
რატი ბრეგაძე: „ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ ასეთი მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა“
იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ციხეებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპულ ორგანიზაციასთან (EuroPris) გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც თბილისში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებზე. მასში 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.
„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ ასეთი მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა; მიღებულ იქნა თბილისის დეკლარაცია, რომელიც წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელო დოკუმენტს მთელი ევროპის მასშტაბით მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესის მართვაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც მამას ძაღლი მე-8 სართულიდან გადაუგდო – სასტიკი დანაშაულისთვის მას 4 წლიანი პატიმრობა ემუქრება
შვილმა მამას ძაღლი მერვე სართულიდან გადაუგდო. 10 წლის როტვეილერი მოკვდა. შემთხვევა თბილისში, სამგორის რაიონში მოხდა. ჩადენილი დანაშაულისთვის, 28 წლის შვილი...
ინტიმური კადრები მუქარით გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაუვრცელეს – 12 წლის მოზარდის მძიმე ისტორია
12 წლის ბავშვის მძიმე ისტორია სოციალურ ქსელში დაიწყო. მას ინტიმური კადრები მუქარით გადაუღეს და გაუვრცელეს. ბავშვის შიშველი ფოტოები ჯერ დედას,...
ცოლ-ქმარი ტყეში წაიყვანეს და გაკოჭილები მანქანაში დატოვეს – ქურდობა აბაშაში
აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ სეფიეთიდან ბაზარში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები დახვდნენ. ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ და შუახნის...
საგარეჯოში, მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, ხოლო მის...
რატი ბრეგაძე: „ამნისტია უკანონოდ აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლების რეალიზებას“
ამნისტიის მასშტაბური პროექტის მიზნებზე, რომელიც საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს ეხება, მთავრობის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა: „ჩვენი ხელისუფლება არის ორიენტირებული ადამიანის ღირსებასა და მისგან მომდინარე ყველა უფლებაზე და, შესაბამისად, საკუთრების უფლების სრული მასშტაბით უზრუნველსაყოფად, ასევე, უკანონო მშენებლობიდან მომდინარე რისკების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, – განმარტა რატი ბრეგაძემ. დღეისათვის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მიეთითება, რომ შენობა-ნაგებობა სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა. შესაბამისად, საკუთრების უფლება მათზე ხარვეზიანია; მფლობელები კი, საკუთრების დემონტაჟისა და დაჯარიმების საფრთხის წინაშე დგანან. ამნისტია მილონზე მეტი მოქალაქის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება, რომლებიც ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2024 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება აშენებული და არ გავრცელდება სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებულ ინდივიდუალურ სახლებზე. მათი მფლობელები ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლის გარეშე დაარეგისტრირებენ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს საჯარო რეესტრში და შეძლებენ საკუთრების უფლების სრულად რეალიზებას. ამნისტიის კანონი არ იმოქმედებს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე. მათი რეგისტრაციისათვის კვლავ საჭირო იქნება კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არსებობა.
რატი ბრეგაძე: „საერთაშორისო სასამართლოებში ყველა გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა მიღწეული“
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესახებ ისაუბრა. „საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა არის იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ამ...