სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026

რატი ბრეგაძე: „ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას“

„ჩვენ როგორც მრავალგზის განვაცხადეთ, ვეყრდნობით ექიმების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების უსაფუძვლო გამონათქვამებს. ექიმმა, ბატონმა ჩხაიძემ, განაცხადა შემდეგი, რომ პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა, ვციტირებ, და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს; ასევე, მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.  რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად იმის მტკიცებულება, როდესაც ადამიანს ესაჭიროება პარენტერალური კვება, და უფრო გასაგები რომ გახდეს, ეს რას გულისხმობს, ეს არის ინტრავენური გადასხმა იმ ნივთიერებების, რომელიც ესაჭიროება პაციენტს; ეს შესთავაზეს მას ექიმებმა, თუმცა, მან ეს არ გაიკეთა. ამავდროულად, საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ამ პროცედურის ჩატარება არათუ პალატაში, საავადმყოფოში, არამედ სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. ასევე, ისიც მხედველობაშია მისაღები, რომ ეს ადამიანი შერჩევითად იკეთებს გარკვეული  მედიკამენტების გადასხმას და ზოგ რამეზე ამბობს უარს. ერთი რამ არის ფაქტი, რომ ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კერძო თვითმფრინავის კატასტროფას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მათ შორის ცოლ-ქმარი, ორი მცირეწლოვანი შვილით და ბავშვების ძიძა

აშშ-ის ფლორიდის შტატში, პალმ-ბიჩის ოლქში, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებელი ადამ რობინსონი, მისი მეუღლე ჰელენ შარპი და მათი შვილები - ოთხი წლის ემა და ორი წლის ჩარლი.ტრაგედია 2026 წლის 1 ნოემბერს მოხდა. „ლირჯეტ 60“-ის ტიპის თვითმფრინავი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინიდან ბაჰამის კუნძულებისკენ მიფრინავდა, როდესაც ფლორიდაში, გრინაკრესის მახლობლად, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა.კატასტროფამდე ეკიპაჟმა ყინვისა და ტურბულენტობის შესახებ განაცხადაწინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა ფრენის დროს საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურს აცნობა, რომ თვითმფრინავზე ყინული გროვდებოდა და ზომიერ ტურბულენტობას აწყდებოდნენ. ეკიპაჟმა უფრო მაღალ სიმაღლეზე ასვლის ნებართვაც ითხოვა, თუმცა მალევე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.გამომძიებლების განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ თვითმფრინავმა მიწაზე დაცემამდე შესაძლოა დაშლა დაიწყო. აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო კატასტროფის მიზეზებს იკვლევს. ამ ეტაპზე ამინდის პირობების შესაძლო გავლენა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს.ვინ იყვნენ დაღუპულები?ადამ რობინსონი ტექნოლოგიური მეწარმე იყო. იგი კომპანიების Retention.com-ისა და RB2B-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლდათ. მისი საქმიანობა ბიზნესებისთვის ვებსაიტების ვიზიტორების იდენტიფიცირებისა და მათთან დაკავშირების ტექნოლოგიებს უკავშირდებოდა.მისი მეუღლე, ჰელენ შარპი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო Influential PR-ს ხელმძღვანელობდა და კერამიკულ ხელოვნებასაც მისდევდა.ოჯახის ახლობლებმა დაღუპულთა შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ადამი და ჰელენი ერთგული მშობლები იყვნენ და მათი შვილები მათი ცხოვრების მთავარი სიხარული გახლდნენ.თვითმფრინავში ოჯახის მეგობრები, რეიჩელ რიდი და ჩარმი ფერი, ასევე ბავშვების მომვლელი ანიტა მარია სეტინაც იმყოფებოდნენ. დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრიც.კატასტროფის გამოძიება გრძელდება. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, რა ვითარებაში დაკარგა თვითმფრინავმა მართვა და რა როლი ითამაშა ამინდის პირობებმა ტრაგედიაში.

ადვოკატი – წამება გამოიხატა იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აიძულებდნენ, გამოძიების დაწყებამდე ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია – ის გამორიცხავს, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი...

ჩვენ ვასაბუთებთ, რომ წამება გამოიხატა იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აიძულებდნენ, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე ეღიარებინა ისეთი დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია , - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.ადვოკატის თქმით, გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია გამოძიების წინაშე დაასაბუთოს, თუ როგორ, რა გზით და ვისგან მომდინარეობდა აღნიშნული.ბარათაშვილის განმარტებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის წინააღმდეგ აღნიშნული საქმის ორგანიზებაში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას გამორიცხავს.“წამებასთან დაკავშირებით რომ გავაკეთეთ განცხადება, მოგახსენებთ, რაში მდგომარეობს წამება - საქართველოს სისხლის სამართლის 144-ე პრიმა მუხლი გახლავთ წამება და წამებაში მოიაზრება არა მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედება ერთი პირისა მეორეს მიმართ, არამედ ფსიქიკური და მორალური ზემოქმედება, რომელიც აღნიშნული პირისაგან მიზნად ისახავს რაიმე აღიარების მიღებას. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვასაბუთებთ, რომ წამება გამოიხატა იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აიძულებდნენ, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე ეღიარებინა ისეთი დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია.მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ მას შეუგზავნეს წერილი გარკვეული პირების დავალებით და სთხოვდნენ, ეღიარებინა ბრალი ისეთ დანაშაულში, რომელიც შეეხებოდა კორუფციას, ქრთამის აღებას, შემდეგ სთავაზობდნენ, რომ ის სასჯელი, რომელსაც პირველ საქმეზე იხდიდა, ამ სასჯელს შთანთქავდა და ეს იქნებოდა მისთვის შეღავათი.მისი განცხადებიდან ირკვევა, რომ მან ამის შესახებ უარი განაცხადა. შემდეგ ირკვევა, რომ 20 აგვისტოს დაუკითხავთ ვასილ მხეიძე და 21 აგვისტოს დაკითხეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე. შემდეგ ჩამოაყალიბეს ბრალდება ქრთამის აღებაზე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. არცერთი ახალი მოწმე, არცერთი ახალი წერილობითი მტკიცებულება და არცერთი სხვა რამ ამ საქმეში არ არის ჩადებული.ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მას შეუძლია გამოძიების წინაშე დაასაბუთოს, თუ როგორ, რა გზით და ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი, ვინ ვის გადასცა ეს წერილი, რომ მას აიძულებდნენ, ეღიარებინა ბრალდება ისეთ დანაშაულში, რომელიც მას არ ჩაუდენია. ანუ ეს ორი საქმე - ერთი, რომელზეც დააკავეს და მეორე, რომელიც საქალაქო სასამართლოში ახლა მიმდინარეობს ერთმანეთთან არის დაკავშირებული.ის, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, ამას ირაკლი ღარიბაშვილი გამორიცხავს. მას ჩემთვის არ მოუცია უფლებამოსილება, რომ ამ საქმის უკან მდგომი ადამიანის შესახებ გავაკეთო განცხადება. თუმცა, აცხადებს, რომ ამის შესახებ გამოძიებას მოახსენებს”, - განაცხადა ადვოკატმა.

ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობის კანონი ძირითადად უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში ვერ იქნება

შემიძლია, მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.კითხვაზე, როგორ აპირებს ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათ სთავაზობს ღია და საჯარო დისკუსიას.„მე იურისტი ვარ და, როგორც იურისტს, შემიძლია, მტკიცედ განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა სრულად შეესაბამება სამართლებრივ და ევროპულ სტანდარტებს. ვთავაზობთ მათ გულწრფელ, ღია და საჯარო დისკუსიას, მაგალითად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნება მომეცით, ამ კანონზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება. ამ კანონში გათვალისწინებული მთავარი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენაა. სულ ეს არის. კანონი არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული, ფინანსური ჯარიმები. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს. იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენის მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სამართლებრივ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში. თუმცა ევროპელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ ასეთი კანონმდებლობა არ უნდა მიგვეღო“, – განაცხადა პრემიერმა.

ტოპ-3 ავტომობილი, რომელიც საქართველოში ბოლო 3 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით დარეგისტრირდა

2026 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 010 195 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ხდება ცნობილი.სტატისტიკის მიხედვით, 2 მილიონზე მეტი ავტომობილიდან თითქმის ნახევარი, 984 369 ერთეული, დედაქალაქზე მოდის, დანარჩენი ავტოპარკი კი რეგიონებზე ნაწილდება.საქართველოში ბოლო 3 თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით დარეგისტრირდა:TOYOTA - 7 178 ერთეული;FORD - 3 087 ერთეული;BMW - 2 882 ერთეული... ვრცლად

რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა – ნაპოვნია ავტომობილი და ორი ადამიანის ცხედარი

ქუთაისში, რიონჰესში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რიონჰესში გადავარდნილი ავტომობილისა და ახალგაზრდების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. წყალში ნაპოვნია ავტომობილიც.ცნობისთვის, რიონჰესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, წყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.“ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები