
რატი ბრეგაძე: „ჩვენთვის წამება არის წითელი ხაზი. არავის მივცემთ უფლებას, სახელმწიფოს მსგავსი დანაშაულის ჩადენა დააბრალოს“
რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მსგავსი განცხადებები ტყუილია და ამორალურ საქციელს წარმოადგენს.
„სრულიად უსაფუძვლოდ, ამორალურად გვაბრალებენ იმას, რომ ადამიანი ვაწამეთ და ამის საფუძველზე მას ჩამოუყალიბდა გარკვეული დაავადებები. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, არის ძალიან დიდი ტყუილი და როდესაც სახელმწიფოს გაბრალებენ, ეს არის წითელი ხაზი, რომ ვინმე აწამე. თან ვინ გვაბრალებს? – გვაბრალებს ის, ვინც ციხეში ადამიანებს აწამებდა, და ამ საკითხზე არის არა ერთი, ათეულობით განაჩენი დამდგარი და ამის გამო ადამიანები დღეს სასჯელს იხდიან, ვინც აწამებდა. ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი და ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ არავის მივცემთ ამის უფლებას და შესაძლებლობას, სახელმწიფოს დააბრალონ მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან თანამშრომლობის ინიციატივები განიხილა
შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობისათვის სამომავლო ინიციატივები განიხილა, რაც მიზნად ისახავს, ერთი...
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პირს ბრალდება წარუდგინა
აქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...
მანანა ვაზაგაშვილი „კორტების სპეცოპერაციაზე“: სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს იყო მიზანმიმართული მკვლელობა, უდანაშაულო ბიჭები დახოცეს და ოჯახები გაანადგურეს
„კორტების სპეცოპერაციის“ დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამიდა მანანა ვაზაგაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოჯახისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა....
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ერთ კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, ლ.მ.-ს ხელბარგის დეტალური დათვალიერების...
რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ „კორტების სპეცოპერაცია“, რომლის დამგეგმავები და განმახორციელებლები თითქმის გმირებად შერაცხეს, იყო მიზანმიმართული მკვლელობა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა ქართველი ხალხი, რომ „სპეცოპერაცია“, რომლის დამგეგმავები და განმახორციელებლები თითქმის გმირებად...
რატი ბრეგაძე „ვივამედის“ განცხადებაზე: ეს არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ
რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის გარემოცვა მიზანმიმართულად ცდილობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს. როგორც იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი...