რა საფრთხეს უქმნის სმარტფონი ბავშვებს

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა დაასკვნა, რომ იმ ბავშვებში, რომლებიც ძილის წინ სმარტფონს იყენებენ, გამოუძინებლობისა და გასუქების რისკი იზრდება. გარდა ამისა, ძლიერდება შფოთვა. ამის შესახებ MedicalXpress-ი წერს.

სპეციალისტებმა 11-12 წლის ასაკის 6616 მოზარდის გამოკვლევების შედეგები შეისწავლეს. ბავშვების 70%-ზე მეტმა თქვა, რომ ძილამდე არანაკლებ 1 საათის განმავლობაში სმარტფონს ამ სხვა მოწყობილობას იყენებდნენ.

გარდა ამისა, მათ ეკითხებოდნენ ამ პერიოდში ოთახში განათების პირობებს, ძილის საათებსა და უჭირთ თუ არა ჩაძინება.

აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც იყენებდნენ სმარტფონს ან უყურებდნენ ტელევიზორს განათებულ ოთახში, 31%-ით ხშირად ცუდად ეძინათ.

ხოლო იმ ბავშვებში, რომლებიც იმავეს უკვე ბნელ ოთახში აკეთებდნენ, ძილის დარღვევის შესაძლებლობა 147%-ით იზრდებოდა.

სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ არასაკმარისი ძილი დაკავშირებულია იმუნიტეტის დაქვეითებასთან, დეპრესიასთან, შფოთვასა და წონაში მატებასთან.

Comments

კომენტარები