირდება ჩვენი თანადგომა. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნული პროგრამების დაფინანსებას, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისე განვითარდეს ქვეყანა, ეკონომიკა წინ წავიდეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდეს. კეთილდღეობა უნდა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.„საკრებულოს წევრები აქტიურად დაიწყებენ დოკუმენტის განხილვას. ცხადია, იქნება შენიშვნებიც, იქნება კითხვებიც პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავიაროთ ყველა საკითხი, განვსაზღვროთ პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით გვექნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო ბიუჯეტი იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე 2026 წელს. მადლობა კიდევ ერთხელ ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს შესაძლებლობას, თბილისში სხვადასხვა მნიშვნელობის პროექტი განვახორციელოთ, რომ ჩვენი ქალაქი ხვალ, ზეგ იყოს კიდევ უფრო მომხიბვლელი, კიდევ უფრო უკეთესი, გამართული ინფრასტრუქტურით და ყველანაირად მოწესრიგებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ადვოკატის განცხადებით, გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი

დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს. ამ ოპერაციის შემდეგ თემურ ხადური უკვე ცოცხალი აღარავის არ უნახავს - დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი,- ამის შესახებ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.როგორც ადვოკატი აცხადებს, პოლიციელები სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით არიან დაკავებულები, რაც ცრუ ჩვენებასა და მართლმსაჯულებისთვის პირადი მოტივით ხელშეშლას გულისხმობს.„დაკავებულებს ჯერ ბრალი არ აქვთ წაყენებული.დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს, ამ ოპერაციის შემდეგ კი თემურ ხადური ცოცხალი აღარავის უნახავს.დაკავებულებს რაც შეეხება, ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი.დიდი მადლობა მთავარ პროკურატურას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შემადგენლობას, გამომძიებელ გიორგი ხაჩიძეს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა დაზარალებულთან და მის უფლებადამცველთან - ჩემთან, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა იმიტომ, რომ ეს საქმე ძალიან რთული იყო. რთულად გასახსნელი, რთულად დასადგენი, იმიტომ რომ საკმაოდ დრო იყო გასული, როდესაც ეს საქმე დაექვემდებარა საგამოძიებო უწყებებს.როდესაც ხადურის ცხედარი ნახეს, ამის შემდეგ იყო ამ პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ თემურ ხადურთან. ამის შემდეგ, როდესაც საქმე გადავიდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, სადაც დადასტურდა დევნის ოპერაცია და დადასტურდა, რომ ცრუ ჩვენება მისცეს პოლიციელებმა.მტკიცებულებებს რაც შეეხება, მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა გამოძიება. ველოდებოდით სამხარაულის ექსპერტიზების პასუხს, რომელიც დროს ითხოვდა, რადგან ძალიან ბევრი აუდიო-ვიდეო ფირი იყო ამოღებული და დაახლოებით 10 დღით ადრე მოხდა ექსპერტიზების მიღება“,- განაცხადა ლედი ტუკვაძემ.ცნობისთვის, 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს მას შემდეგ გაუჩინარდა, პოლიციის ავტომობილს ქვები დაუშინა და სამართალდამცველები დაედევნნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი მწყემსმა თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა. რამდენიმე კვირის წინ დედის პროტესტის შედეგად სპეციალური საგამოძიებო საბჭო შეიქმნა.

„WhatsApp-ის ჯგუფში მოგვწერა“ – რას ამბობს თანაგუნდელი კვარაზე

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ვიტინია DAZN-ს ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა.„ბარსელონასთან“ მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ „კვარას“ ოპერაცია ჩაუტარდა და, ვიტინიას თქმით, მან პარიზელ თანაგუნდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„ხვიჩა WhatsApp-ის ჯგუფში გველაპარაკა და გვითხრა: „მადლობა მხარდაჭერისთვის“. თითოეულმა ჩვენგანმა ცალ-ცალკეც მიწერა. იმედი გვაქვს, კარგად დაბრუნდება და სარეაბილიტაციო პერიოდს სწორად გაივლის. მას ძალიან დიდი დრო აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 100 პროცენტით მზად იყოს, დასაბრუნებლად. ყველანი მის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა ფეხბურთელმა.ცნობისთვის, კვარამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი „ბარსელონასთან“ მატჩში გაიწყვიტა. ხვიჩას ოპერაცია ჩაუტარდა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონში მას მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

საპენსიო ფონდი ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს საპენსიო ფონდი 31 ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.ფონდის ცნობით, 2026 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 787 ათასი ადამიანია. ამ პერიოდისთვის, დაგროვებითი პენსიით 38 186-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით გაიცა 201,645,743.53 ლარი.„ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები