პარასკევი, მარტი 6, 2026

რამდენ ადამიანს სურს მასწავლებლობა და პედაგოგის რამდენი ვაკანსიაა ქვეყნის მასშტაბით?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა იმ პედაგოგებს უმასპინძლა, რომლებმაც წელს პირველად დაიწყეს მასწავლებლის პროფესიით სკოლებში მუშაობა.
სამინისტროს ინფორმაციით, განათლების კომპლექსური რეფორმის საკვანძო საკითხი მასწავლებლების პირობების გაუმჯობესება, მასწავლებლის პროფესიის დაფასება და აღიარება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და პროფესიული ზრდისათვის მრავალმხრივი შესაძლებლობების გაჩენაა. რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო მიმართავს სრულ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს როგორც ახალ მასწავლებლებს, ასევე არსებულ, პრაქტიკოს პედაგოგებს მეტი განვითარებისა და სტატუსის ამაღლებისათვის.
ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად,

წელს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება ოქტომბრის მონაცემებით 1890-მა პედაგოგმა მოიპოვა. აქედან საჯარო სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე 1400 დასაქმდა, 490 კი განათლების სისტემაში იყო დასაქმებული (კერძო სკოლა, სხვა პოზიცია).
ზაფხულში, მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდაზე რეგისტრირებული 30 000-მდე აპლიკანტიდან, 10 000 მასწავლებლობის მსურველი ახალი აპლიკანტი იყო, რაც განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უპრეცედენტო მოვლენაა. აპლიკანტების 30%-მა დადგენილი უმაღლესი – 10 კრედიტიანი ბარიერი დაძლია.
”ყოველივე ნათლად აჩვენებს, რომ განათლების რეფორმის შედეგად, მასწავლებლობა პრესტიჟული

და მიმზიდველი პროფესია ხდება. რაც შეეხება სკოლებში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებს, 1470 საჯარო სკოლის მიერ 4500-მდე ვაკანსია გამოცხადდა. Teacherjobs.ge-ზე სულ 17400 აპლიკანტი დარეგისტრირდა, დაახლოებით 51350 საათზე“, – განაცხადა მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში,100-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული.
მოთხოვნაა შემდეგი საგნების მასწავლებლებზე:

  • ბიოლოგია (11)
  • ისტორია (10)
  • მუსიკა (10)
  • ფიზიკა (10)
  • მათემატიკა (16)

რეფორმის მიზანია, სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაღუპული სტუდენტის – საბა მეტრეველის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მესამე კურსის სტუდენტის, საბა მეტრეველის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კიდევ ერთი უმძიმესი დანაკლისი განიცადა. ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ახალგაზრდა, ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორსო ურთიერთობათა საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი - გულისხმიერი, ნიჭიერი, გამორჩეულად კომუნიკაბელური და სიკეთით აღსავსე საბა მეტრეველი - ქარელის მუნიციპალიტეტის მკვიდრი. სამძიმარს ვუცხადებთ საბა მეტრეველის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს, თანავუგრძნობთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ჩვენი სტუდენტის სახელს მოუშუშებელ იარად ვიტოვებთ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

ხათუნა თოთლაძე: ჩვენზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი თავიანთ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევენ და იშვიათად უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ ე.წ. ესკალაციის ზონებიდან

ჩვენზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი თავიანთ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევენ და იშვიათად თუ რომელიმე ქვეყანა თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ე.წ. ესკალაციის ზონებიდან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.„რაც შეეხება ტაილანდში ჩარჩენილ მოქალაქეებს, რომლებსაც ტაილანდში გარკვეული შეფერხება შეექმნათ ავიარეისების გადადების, ან გაუქმების გამო, ეს ორი მიმართულება ორ ნაწილად უნდა დავყოთ, რომ კარგად გვესმოდეს, სად იწყება და სად მთავრდება სახელმწიფოს ვალდებულება. ერთის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია უფლებები და კანონიერი ინტერესები დაიცვას საზღვარგარეთ, მეორეს მხრივ, სახელმწიფო და ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ასევე უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება.ის გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სპეციალური რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს არ არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა სახელმწიფო ახორციელებს. მათ შორის ჩვენზე ფინანსურად ძლიერი სახელმწიფოებიც კი თავიანთ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევენ და იშვიათად თუ რომელიმე ქვეყანა თავიანთი მოქალაქეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ე.წ. ესკალაციის ზონებიდან“, - აღნიშნა თოთლაძემ.დღეს მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო – თებერვალში ვაშლის ექსპორტის მოცულობა 54%-ით გაიზრდა, მზარდია საშუალო საექსპორტო ფასიც

თებერვალში ვაშლის ექსპორტის მოცულობა – 54%-ით, ღირებულება კი 86%-ით, 1.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 3.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4.1 ათასი ტონა ვაშლი.„მზარდია როგორც ვაშლის ექსპორტის რაოდენობა, ასევე საშუალო საექსპორტო ფასი.1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $-ია, რაც 16%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 21%-ით გაიზარდა თებერვლის თვეში და 0.76$/კგ დაფიქსირდა.ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (15 083 ტონა); ასევე, 665 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა – ბელარუსში, 110 ტონა – სომხეთში და 44 ტონა – სხვა ქვეყნებში“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო – მწვანილის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ღირებულება 22%-ით გაიზარდა

მწვანილის ექსპორტი 15%-ით, ხოლო საქსპორტო ღირებულება 22%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 1.1 მლნ აშშ დოლარის 503 ტონა მწვანილი.„წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ექსპორტირებული მწვანილის ღირებულება 22%-ით, ხოლო რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.მწვანილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, ბულგარეთი და სხვა. ამასთან, მზარდია მწვანილის საექსპორტო ფასი. 2025 წელს კილოგრამი მწვანილის საექსპორტო ფასმა 2.12 $-ს მიაღწია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო

აზერბაიჯანმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, დიპლომატიური პერსონალის გამოყვანის პროცესი უკვე დაწყებულია.„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიიღო გადაწყვეტილება ირანიდან ქვეყნის დიპლომატიური პერსონალის სრული გამოყვანის შესახებ. ეს ეხება როგორც თეირანში მდებარე საელჩოს, ისე თავრიზში არსებულ გენერალურ საკონსულოს. ამ მიმართულებით შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ბაირამოვმაცნობისთვის, 5 მარტს, აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. ბაქომ მომხდარზე პასუხისმგებლობა თეირანს დააკისრა, ხოლო ილჰამ ალიევმა თავდასხმას „ტერორისტული აქტი“ უწოდა. ირანმა ნახიჩევანზე დრონით თავდასხმა უარყო და განაცხადა, რომ  დარტყმა ისრაელმა განახორციელა.

ბოლო სიახლეები