სამშაბათი, სექტემბერი 29, 2026

რომან გოცირიძე – კეზერაშვილი აკეთებს კარგ საქმეს, პოლიტიკაში არ მონაწილეობს, მელიას დააზუსტებინეთ, რა იგულისხმა

 

რომან გოცირიძის თქმით, კეზერაშვილი დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელია, რომელიც ხალხისთვის მონაპოვარია.

„დავით კეზერაშვილი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არც არასდროს ყოფილა პოლიტიკურად აქტიური. ნიკა მელია არ ამბობს, რომ კეზერაშვილი რომელიმე პარტიის წევრია. არ უნდა იყოს პოლიტიკაშიო, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ სივრცეში უნდა იყოს, იმ სივრცეში, სადაც არის. ანუ, მედიასივრცეში. ეს იგულისხმება ამ განცხადებაში.

ვიცი, რომ კეზერაშვილი არ არის პოლიტიკაში, არ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არ არის მასთან აფილირებული. ის არის დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელი, რომელიც ხალხისთვის მონაპოვარია. „იმედის“ დამფუძნებელი რუხაძე არის თუ არა „ქართული ოცნების“ წევრი? სინამდვილეში, ის კეზერაშვილისგან განსხვავებით, მართლა არის მათთან ერთად საფინანსო სექტორში თუ სამშენებლო სფეროში. ის, რომ კეზერაშვილი კრიტიკული მედიის დამფუძნებელია, შეიძლება, ვინმეს მხრიდან აღიქმებოდეს, როგორც პოლიტიკურად აქტიური“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ჟურნალისტებმა ნიკა მელიას უნდა დააზუსტებინონ, რას გულისხმობდა განცხადებაში.

„კეზერაშვილი აკეთებს კარგ საქმეს, არ მონაწილეობს პოლიტიკაში. მელიას დააზუსტებინეთ, რა იგულისხმა. ის, რომ კეზერაშვილი კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელია, შესაძლოა, ვიღაცის თვალში აღიქმებოდეს, რომ პოლიტიკასთან იყოს კავშირში. მე ასე არ აღვიქვამ. დააზუსტებინეთ მელიას, რა იგულისხმა. შესაძლებელია, განსხვავებული მოსაზრება იყოს, თუმცა არ მგონია, ნიკა მელია ამას გულისხმობდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კინწურაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება – “დედას ერთი წლის წინ დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი, საჭიროა წამლის შეძენა, რისი ღირებულებაც არის 24.000 დოლარი…“

მსა­ხი­ობ კახა კინ­წუ­რაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა ესა­ჭი­რო­ე­ბა. რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი მაშო სა­მა­დავ­ში­ლი ავ­რცე­ლებს, კა­ხას დე­დას ერთი წლის წინ და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თან­ხე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი სა­ჭი­როა წამ­ლის შე­ძე­ნა, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 24.000 დო­ლა­რი.“მე­გობ­რე­ბო, გა­წუ­ხებთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ზე. ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის დე­დას ერთი წლის წინ და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თან­ხე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა წამ­ლის შე­ძე­ნა, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 24.000 დო­ლა­რი.მჯე­რა, რომ ამ თან­ხის სა­ერ­თო ძა­ლე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბას შევ­ძლებთ. მჯე­რა, იმი­ტომ რომ არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი გვაქვს და იმი­ტო­მაც რომ ყვე­ლა ასეთ საქ­მე­ში კახა ჩემი პირ­ვე­ლი მხარ­დამ­ჭე­რია.მიმ­ღე­ბი: კა­ხა­ბერ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი#GE32BG0000000668376600#GE35TB5641945061600002,“ - ავ­რცე­ლებს სა­მა­დაშ­ვი­ლი.

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს.როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III ლოცვა კურთხევით, დაიგეგმა კათოლიკოს პატრიარქის შიო III ჩამობრძანება სხალთის ეპარქიაში ოქტომბრის თვეში, სვტისცხოვლობის შემდეგ.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა. ნათლობის მსურველები გახდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III ნათლულები.ნათლობის ჯვრებს თავის ნათლულებს პატრიარქი თავად გადასცემს საჩუქრად.ნათლობის ჩატარების დღესა და რიცხვს და დამატებით სრულ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ უახლოეს დღეებში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძე – ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომელიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კაია კალასი – ევროკავშირი იყენებს თავის ინსტრუმენტებს, რათა სირიას ინკლუზიური და მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის გზაზე დაეხმაროს, გარდამავალი პერიოდის წარმატება ევროპისთვის მნიშვნელოვანია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ სირიის გარდამავალი პერიოდის წარმატება ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.აღნიშნულის შესახებ კალასმა დამასკოში, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.„ევროკავშირი თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს იყენებს, რათა სირიას ინკლუზიური და მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის გზაზე დაეხმაროს“, – აღნიშნა კაია კალასმა.კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირსა და სირიას შორის ურთიერთობები ასადის დამხობის შემდეგ განიცდის წინსვლას.ცნობისთვის, კაია კალასს დამასკოში სირიის გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შეიბანი შეხვდა.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებითსახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითლის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ მოახერხეს.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება)  წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები