სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ საბავშვო ბაღში ხვალ სასწავლო პროცესი არ განახლდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ საბავშვო ბაღში ხვალ სასწავლო პროცესი არ განახლდება. ზუგდიდის მეორე საბავშვო ბაღში სწავლა კორონავირუსის გამო არ იწყება, რადგან ბაღის ძიძას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის საბავშვო ბაღს, აღნიშნულ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო ერთი კვირით გადაიდო.

ამასთან, ხვალ, დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი ინსპექტირების საბოლოო პასუხები და გაირკვევა, რეგიონში რომელი საბავშვო ბაღი ვერ აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

Comments

კომენტარები