რატი ბრეგაძე: “პენიტენციური კოდექსი შემუშავდა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით“

Read Time:37 Second

პენიტენციური კოდექსის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ისაუბრა.

„ეს კოდექსი შემუშავებული იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და მის შემუშავებაში ჩართული იყო სახალხო დამცველის ინსტიტუტი. არავინ ელოდა, რომ ამ ტიპის კოდექსის შემუშავება ასეთ მოკლე დროში იქნებოდა შესაძლებელი – სულ რაღაც 4 თვეში ჩვენ დავასრულეთ მასზე მუშაობა და  90%-ზე მეტი რეკომენდაციებისა ავსახეთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კოდექსის მიღების შემდგომ:

Ø  ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება;

Ø  ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო;

Ø  ყველა მსჯავრდებულს ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება;

Ø  გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;

Ø  პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს;

Ø  პენიტენციურ სისტემაში გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე;

Ø  მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჟურნალი „იუსტიცია“ და აკადემიური დისკუსია სამართლებრივ საკითხებზე – რატი ბრეგაძეს პარლამენტში უსმენენ
Next post სამთავრობო კომისიის სხდომაზე მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს