რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა

რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი მუშა მსუბუქად დაშავდა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.

“დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა.

ნგრევაში სამი დასაქმებული მოჰყვა, მათგან ორი მსუბუქად დაშავდა ხოლი ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულები ქუთაისის რეფერარულ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.

ადგილზე იმყოფებიან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ლიდერები.

შეგახსენებთ, ჩინურ კომპანიასთან დასაქმებულებს დაწყებული აქვთ კოლექტიური შრომითი დავა. შრომის უსაფრთხოების და შრომითი პირობების უხეში დარღვევის ფაქტები პროფკავშირის მხრიდან უკვე იდენთიფიცირეულია და მიმდინარეობს მედიაციის პროცესი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Comments

კომენტარები