
რატი ბრეგაძე: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები ადამიანის უფლებების რეალიზაციასა და მართლწესრიგის დაცვაზე იქნება მიმართული
რატი ბრეგაძის განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს, რომელიც ახალი აღმკვეთი ღონისძიების – გადაადგილების შეზღუდვის შემოტანას ისახავს მიზნად, იუსტიციის სამინისტროს სრული მხარდაჭერა ექნება.
„ეს იქნება ეფექტიანი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული და ხარჯთეფექტური ღონისძიება და ბუნებრივია, მას ექნება იუსტიციის სამინისტროს სრული მხარდაჭერა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტში და დარწმუნებული ვართ, ახალი კანონი მიმართული იქნება ადამიანის უფლებების რეალიზაციასა და მართლწესრიგის დაცვაზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. ცვლილების მიზანი ახალი აღმკვეთი ღონისძიების – გადაადგილების შეზღუდვის შემოტანაა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით უნდა განხორციელდეს.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ტყუილებზე დაფუძნებული აღქმებით ახალგაზრდები საპროტესტო მოძრაობებში ჩართონ
ერთი რამ მკაფიოდ უნდა ვთქვათ - გრიგორიადისის მხარდაჭერა და მისი გათავისუფლების მცდელობა არის სიგნალი და ერთგვარი მესიჯი ახალგაზრდების კრიმინალში ჩართულობის...
მამუკა მდინარაძე: ამ პოზიტიურ სიახლეს – ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხს ბუნებრივია, პარლამენტში ჩვენი მხარდაჭერა ექნება
მიმდინარე კვირის დღის წესრიგი იყო მთავარი საკითხი, სადაც თავის მხრივ მთავარი თემა იყო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი, - ამის შესახებ...
ალუდა ღუდუშაური თინა ბოკუჩავაზე: მორალი წაუკითხოს საკუთარ პარტიაში ვაშაძეებს და იმას, ორი წელია ხან ქართული რომ ავიწყდება და ხან ფრანგული
შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედების შესახებ კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა...
მამუკა მდინარაძე: შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გასაცემად, რასაც გარედან თუ შიგნიდან ის ადამიანები გვახვევენ, რომლებსაც განზრახული აქვთ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა
შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გასაცემად, რასაც გარედან თუ შიგნიდან ის ადამიანები გვახვევენ, რომლებსაც განზრახული აქვთ საქართველოში...
ნიკა გვარამია: ხელისუფლების ამოცანაა სტატუსი არ მივიღოთ – ყველა ამგვარი გადაწყვეტილება მოსკოვში მიიღება
სტატუსის შემაკავებელი ეფექტი დემოკრატიის ნგრევის, სახელმწიფოს მიტაცების, რუსეთისკენ გეოპოლიტიკური სვლის და სხვა მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ, რუსული ავტორიტარიზმის პირობებში უკიდურესად დაბალია,...
არჩილ თალაკვაძე და სალომე ქურასბედიანი გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის პრეზიდენტს და პოლიტიკის პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრმა სალომე ქურასბედიანმა გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BASK) პრეზიდენტ, ელჩ ეკერჰარდ ბროზესთან,...