ხუთშაბათი, ოქტომბერი 8, 2026

რატი იონათამიშვილი- ჩვენი დროის გმირი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია ოცნება მუშაობს

,,ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია! ვულოცავ თავად ვაჟას, ჩვენი დროის გმირს, მის ოჯახს, რომელმაც ძალიან მძიმე დღეები გამოიარა. ვულოცავ სრულიად საქართველოს.
მადლობა უწყვეტი თანადგომისთვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მიხარია, რომ ჩვენ ერთად შევძელით ვაჟა ექიმის გათავისუფლება საოუკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობისგან.
#ოცნებამუშაობს”- წერს ფრაქცია ,, ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე წირვას, თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერაზე მდებარე) ტაძარში აღავლენს.„ამა წლის 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერაზე მდებარე) ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე – სიფრთხილისა და შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია – რუსეთიდან ან თუნდაც ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი

სიფრთხილისა და შესაბამისი მზადების ზომების მიღება აუცილებელია – რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე.როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 2014 წელს, მაშინ, როდესაც ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან შორს იყო, შესაბამისი მზადყოფნის ზომები მაინც გატარდა.ამასთან, განმარტა, რომ ქვეყანაში დიდი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ საყურადღებოა ის, რაც ხდება.„ჯერ გაურკვეველია, რაც ირკუტსკის ინსტიტუტთან დაკავშირებით ხდება. მოგეხსენებათ, რუსეთში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტი ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტია, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან დაკავშირებულ კვლევებში.ირკუტსკის ოლქი ბევრი ინფექციის, მათ შორის შავი ჭირისთვის, გახლავთ ენდემური რეგიონი, სადაც მიმდინარეობს დაკვირვება გადამტანებზე. მხედველობაში მაქვს მღრღნელები, რომელთაც შავი ჭირი გადააქვთ. ამ ინსტიტუტში მიმდინარეობს მუშაობა შავი ჭირის მონიტორინგზე. მიზანმიმართული მუშაობა თუ არის შავი ჭირის ე.წ. რეზისტენტულ შტამებზე, ამას ვერავინ გეტყვით და არც იტყვიან.ოფიციალური ვერსია იცით, რაც გამოქვეყნდა რუსეთის მიერ, რომ ეს ქალბატონი, რომელიც მუშაობდა ამ ინსტიტუტში, დაიღუპა დაუდგენელი გენეზის, არადიფერენცირებული გენეზის ფილტვების ანთებით. სხვადასხვა წყაროში წერია, რომ თითქოს ეჭვი მიიტანეს კორონავირუსზე და შესაბამისად, თითქოს მძიმე კოვიდით იყო გადაყვანილი საავადმყოფოში. ძალიან ბევრი წყარო ამბობს, რომ აქ იყო სწორედ ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირი, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა.შავი ჭირის დიდი უმრავლესობა გახლავთ ბუბონური... ბუბონური შავი ჭირი საკმაოდ კარგად ემორჩილება ანტიბიოტიკებით მკურნალობას და ადამიანები იკურნებიან. ბუბონური შავი ჭირის დროს სიკვდილიანობა 10%-ს არ სცილდება, ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირის დროს კი ეს ადის ძალიან მაღლა და შეიძლება 100%-მდეც ავიდეს.როგორც იცით, დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ თითქოს მეორე შემთხვევაც არის გარდაცვალების, მაგრამ არავინ ადასტურებს, მით უმეტეს თვითონ რუსეთი არ ადასტურებს ამას.აღნიშნულ ფაქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება, ასევე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სხვადასხვა უსაფრთხოების სამსახური. ეს არის ბაქტერიული დაავადება და, რადგან ბაქტერიული დაავადებაა, ანტიბიოტიკოთერაპიას, განსაკუთრებით ტეტრაციკლინის ჯგუფს, ამინოგლიკოზიდების ჯგუფს, კარგად ემორჩილება, თუ ადრეულ ეტაპზე დაისვა დიაგნოზი და ადრეულ ეტაპზე დაიწყო მკურნალობა.შავი ჭირის ენდემური კერები არსებობს ადამიანებშიც. შედარებით ბევრი შემთხვევაა აფრიკაში მადაგასკარსა და აფრიკის რიგ ქვეყნებში.ირკუტსკი მოშორებით არის ჩვენგან და არ ვიცი, პირდაპირი ფრენა არსებობს თუ არა. თუ პირდაპირი ფრენა არის ირკუტსკიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ საზღვრების კონტროლის შესახებ ზომები, რაც უკვე მიიღო ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა.რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე, ვფიქრობ, უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი. ეს ყველაფერი პროტოკოლი და ასე შემდეგ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს.2014 წელს ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში. ეს ქვეყნები ჩვენგან შორს იყო, მაგრამ შესაბამისი მზადყოფნის ზომები გავატარეთ, მაგალითად მარაგების შექმნა პირადი დაცვის საშუალებების, წამალ-მედიკამენტების და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ამას სახელმწიფო გააკეთებს.ქვეყანაში დიდი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ საყურადღებოა ის, რაც ხდება. დიდი ალბათობით, დღეს უკვე იციან შავი ჭირის პრევენცია და მკურნალობა, ანტიბიოტიკების არსებობის გამო. დიდი ალბათობით, დიდ პანდემიასთან საქმე არ უნდა გვქონდეს, მაგრამ საყურადღებოა და შესაბამისი მზადყოფნის რეჟიმთან დაკავშირებული პროტოკოლები უნდა იყოს დამუშავებული, რაც არსებობს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან რეზოლუციას “საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”.ხუთი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის ერთობლივ პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს.რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ფუნქციონალური პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის განუყოფელი სვეტია და სასამართლო საშუალებებით ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება შეუსაბამოა დემოკრატიასთან. რეზოლუციაში ევროპარლამენტი:„აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, ანადგურებს რეჟიმის წინა ნარატივს თითქოს სამიზნე მხოლოდ “ბოიკოტში მყოფი” პარტიებია. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიასი, და ყველა იმ პირის, ვინც მშვიდობიანი პროტესტისთვის დააპატიმრეს; მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს პოლიტიკურად მოტივირებულ “საბოტაჟში” ბრალდებები; მოწოდებით გამოდის, გაწვეულ იქნას დებულებები, რომლებიც არაპროპორციულ აკრძალვებს უშვებს პარტიებისა და პირების წინააღმდეგ, ვინც ასოცირებული არიან აკრძალულ პარტიებთან; გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად; მოწოდებით გამოდის, დასრულდეს ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის ხელის შეშლა; სინანულს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედებების მუდმივი არარსებობის გამო, რათა ხელშესახები შედეგები შექმნან საქართველოში სულ უფრო მძიმე ვითარებისთვის; ხელახლა იმეორებს თავის მოწოდებას პერსონალური სანქციებისა და სავიზო აკრძალვების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ; ხელახლა იმეორებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი თავის მხარდაჭერას; იმეორებს თავის არაერთხელ გაჟღერებულ გაფრთხილებას, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს და გამორიცხავს ნებისმიერ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ; ავალებს თავის პრეზიდენტს, რომ რეზოლუცია გადასცეს საბჭოს, ევროკომისიას, უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს თვითდანიშნულ მთავრობას”, - ნათქვამია რეზოლუციაში.რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან ევროპის სახალხო პარტიის (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D), ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR), „რინიუ ევროპისა“ (Renew) და მწვანეების/ევროპული თავისუფალი ალიანსის (Greens/EFA) წარმომადგენლები.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 2026 წლის 7 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.„გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა. ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

