ორშაბათი, მაისი 11, 2026

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ საბავშვო ბაღში ხვალ სასწავლო პროცესი არ განახლდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ საბავშვო ბაღში ხვალ სასწავლო პროცესი არ განახლდება. ზუგდიდის მეორე საბავშვო ბაღში სწავლა კორონავირუსის გამო არ იწყება, რადგან ბაღის ძიძას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის საბავშვო ბაღს, აღნიშნულ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო ერთი კვირით გადაიდო.

ამასთან, ხვალ, დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი ინსპექტირების საბოლოო პასუხები და გაირკვევა, რეგიონში რომელი საბავშვო ბაღი ვერ აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – 11 მაისი სამუდამოდ დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო – „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“

ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას, ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს პატრიარქ შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია.„დღეიდან საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III. ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს პატრიარქ შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია, ხელი შეუწყოს ერში სულიერების ამაღლებას, ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას, მშვიდობის შენარჩუნებას. 11 მაისი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო – „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“, – წერს კალაძე.

მიხეილ ყაველაშვილი – კათოლიკოს-პატრიარქის როლი მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია, მჯერა, რომ შიო მესამეს მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.როგორც ყაველაშვილი აცხადებს, შიო მესამეს წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება.„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. ჩვენი ეკლესიისათვის ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩევა უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი სამშობლოსა და ხალხის სულიერ ცხოვრებასთან, ერთობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან. მწამს, რომ თქვენი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება. კათოლიკოს-პატრიარქის როლი საზოგადოებაში მშვიდობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია. მჯერა, რომ თქვენი მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება. თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას. დაე, თქვენი მოღვაწეობა იქცეს მრავალი კეთილი საქმის საფუძვლად ჩვენი ეკლესიის, სამშობლოსა და თითოეული თანამემამულისთვის. გულწრფელად გისურვებთ, ღირსეულად განაგრძოთ ერის მთავარი საყრდენის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მემკვიდრეობა. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი“, – წერს ყაველაშვილი. 

ირანის ელჩი ალი მოჯანი მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს

,,ქართველი ხალხის უძველესი ტრადიციებისა და სულიერი იდენტობისადმი ღრმა პატივისცემით მსურს, განვაცხადო: უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მემკვიდრის არჩევის პროცესი ქართული საზოგადოების ინსტიტუციური სიმწიფისა და შინაგანი სიმშვიდის გამოხატულებაა. იმ ეპოქაში, როდესაც მრავალი საზოგადოება განხეთქილებისა და დაპირისპირების წინაშე დგას, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გამორჩეული როლი ამ პროცესის წარმართვაში ტრადიციის უწყვეტობის, კოლექტიური გონიერებისა და ისტორიული პასუხისმგებლობის დასტურია. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტია, არამედ ქართული იდენტობის, კულტურისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენიც. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმოადგენს ძვირფას შესაძლებლობას ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ერთიანობის, დიალოგისა და უკეთესი მომავლის იმედის გასაძლიერებლად. როგორც კულტუროსანი და დიდი სულიერი მემკვიდრეობის მქონე ქვეყნის წარმომადგენლები, ჩვენ ამ პროცესს პატივისცემითა და კეთილგანწყობით ვადევნებთ თვალს და მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებთ ბრძენ სულიერ ლიდერს, მდგრად მშვიდობასა და უწყვეტ წინსვლას. ვიმედოვნებ, რომ მეუფე შიოს არჩევა, ქართული ეკლესიის სიბრძნისა და ზომიერების ტრადიციის გაგრძელებაში, სიკეთისა და კურთხევის მომტანი იქნება ქართველი ხალხისა და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის''-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

ირაკლი კობახიძე – შიო მესამეს ვულოცავ უაღრესად საპატიო მისიაზე გამორჩევას, გვწამს, ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც განსაკუთრებული სიბრძნით ქმნიდა პატრიარქი ილია მეორე

დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.მთავრობის მეთაური უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას ულოცავს.„უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II.დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ცოტა ხნის წინ საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) შვიდი ხმა.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება.ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ გამოაცხადა.ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება ახალმა პატრიარქმა თავად მიიღო.საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს.

ბოლო სიახლეები