პარასკევი, აგვისტო 7, 2026

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

21 წლის ქართველი კალათბურთელი დაახლოებით 20 გუნდის წარმომადგენელს ესაუბრა.

NBA-ს ორი კლუბი ქართველს დრაფტის მეორე რაუნდში არჩევასაც დაჰპირდა, თუმცა საბოლოოდ მამუკელაშვილმა ერთი სეზონით „სეტონ ჰოლში“ დარჩენა გადაწყვიტა, რაც გარკვეულწილად იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ნიჭიერი კალათბურთელი დრაფტის შემჭიდროვებულ 70-კაციან სიაში ვერ მოხვდა.

გასულ სეზონში კოლეჯების ლიგაში მამუკელაშვილი საშუალოდ 12 ქულას და 6 მოხნას აგროვებდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მასწავლებელია, 15 კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.მედიის ცნობით, სროლა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის შემოგარენში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე Debsirin-ის სკოლაში მოხდა.ადგილობრივი მედიისა და პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი სკოლის მეცხრეკლასელი, 14 წლის მოსწავლე იყო. გავრცელებული ცნობებით, მან სროლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ინციდენტის შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები მივიდნენ.ტაილანდში Debsirin-ის სკოლა ერთ-ერთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ფილიალი აქვს.ცნობისთვის, ტაილანდში ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კანონმდებლობა მკაცრია და იარაღის უკანონო ფლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში ტაილანდში არაერთი თავდასხმა მოხდა.

დაკავებულია „კანონიერი ქურდი“ რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს 54 წლის „კანონიერი ქურდი“ იუსიფ ალიევი, რომელიც „კრიმინალურ წრეებში“ ცნობილია მეტსახელებით: იუსუფი, „იუშკა“, შამხორისკი.„კანონიერი ქურდი“ 18 წლის განმავლობაში იძებნებოდა.გამოძიების მონაცემებით, ის 2009 წელს უკვე ერთხელ დააკავეს მოსკოვში, თუმცა მაშინ მალევე გაათავისუფლეს.იუსიფ ალიევს ბრალად ედება მკვლელობა, ასევე „კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის“ დაკავება.

სეუტის ლიდერი აცხადებს, რომ მიგრაციული კრიზისის შემდეგ ანკლავში 5000-მდე მიგრანტი რჩება, დაღუპულია 100 ადამიანი

მიგრაციული კრიზისის შემდეგ სეუტაში 5000-მდე მიგრანტი რჩება, დაღუპულია 100 ადამიანი, – ამის შესახებ სეუტის ლიდერმა, ხუან ხესუს ვივასმა განაცხადა.როგორც ვივასმა აღნიშნა, ესპანეთის ანკლავ სეუტაში გასულ კვირას განვითარებული მიგრაციული კრიზისის შემდეგ კვლავ რჩება 3000-დან 5000-მდე მიგრანტი. მისი თქმით, მაროკოდან სეუტაში რამდენიმე საათში დაახლოებით 78000 მიგრანტი გადავიდა, რასაც 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვივასმა მომხდარს „გამოუსწორებელი ტრაგედია“ უწოდა.მისივე განცხადებით, მაროკოში დაახლოებით 75000 მიგრანტის დაბრუნებამ ვითარება მნიშვნელოვნად შეამსუბუქა, თუმცა სეუტაში მდგომარეობა სტაბილური ამჟამადაც არ არის.ვივასმა გააკრიტიკა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და განაცხადა, რომ ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებული და არასაკმარისი იყო.ამასთან, მაროკოული მედია იუწყება, რომ სოციალურ ქსელებში კვლავ ვრცელდება მოწოდებები სეუტაში მასობრივი გადასვლის ახალი მცდელობის შესახებ.

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ.ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.„საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბრის თვეში ნია იმნაძემ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან. ბრალდებულმა ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან, გიორგი მალანიასთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად აღნიშნული წაქეზების სისრულეში მოყვანა განიზრახა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად. გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.დანაშაულის ჩადენისთანავე, გიორგი რიკაძე დაუკავშირდა თავის მეგობარ ანასტასია ბერუაშვილს და შეატყობინა გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია ბერუაშვილისათვის ცნობილი იყო გიგა ავალიანის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, მან ამის თაობაზე არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცველებმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. ნია იმნაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულია გიორგი მალანია და საქმე არსებითად იხილება სასამართლოში. ასევე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულია ანი ნასყიდაშვილი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“5 აგვისტოს ირაკლი ნამდვილად იმყოფებოდა საავადმყოფოში – რამდენიმე კვირით ადრე დაგეგმილ გამოკვლევაზე”

ყოფილი პარლამენტარი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.”5 აგვისტოს ირაკლი ნამდვილად იმყოფებოდა საავადმყოფოში – რამდენიმე კვირით ადრე დაგეგმილ გამოკვლევაზე. საავადმყოფოში გაატარა – ერთი საათი . არც ოპერაცია ყოფილა დაგეგმილი და არც სხვა პაციენტის დაგეგმილ ოპარაციისთვის შეუშლია ხელი…”შეგახსენებთ, დღეს “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

ბოლო სიახლეები