პაატა ბურჭულაძე – ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა

ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა. ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოქვეყნდა.პაატა ბურჭულაძის თქმით, მხარდაჭერას უცხადებს „არა მხოლოდ სინდისისა და პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ არამედ გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს, ყველა პატიმარს, ვინც რეჟიმის ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია“.„მინდა, გამოვეხმაურო 4 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ კრებაზე დაკავებულების, საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლების საკითხს, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.ყველა სასამართლო პროცესზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე ვარ ამ ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი და სხვა არავინ. ვამაყობ ამ დღით და მისი ისტორიული მნიშვნელობით. მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩვენი ერთობისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამაგალითო დღე, რომელმაც მიძინებული წინააღმდეგობა გამოაღვიძა და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ პროტესტი არსად არ გამქრალა და რომ კვლავ ვიბრძვით და „ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.ბრძოლას ყოველთვის სჭირდება თავგანწირვა. არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური პატიმარი სინანულით იხსენებდეს იმ დღეს. პირიქით, ვიცი, რომ ისინი ამაყობენ და ბედნიერები არიან, რადგან იბრძოდნენ და იბრძვიან სამშობლოს განთავისუფლებისთვის. ხოლო, ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას. მითუმეტეს, ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა.ჩემი მხარდაჭერა არა მხოლოდ სინდისისა და პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს, ყველა პატიმარს, ვინც რეჟიმის ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია! რეჟიმი დაშლის პირასაა და გამარჯვება გარდაუვალია! მთავარია, ვიყოთ ერთად და არ გავთითოკაცდეთ! მეამაყება, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ! გაუმარჯოს დაუმონებელ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოს“, – წერს პაატა ბურჭულაძე.

ბოლო სიახლეები