რა დაგიჯდებათ ახალი წლის შეხვედრა თბილისის რესტორნებსა და ღამის კლუბებში

ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი და ღა­მის კლუ­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან და მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს გეგ­მა­ვენ.

თბი­ლი­სის რეს­ტორ­ნებ­ში სა­ა­ხალ­წლოდ ად­გი­ლე­ბის 70%-ზე მეტი უკვე და­ჯავ­შნი­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, სხვა­დას­ხვა რეს­ტო­რან­სა თუ ღა­მის კლუბ­ში ახა­ლი წლის ღა­მის გა­ტა­რე­ბა სხვა­დას­ხვა ფასი ღირს.

“ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის” მიერ გა­მო­კი­თხულ რეს­ტორ­ნებს სა­დღე­სას­წა­უ­ლო პროგ­რა­მე­ბი უკვე შერ­ჩე­უ­ლი აქვთ.

რო­გორც რეს­ტო­რა­ნი “ბა­ბი­ლო მი­უ­ზიკ ჰოლ­მა” “ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, რეს­ტო­რან­ში ად­გი­ლე­ბის და­ჯავ­შნა თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ერთი ადა­მი­ა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა ახა­ლი წლის ღა­მეს 100 დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტია, რა­შიც შე­დის სა­ა­ხალ­წლო ვახ­შა­მი და კონ­ცერ­ტის სა­ფა­სუ­რი.

რეს­ტო­რა­ნი 31 დე­კემ­ბერს 11 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა, შო­უპ­როგ­რა­მა კი პირ­ველ სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა რეს­ტო­რან “ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ში” ერთ პერ­სო­ნა­ზე 270 ლარი ღირს. სა­ფა­სურ­ში შე­დის სა­ა­ხალ­წლო ვახ­შა­მი, გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლი, ღვი­ნო და რა თქმა უნდა, სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი ვარ­სკვლა­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

Comments

კომენტარები