სადილი იზოლაციაში – მაგიდა ორ აივანზე

სადილი იტალიაში კორონავირუსის დროს” – ასე დაასათაურა იტალიურმა გამოცემა “ილ რესტო დელ კარლინომ” ფოტო, რომელიც დღეს, 29 მარტსაა გადაღებული, იტალიის სამხრეთში, ფერმოს პროვინციაში მდებარე პატარა ისტორიულ ქალაქ პორტო სან ჯორჯოში.

„პატარა ისტორიულ ქალაქებში ჯერ კიდევაა შემორჩენილი კეთილმეზობლური ურთიერთობა. სწორედ ამიტომ ამ ადამიანებისათვის განსაკუთრებით რთულია იზოლაციის პერიოდი. ადამიანებს არ შეუძლიათ ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად ისადილონ.

პორტო სან ჯორჯოში ეს პრობლემა ასე მოაგვარეს. ორ აივანზე, რომელიც ერთმანეთთან ახლოს იყო, ხის მაგიდა დადგეს. ასე სავალდებული დისტანციაც დაცული იყო, ხოლო მეგობრებმა კვირა დღეს ერთად სადილობა შეძლეს,“ – წერს გამოცემა.

იზოლაციაში სადილის ამსახველი ფოტო თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

Comments

კომენტარები