შაბათი, ოქტომბერი 17, 2026

რატი იონათამიშვილი- უბინძურესი კამპანია მიდის ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელშიც უკვე დღეს ქვეყნის #1 კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო

,,უბინძურესი კამპანია მიდის ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელშიც უკვე დღეს ქვეყნის #1 კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. სრულიად უსაგნოდ და უარგუმენტოდ, დანაშაულის დაფარვაზე ის დამნაშავე მიუთუთებს სხვას, რომელიც გირგვლიანის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს, სისტემური დანაშაულის დაფარვაში ყავს მხილებული. ევროპული სასამართლო მაშინ გაოგნებული იყო “შეთანხმებული მოქმედებით იმისთვის, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”. სააკაშვილი არის ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც სტრასბურგს მსგავს მძიმე დანაშაულში სახელობით ყავს მოხსენიებული. თუ ვინმე, ან რამეა სირცხვილი ამ ქვეყანაში, ეს უდაოდ არის მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური, ანტიქართული და ანტიდასავლური ორგანიზაცია.

როგორც ჩანს, პანიკაშია მთელი ნაცკლასტერი, რადგან ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა არ აქვთ, ქვეყნის გარეთ ხან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტმანეტს, ხან სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს და ხან გერმანიის სახელმწიფოს ესხმიან თავს. ერთადერთი, რაც კარგად იციან და რასაც ვერ წაართმევ – ცილისწამებაა.

#მიშამთავარისირცხვილია
#ნაცობატეხავს-წერს ,,ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პირდაპირი ან ირიბი დახმარება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პირდაპირი ან ირიბი დახმარება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შედეგად მიღებულ დასკვნებშია ნათქვამი.„ევროპული საბჭო ხელახლა მოუწოდებს ყველა ქვეყანას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის ნებისმიერი დახმარება, პირდაპირი თუ ირიბი, და განსაკუთრებით ორმხრივი დანიშნულების საქონლისა და კომპონენტების მიწოდებით. კონკრეტულად, ის მკაცრად გმობს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების ჩართულობას უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისევე როგორც სამხედრო დახმარებას, რომელსაც რუსეთს, სხვებთან ერთად, აწვდიან ირანი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა", - ნათქვამია ევროპული საბჭოს დასკვნებში.

დონალდ ტრამპი – უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია, არა მგონია რომ ეს ილონ მასკი იყო – როგორც მესმის, ახლა ყველაფერი ისევეა, როგორც იყო

უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი სიტყვები გამოცემა Bloomberg-ს მოჰყავს.კერძოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ Starlink-ის ე.წ. „სამხედრო პაკეტის“ - Starshield-ის - უკრაინისთვის შეზღუდვის ბრძანება არ გაუცია და მას ასევე არ მიაჩნია, რომ ეს ილონ მასკმა გააკეთა.„ეს მე არ გამიკეთებია და არა მგონია რომ ეს ილონი იყო. არ ვიცი ვინმე სხვა თუ იყო. როგორც მესმის, ახლა ყველაფერი ისევეა, როგორც იყო,” - განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, აქამდე მედია ინფორმაციას ავრცელებდა, რომ Starshield-ის სატელიტური სისტემის შეზღუდვის ბრძანება, რომელსაც უკრაინა ბრძოლის ველზე კავშირისთვის და დრონების მართვისთვის იყენებს, თეთრი სახლიდან იყო გაცემული.

სოფიო ხორგუანი – როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მივა და იტყვის: „ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ მამა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს“ – ვიღაცას დატუქსავს, ვიღაცას...

პატარა ბიჭები ძალიან გაერთნენ თავიანთ არასერიოზულ თამაშებში. როგორც ჩანს, აქამდე მიიყვანეს საქმე - „ბატონო ბიძინა, მიშველე, მომხედე“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რითაც 17 ოქტომბერს დაგეგმილ უმრავლესობის სხდომას ეხმაურება, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი „გუნდის დაშოშმინებას“ შეეცდება.„კირცხალიას არ აღიარებენ უმრავლესობის ლიდერად. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი შეეცდება დააშოშმინოს გუნდი. გუნდში რომ ერთგვაროვნება არ არის, ეს ეტყობა ყველაფერს. ვარაუდებს კი არ ვლაპარაკობ, ეს ეტყობა ყველაფერს, დაპირისპირება გარეთაა გამოსული. კიდევ რომელი 1-ელი ოქტომბერი გახსენდებათ, მოლოცვის გარეშე რომ დაგვტოვეს? პარტიას რომ ზარ-ზეიმით არ მოელოცა, დითირამბებით საკუთარი თავი არ შეემკო, ასეთი რამე გახსენდებათ? როგორ ფიქრობთ, რატომ არ გახსენდებათ? როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი მივა და იტყვის: ხომ არ დაგავიწყდათ, ვინ არის აქ მამა, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. ვიღაცას დატუქსავს, ვიღაცას წაახალისებს“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სოფიო ხორგუანის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი სამიზნე პარტია „გახარია საქართველოსთვისაა“.ხორგუანის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყება „ფეხების ბაკუნს ჰგავს“ დასავლეთის წინაშე.„ჩვენს გამო ხდება ეს ყველაფერი. შარშან შეიტანეს ეს სარჩელი, 28 თუ 29 ოქტომბერს, ჩვენ რომ შევედით პარლამენტში, იმ დღეს შეიტანეს. ერთი წლის განმავლობაში არავის არ გახსენებია, არცერთ „ოცნების“ მოლაპარაკე თავს არ გახსენებია. თუ ერთი წლის განმავლობაში ეს სარჩელი იქ არის, რატომ არავის გაახსენდა, რატომ არ გვაქვს შედეგი, „ოცნების“ რომელიმე ლიდერისგან ამ თემაზე საუბარი გახსოვთ? ახლა უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენ დაგვამატეს და კი არ აითვალეს, ერთი წელი და ცხრა თვე, ახლა უცბად უნდა ჩავნიშნოთ სხდომებიო.შიგნით ამას გაყიდიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დავამარცხე, ხოლო გარეთ ყველას ეუბნება, რომ მე საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზრი, აი, საპარლამენტო პარტიას ვაუქმებ. თუ გინდათ, მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვართ. ეს ფეხების ბაკუნს ჰგავს“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

