ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ჟან-პოლ ბელმონდომ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს ის საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, სეზარის გამარჯვებული გახდა, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“.

2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჟან-პოლ ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.

Comments

კომენტარები