საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სამართლიანობის აღდგენის შესახებ მაკა ასათიანის განცხადებას ეხმაურება.
„როდესაც მომჩივან მხარეს აქვს იმის განცდა, რომ სამართლიანობა აღდგა და ამ სამართლიანობის აღდგენა არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის მხოლოდ მისასალმებელი და ძალიან კარგი პრაქტიკა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადი იყოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ.
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12-წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანმა დღეს განცხადება გაავრცელა.