რატი ბრეგაძე: „ჩვენ დავიწყეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპაციას და იმ ნაბიჯებს, თუ როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით“

Read Time:26 Second

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში ისაუბრა სამინისტროს საჯარო ლექციების კურსზე, რომელიც ოკუპაციას, საქართველოს სუვერენიტეტის სამართლებრივი დაცვის გზებსა და ევროინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებს შეეხება.

„2022 წელს, დამოუკიდებლობის დღეს, სიმბოლურად ჩვენ დავიწყეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპაციას და იმ ნაბიჯებს, თუ როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით. ეს ლექციები გრძელდება წარმატებით სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე, 2023 წლიდან საჯარო ლექციები დავიწყეთ ევროინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებზეც, რათა საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, თუ რა სამართლებრივი და პრაქტიკული ეტაპების გავლა უწევს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძემ სტუდია „იუსტიციის“ პროექტზე პარლამენტში ისაუბრა
Next post მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხება ვიოლა ფონ კრამონს, გზას როდის გააკეთებენ თბილისში?! ისინი ახლა ფიქრობენ, გაისად არჩევნებთან დაკავშირებით ამბოხი მოახდინონ და მაინც და მაინც იმ დროს არ იყოს გადათხრილი პარლამენტის წინა ტერიტორია