ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე რაგბის ემშვიდობება

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე რაგბის ემშვიდობება. ამის შესახებ 35 წლის სპორტსმენმა გადაცემაში „სპორტი იმედზე” ისაუბრა.

საფრანგეთის ტოპ-14-ის კლუბთან, „ტულონთან” გორგოძეს კონტრაქტი მიმდინარე წლის სეზონის ბოლოს უმთავრდება და მისი ამოწურვისთანავე კარიერას დაასრულებს.

გადაცემისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბორჯღალოსნების ყოფილმა კაპიტანმა საკუთარი აზრი კორონავირუსზეც გამოთქვა და ქართველ ხალხს საქართველოს მთავრობისა და ეპიდემიოლოგების მიერ მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

2003 წლიდან 2019 წლამდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გორგოძემ 75 შეხვედრაში 135 ქულა მოუტანა და მინიმუმ ერთი ლელოს დადება სამ მსოფლიო თასზე შეძლო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს აშშ-მა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება მოითხოვა

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლივიტმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-მა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება მოითხოვა.„დილით ვნახე ზოგიერთი, კვლავ მცდარი ინფორმაცია, რომ ჩვენ ფორმალურად მოვითხოვეთ ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება. ეს სიმართლე არ არის“, – განაცხადა ლივიტმა.მისივე თქმით, მოლაპარაკებები პროდუქტიულად მიმდინარეობს.კითხვაზე, გაიმართება თუ არა ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, ლივიტმა აღნიშნა, რომ ის, სავარაუდოდ, ისევ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში შედგება.ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ირანის პორტებისკენ მიმავალი და იქიდან გამომავალი ყველა ქვეყნის გემის მიმართ სრულად ამოქმედდა.„ირანის საუკეთესო ინტერესებშია, შეასრულოს პრეზიდენტის მოთხოვნები, რომლებიც მან ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა“, –  აღნიშნა ლივიტმა.

წაჩხურის მონასტრის სასწაული – „ამბავი, რომელიც, შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს…“

„აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა!.. უშვილო წყვილებს ხელში ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ ტაძარში, მათი რიცხვი 10-15 ათასამდეც აღწევს.მომლოცველების უმრავლესობა უშვილო წყვილებია, სწამთ, რომ მათ ლოცვას უფალი შეისმენს და ნანატრ შვილს აჩუქებს. წირვის შემდგომ კი აკვნებს აკურთხებენ და ნაკურთხ აკვანs შინ მიაბრძანებენ, ეს უფრო ძველი ტრადიციული რიტუალია, აკვნების კურთხევის ტრადიცია მონასტერში XV-XVI საუკუნიდან არსებობს.ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში, გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო.ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა…სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ჯერ ნაადრევია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები, იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა, განახლდეს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის, თუ ირანთან ბრძოლა განახლდება.„ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, როგორ დასრულდება ან როგორ განვითარდება მოვლენები. იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა, განახლდეს, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.მისივე თქმით, ისრაელი „ჰეზბოლას“ მთავარი დასაყრდენის“ განადგურებასთან ახლოსაა.ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ თავდაცვის ძალებს სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონის გაძლიერების ბრძანება მისცა.ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ ისრაელისა და შეერთებული შტატების მიზნები ომთან დაკავშირებით კვლავ თანხვედრაშია.

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ მიიწევენ, რაშიც ვხედავთ ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებას

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.სამხარაძის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ინტეგრაციის მიმდინარეობა და არსებული დაბრკოლებები.„შევხვდით ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ევროინტეგრაციის პროცესზე ვისაუბრეთ. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, რა ხდება საქართველო-ევროკავშირს შორის, როგორ მიმდინარეობს ინტეგრაციის პროცესი და რა დაბრკოლებებს ვაწყდებით. ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარემ გაგვიზიარა უახლოესი ინფორმაცია, რა ხდება მათ შემთხვევაში. აღსანიშნავია ისიც, რომ, სამწუხაროდ, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველოს მსგავსად, წინ ვერ მიიწევს. შეიძლება, სხვადასხვა მიზეზები იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ქვეყანა ამ დროისთვის ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ მიიწევს და ამაში უსამართლო დამოკიდებულებას ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ. შეიძლება ითქვას, ჩრდილოეთ მაკედონიაც უსამართლოდ იჩაგრება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

პეტერ მადიარი – ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას

ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობის მიწოდება თუ განახლდება, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე „ტექნიკური ვეტო“ უნდა მოხსნას, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა და ქვეყნის მომავალმა პრემიერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.პეტერ მადიარმა მის წინამორბედს თანამდებობის დატოვებამდე ვეტოს მოხსნისკენ მოუწოდა.„ვიქტორ ორბანმა სესხი დეკემბერში დაამტკიცა, საარჩევნო კამპანიის დროს კი აცხადებდა, რომ ნავთობი ვიდრე არ იქნება, ფულიც არ იქნება“, – აღნიშნა მადიარმა.მისივე თქმით, ნავთობის მიწოდების აღდგენა უნგრეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.პეტერ მადიარმა ასევე უახლოეს მომავალში რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.„მომდევნო 30 დღის განმავლობაში ორბანის მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების სახით იმოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, „დრუჟბა“ მუშაობას თუ განაახლებს, ვიქტორ ორბანი თავის ტექნიკურ ვეტოს მოხსნის“, – განაცხადა მადიარმა.ცნობისთვის, ფინანსურ სქემაზე ევროკავშირის 27 ლიდერი დეკემბერში შეთანხმდა, თუმცა პრემიერმა ვიქტორ ორბანმა თებერვლის შუა რიცხვებში სამართლებრივი პროცედურის დასაბლოკად ვეტო გამოიყენა. ამის მიზეზი კიევთან არსებული დავა გახდა, რომელიც „დრუჟბას“ ეხება. სწორედ ამ ნავთობსადენის მეშვეობით მიეწოდება უნგრეთს რუსეთიდან დაბალ ფასად ნავთობი.

ბოლო სიახლეები