რომის პაპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა

რომის პაპმა, ლეო XIV-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Vatican News წმინდა საყდრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.აღინიშნება, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს რომის პაპმა გამოთქვა „მისი ღრმა წუხილი ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე“ და რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.„საუბრის დროს, წმინდა მამამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა, რათა შესაძლებელი გახდეს საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდება, და მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობითი და უსაფრთხო ევაკუაცია.საბოლოოდ, წმინდა მამამ ხელახლა დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, ხერსონის ოლქის ქალაქი ოლეშკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდანაა ოკუპირებული. 2026 წლის მაისიდან ქალაქში საკვები პროდუქციის მიწოდება ვერ ხერხდება, ხოლო რუსული არმია მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის შესაძლებლობას არ აძლევს. უკრაინის მონაცემებით, ოლეშკიში რუსული ბლოკადის პირობებში 6 ათასი ადამიანი იმყოფება.

ზურაბ ჯაფარიძე – რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით ჩართული იყო საჯარო...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით ჩართული იყო საჯარო ცხოვრებაში. ვის/რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს ტოვებს ივანიშვილის ოჯახური კლანი პოლიტიკურ ველზე, შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.როგორც ჯაფარიძე წერს, მნიშვნელოვანია სურათის სწორად დანახვა, რათა მცდარი მოლოდინები არ შეიქმნას და ასევე მნიშვნელოვანია ბრძოლის ყველგან და ყველა ფორმით გაგრძელება, სადაც ეს იქნება შესაძლებელი.„მცდარი შეფასებები და მცდარი მოლოდინები სახიფათოა. „პარტიების აკრძალვა” - მცდარი შეფასებაა, რომელიც მცდარ მოლოდინებს აჩენს. თუ ერთობლიობაში შეხედავთ საკონსტიტუციოში გაგზავნილ სარჩელს, პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებსა და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს. შედეგი იქნება შემდეგი:2024 წლის „არჩევნებში” მონაწილე (გამარჯვებული) ოთხივე კოალიციის/პარტიის ლიდერებიდან ყველა იქნება ციხეში ან საზღვარგარეთ;იგივე ოთხი კოალიციის/პარტიის სიებში მყოფებს, ყველას, 600 ადამიანს, დე-ფაქტო აკრძალული ექნებათ პოლიტიკური საქმიანობა + „ფედერალისტებსაც“;უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში სამოქალაქო სექტორში მომუშავეთ, ყველას, ვისაც ერთხელ მაინც მიუღია უცხოური ორგანიზაციისგან გრანტი/ხელფასი, ასევე, დე-ფაქტო აკრძალული ექნებათ პოლიტიკური საქმიანობა (არ ვიცი რამდენი ათასეული თუ ათეულ ათასეულია ამ ჯგუფში);თუ ვინმე ეცდება გააკეთოს ახალი პარტია, სადაც თუნდაც ერთი ადამიანი მოხვდება იმ 600-იდან ან ამ ათასეულებიდან (თუ ათობით ათასეულებიდან), ეგ პარტიაც აიკრძალება;ზოგადად, თუ რეალური საფრთხე გახდი ივანიშვილის ოჯახური კლანისთვის - აიკრძალები და/ან გისოსებს მიღმა აღმოჩნდები;ეს ყველაფერი ასე ექსპლიციტურად არ წერია; ვიღაცებზე, ვინც თავს დაუხრის და/ან დემოკრატიის სურათის დახატვაში დაეხმარება, შეიძლება გამონაკლისებიც დაუშვას, მაგრამ ერთობლიობაში ამ სურათისკენ მიდის ივანიშვილი/მიდიან რუსები.ასე რომ, რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის საკმაოდ დიდ ჯგუფს, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რაიმე ფორმით ჩართული იყო საჯარო ცხოვრებაში.ამ სურათის დანახვა მნიშვნელოვანია.ვის/რომელ პოლიტიკურ ჯგუფებს ტოვებს ივანიშვილის ოჯახური კლანი პოლიტიკურ ველზე, შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ.თეთრ ცხენზე ამხედრებული მხსნელი, რომელსაც ექნება საკმარისი ქარიზმა, გამბედაობა, პოლიტიკური კაპიტალი და ხალხის ურყევი ნდობა და რომელიც განგმირავს გველეშაპს, საიდან უნდა გამოჩნდეს თუ ბოლო წლების განმავლობაში საჯარო ცხოვრებაში არაფრით დაინტერესებულა, არაფრით შეწუხებულა და არაფერი უკეთებია, მე არ ვიცი (მაგრამ შეგიძლიათ გააგრძელოთ ლოდინი, ვინც აქ იპოვეთ თავშესაფარი)ამის შეჩერება და ბოროტი სისტემის ჩამოშლა შესაძლებელიაამისთვის საჭიროა რომ:სურათი სწორად დავინახოთ და მცდარი მოლოდინები არ გვქონდეს;გოდებას შევეშვათ (ამაზე გაცილებით უარესები გადაუტანია ხალხს და ამათზე გაცილებით ძლიერები დაუმარცხებიათ);გავაგრძელოთ ბრძოლა ყველგან, სადაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია.25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თსუ-სთან”, - წერს ჯაფარიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

ბოლო სიახლეები