შაბათი, ნოემბერი 29, 2025

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ბათუმში დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლი მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს

გუნდის ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქალთა შორის საუკეთესო რეიტინგ-პერფომანსი აჩვენა და არამარტო პირველ დაფაზე, არამედ მთელ ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მეოთხე ინდივიდუალურ დაფაზე საუკეთესო მერი არაბიძე გახდა, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაო კი მესამე ინდივიდუალურ დაფაზე ლელა ჯავახიშვილს ხვდა წილად. მესამე ადგილზე ვაჟთა ნაკრების წევრი ივან ჩეპარინოვი გავიდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ცუცქირიძე – ვაგროვებთ იმ ადამიანების ხელმოწერებს, რომლებიც ლუსტრაციის კანონის მიღებას მხარს უჭერენ, „კაგებეს“ აგენტები სახელმწიფო მმართველობაში აღარ უნდა დავუშვათ

ვთხოვეთ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ, ლუსტრაციის კანონს მხარი დაუჭირონ და ჩვენს პეტიციას ხელი მოაწერონ, – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.მისივე თქმით, პეტიცია პარტია „თავისუფლების მოედანმა“ შეიმუშავა.„ვიდრე ეს დიდი მსვლელობა დაიწყება, იმ ადამიანების ხელმოწერებს ვაგროვებთ, რომლებიც ლუსტრაციის კანონის მიღებას მხარს უჭერენ. ლუსტრაციის კანონი მიმართულია, რომ არც „კაგებეს“ აგენტები და არც მისი მემკვიდრე ორგანიზაციების წარმომადგენლები სახელმწიფო მმართველობაში აღარ დავუშვათ. ვთხოვეთ მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ, ამას მხარი დაუჭირონ, ჩვენს პეტიციას ხელი მოაწერონ. ეს არის ლუსტრაციის კანონის მხარდაჭერის პეტიცია. ჩვენი პროექტი, კარგა ხანია, ონლაინაც არის გამოქვეყნებული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაეცნოს და მის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

გთავაზობთ ფსალმუნებს, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა ვიკითხოთ შობის მარხვაში:„ვთხოვ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და,  ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები“ - ილია მეორე ( 27. 11. 2020)

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სასულიერო პირების იერუსალიმში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:„საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ თეოდორესა (ჭუაძე) და გერასიმეს (შარაშენიძე) და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემადგენლობით დღეს, 28 ნოემბერს, წმინდა მიწიდან დაბრუნდა.მათ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ილია II-ს, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, უნეტარესი თეოფილე III-ის, გულითადი მოკითხვა და საჩუქარი გადასცეს და სამდღიანი ვიზიტის შედეგები გააცნეს.“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ქართული და აზერბაიჯანული გარკვეული მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, აზერბაიჯანული ტვირთების (მათ შორის თამბაქოს ნაწარმის) თითქოს ,,ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება.ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მათ შორის, სგპ. ,,წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან 24-საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრის გზები.კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ  მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული  საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან ბელარუსული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით. სახელმწიფო საზღვრის დაცვის პრევენციის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციაში არსებული რისკის პროფილების გამოყენებით ტვირთების ტრანზიტისას, აგრეთვე ყურადღება ექცევა  ფიზიკურ პირებს და კომპანიებს.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ  მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ირაკლი ფავლენიშვილი – ერთიანობა ვერ გამოვა ისეთ ხალხთან, რომელიც წინააღმდეგობაში არ რჩება და არ უერთდება პროტესტს, მათ შორის არ უერთდება 28 ნოემბრის აქციას

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი წელი გავიდა იმის შემდგომ, რაც აბსოლუტურად სხვა ფაზაში გადავიდა ქართველი ხალხის ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს ქვეყანას, საერთაშორისო საზოგადოებას, მსოფლიოს, რომ პროტესტი გრძელდება გამარჯვებამდე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, აქცია, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე იმართება, უპრეცედენტოა.„ეს არის უპრეცედენტო, უწყვეტი პროტესტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტო იყო, მათ შორის, რეპრესიები, რომლებიც განხორციელდა ამ წლის მანძილზე, ხალხი მაინც არ გატყდა, აგრძელებს პროტესტს. რუსთაველის გამზირზე ყოველდღე ათასობით ადამიანი იკრიბება. რა თქმა უნდა, დღეს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენი ბრძოლა იქნება იქამდე, ვიდრე ქვეყანაში არ გაირკვევა, ცივილიზაციურად ჩვენ ვართ დასავლეთი თუ აღმოსავლეთი. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ ვართ დასავლეთი, გაირკვევა, რომ დემოკრატიაში გვინდა ცხოვრება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.ამასთან, ფავლენიშვილის განცხადებით, ერთიანობა ვერ გამოვა ისეთ ხალხთან, რომელიც წინააღმდეგობაში არ რჩება და პროტესტს არ უერთდება, მათ შორის არ უერთდება 28 ნოემბრის აქციას.„ასეთ ადამიანებთან რა ერთობაზე უნდა იყოს საუბარი, ეს წარმოუდგენელია. ის ძალები, რომლებიც რჩებიან წინააღმდეგობაში, გინდა თუ არა, ჩვენ გვაქვს ერთი მდგომარეობა, როცა ვართ წინააღმდეგობაში, ვაგრძელებთ ქუჩის პროტესტს, ასეთ დროს კოორდინაციას. ერთად დგომას ალტერნატივა არ აქვს, თორემ რაღაც ერთ ბრძოლაში გაწევრიანებას ისედაც აზრი არ აქვს, ვიდრე ქვეყანაში არ არის საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ბოლო სიახლეები