ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსის საზოგადოების დახმარება სჭირდება!

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსი პატურაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ბიჭუნას ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა, რისთვისაც აუცილებელია სასწრაფო მკურნალობა, მკურნალობისთვის კი კოლოსალური თანხებია საჭირო.

ბავშვი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და საჭიროებს სასწრაფოდ გადაყვანას საზღვარგარეთ.

ანგარიშის ნომერია: GE54BG0000000161812619 (საქართველოს ბანკი);

მიმღები ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა გვარამია – „ნაცობა ტეხავს“ ვინც აწვებით, საკუთარ „ქოცობაზეც” ერთი ორი სიტყვა დაასველეთ, ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი...

„ნაცობა ტეხავს“ ვინც აწვებით, საკუთარ „ქოცობაზეც" ერთი ორი სიტყვა დაასველეთ. ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.„საერთოდ არ ვაპირებ რეაგირებას ალიანსის მგმობელ სტატუსებზე, მაგრამ ჩვენს გაერთიანებაში, „ვარდების ხელისუფლებაში“ ვის, რა თანამდებობა ეჭირა, რომ დაწერთ, ისიც დაწერეთ, თავად ბიძინას ხელისუფლებაში, რა თანამდებობა გეჭირათ. „ნაცობა ტეხავს" ვინც აწვებით, საკუთარ „ქოცობაზეც" ერთი ორი სიტყვა დაასველეთ.ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო. მოთმინება და საღი აზრი მაქვს“- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

ირანის სახელმწიფო მედია – აითოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ – ახალი უზენაესი ლიდერის არჩევნები შესაძლოა 6 მარტის შემდეგ ჩატარდეს

აითოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.ასევე, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალი უზენაესი ლიდერის არჩევნები შესაძლოა 6 მარტის შემდეგ ჩატარდეს.მედიის ინფორმაციით, ექსპერტთა საბჭოს შეხვედრა ხამენეის დაკრძალვის შემდეგ გაიმართება.ცნობისთვის, დღეს ისრაელმა ქალაქ ყუმში მდებარე ექსპერტთა საბჭოს შენობას დაარტყა. Fox News-ის ინფორმაციით, ისრაელმა მაშინ დაარტყა, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ. მოგვიანებით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შენობიდან ევაკუაცია დარტყმამდე განხორციელდა.აითოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია 28 თებერვალს ისრაელის მიერ მის რეზიდენციაზე დარტყმების შედეგად განხორციელდა.

ნიკოლოზ სამხარაძე – ახლახან დასრულდა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრენდან ჰანრაჰანთან, დავუდასტურე მზაობა, დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ბრენდან ჰანრაჰანს დავუდასტურე მზაობა, დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ორმხრივი ინტერესის ძალიან ბევრ საკითხს.„ახლახან დასრულდა ჩემი შეხვედრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ ჰანრაჰანთან. შეხვედრამ საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ინტერესის ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, ვისაუბრეთ ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას გააჩნია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. გავამახვილეთ ყურადღება, რა გავლენა აქვს ამ მოვლენებს საქართველოს უსაფრთხოებაზე. გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, „ტრამპის მარშრუტის“ საკითხზე. აღვნიშნეთ, რომ მივესალმებით „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა „შუა დერეფნისთვის“ და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით, ეს არის შემავსებელი  ფაქტორი. ასევე, გვქონდა საუბარი ამერიკული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებაზე და, რაც მთავარია, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ. ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა, რომ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება მიმართული ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ. გამოვყავით მრავალი თემა, რომელიც ამ პარტნიორობას უფრო ძლიერს გახდის. შესაბამისად, შემიძლია, ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა და ამ საკითხებზე მსჯელობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ”, -განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სიცივე, წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 4-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +2 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.

მარიამ ლაშხი – სტივ დეინსის მხრიდან აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პოზიტიურად შეფასდა და გამოითქვა მზაობა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს

აშშ-ში საქართველოს დელეგაციამ პირველი შეხვედრა სენატორ სტივ დეინსთან გამართა, შემდეგი შეხვედრები კი ჩანიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ანალიტიკურ ორგანიზაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განუცხადა.მარიამ ლაშხის ცნობით, შეხვედრაზე სენატორის მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი პოზიტიურად შეფასდა და მზაობა გამოითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს.„ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკურ დიპლომატიას და ეკონომიკის განვითარებას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის როლზეც, საქართველოზე, როგორც რეგიონის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეზე. ასევე, ვისაუბრეთ, რომ შედგეს მისი ვიზიტი საქართველოში. სენატორ სტივ დეინსთან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა, რომელიც დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა“, – განაცხადა ლაშხმა.მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სენატსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაგეგმილ შეხვედრებზე საქართველოს ინტერესებზე ისაუბრებს და ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.„დაგეგმილი შეხვედრები პოზიტიური გზავნილია ამერიკის მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვაზე. მნიშვნელოვანია, რომ აქამდე რეგიონს ეკონომიკურ ჭრილში არ უყურებდნენ, თუმცა ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს პრაგმატული ხელისუფალი ჰყავს, რომელიც ეკონომიკურ დიპლომატიაზე აკეთებს აქცენტს“, – დასძინა ლაშხმა.ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.

ბოლო სიახლეები