სამშაბათი, ივლისი 7, 2026

რატი ბრეგაძე: „ჩვენთვის წამება არის წითელი ხაზი. არავის მივცემთ უფლებას, სახელმწიფოს მსგავსი დანაშაულის ჩადენა დააბრალოს“

რატი ბრეგაძე  მიხეილ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მსგავსი განცხადებები ტყუილია და ამორალურ საქციელს წარმოადგენს.

„სრულიად უსაფუძვლოდ, ამორალურად გვაბრალებენ იმას, რომ ადამიანი ვაწამეთ და ამის საფუძველზე მას ჩამოუყალიბდა გარკვეული დაავადებები. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, არის ძალიან დიდი ტყუილი და როდესაც სახელმწიფოს გაბრალებენ, ეს არის წითელი ხაზი, რომ ვინმე აწამე. თან ვინ გვაბრალებს? – გვაბრალებს ის, ვინც ციხეში ადამიანებს აწამებდა, და ამ საკითხზე არის არა ერთი, ათეულობით განაჩენი დამდგარი და ამის გამო ადამიანები დღეს სასჯელს იხდიან, ვინც აწამებდა. ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი და ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ არავის მივცემთ ამის უფლებას და შესაძლებლობას, სახელმწიფოს დააბრალონ მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – რუსეთ -უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს, პრეზიდენტ პუტინს სურს მისი დასრულება

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთ -უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს.ტრამპს კითხვა დაუსვეს კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც მასა და ვლადიმერ პუტინს შორის 4 ივლისის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა.„ვფიქრობ პუტინი ზეწოლას არ გრძნობს. მას სურს ომის დასრულება და უკრაინასაც სურს დასრულება. მოლაპარაკებებში ვართ და ვნახოთ, თუ დავასრულებთ ამ საშინელებას. ვფიქრობ, უფრო ახლოს ვართ მიზანთან, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. პრეზიდენტ პუტინს სურს ომის დასრულება. ამას მტკიცედ ვამბობ“, – განაცხადა ტრამპმა.

ვაჟა-ფშაველას მეტროსთან სამშენებლო ობიექტზე მიწა ჩამოიშალა

ვაჟა-ფშაველას მეტროსთან, სამშენებლო ობიექტზე, საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მიწა ჩამოიშალა. კადრებს "ფეისბუქ გვერდი" "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან.ძლიერი წვიმის გამო პრობლემები თბილისის სხვადასხვა უბანშიც დაფიქსირდა. დაიტბორა ქუჩები მათ შორის დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში, გლდანში.

ახალი რეგულაცია, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოიცა, რომლითაც  განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.„მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო –  ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განხორციელებენ.სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული.დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა  300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას.შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლები მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი. „თამარ ბერუჩაშვილი ასევე იკავებდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს. 2022 წლიდან გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, კოლეგებსა და სტუდენტებს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ბატონ სანდრო ლაშხს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული მეცნიერების, მათემატიკური სკოლისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული მათემატიკისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ალექსანდრე ლაშხის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის სტუდენტებს.ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები