2018 წლის ოქტომბერში საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმი  ჩატარდება. შესაბამისი მემორანდუმი  დღეს გაფორმდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომპანია „სიბისი“-სა („კრეატივ ბიზნეს კაპ ჯორჯია“) და დანიურ ორგანიზაცია „CB Foundation“-ს შორის.

ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც დღესვე შეხვედრას განართავს ტექნოპარკში სტუდენტებთან და სტარტაპების წარმომადგენლებთან.

Comments

კომენტარები