კვირა, ივლისი 6, 2025

პროდუქტის უსაფრთხოება მარკეტებში და დაცული შეფუთვები – როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ინფიცირების რისკი შევამციროთ

კოვიდ 19-ით გამოწვეული შიშის პირველმა ტალღამ საზოგადოებას უკვე გადაურა და უსაფრთხოების ზომებიც მეტ-ნაკლებად შეასუსტა. ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ხშირად შეხვდებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხს, ვინც არასწორად ატარებს პირბადეს, არ იცავს დისტანციას და არც უსაფრთხოების სხვა წესებს აქცევს ყურადღებას. ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი, სადაც წესების მაქსიმალური დაცვაა საჭირო, არის მარკეტები. ამაში კი მომხმარებელს თავად მაღაზიები და მწარმოებლებიც უნდა დაეხმარონ ახალ რეკომენდაციებზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქციის შეთავაზებით.

უსაფრთხოების დაცვის კუთხით დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაცულ შეფუთულ პროდუქციას. ზოგადად, პროდუქტი, წარმოებიდან მყიდველის სახლამდე საკმაოდ დიდ გზას გადის და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ გზის ყველა ეტაპზე ის მაქსიმალურად იყოს დაცული ზედმეტი შეხებისგან. შეფუთული პროდუქცია კი დამატებითი ხელის შეხებისგან ნამდვილად დაცულია. მომხმარებლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ თუ აქამდე დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ ამა თუ იმ პროდუქტს შეფუთულს იყიდიდნენ თუ წონისას, დღეს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ შეფუთული პროდუქტი ბაზარზე დიდი ხანია არსებობს, მომხმარებელი აღიარებს, მოიხმარს მას, მაინც  გვხვდება ასაწონი პროდუქცია, განსაკუთრებით მზა ხორცპოდუქტების სოსისი/სარდელის კატეგორიასა და ბურღულეულში.
საქართველოში ბევრმა კომპანიამ მსოფლიო პანდემიის დროს დაიწყო შეფუთული პროდუქტის წარმოება, თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც შეფუთულ პროდუქციას მოთხოვნების დაწესებამდეც სთავაზობდნენ მომხმარებელს. „ნიკორამ“  დაცული შეფუთული პროდუქციის წარმოება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მინიმუმამდე დაიყვანა სოსისი/სარდელის კატეგორიაში  ასაწონი პროდუქციის წილი.

„ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, პანდემიის პირობებში, როცა უსაფრთხოების საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. შეფუთული პროდუქცია ჯერ კიდევ 2008 წელს შევთავაზეთ მომხმარებელს, მაგრამ ამ პერიოდისთვის მომხმარებელი მზად არ აღმოჩნდა, რომ მიეღო შეფუთული პროდუქცია. სამი წლის წინ კი, ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, აქტიურად დავიწყეთ ჩვენი პროდუქციის  დაცულ ატმოსფერულ შეფუთვით გამოშვება. რატომ შეფუთული? ეს არის ევროპული სტანდარტი და გვიხარია, რომ „ნიკორა“ ფეხდაფეხ მიყვება ხარისხის მოთხოვნებს. პროდუქტი საწარმოდან დახლამდე და დახლიდან სახლებში ისე გადის გზას, რომ მასზე მაქსიმალურად შემცირებულია, როგორც ადამიანის დამატებითი, ასევე გარემო ზემოქმედება. გარდა ამისა,  დაცულ შეფუთვაში, პროდუქტი არაჩვეულებრივად ინარჩუნებს საგემოვნო თვისებებს, მარტივია წასაღებად და შესანახად.   უკანსასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კი ყველას ნათლად დაანახა, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება დაცულ შეფუთვას პროდუქტის უსაფრთხოების საკითხში. მომხმარებელიც ნელ-ნელა აცნობიერებს  შეფუთვის უპირატესობას, ვფიქრობთ, სულ უფრო და უფრო გაიზრდება მისი გაყიდვები და სრულად ჩაანაცვლებს ასაწონს,“  – აცხადებენ „ნიკორაში“.

აქვე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აწესებს მაღაზიაში უსაფრთხო ვაჭრობისთვის:

•    უპირატესობა მიანიჭეთ შეფუთულ პროდუქციას.
•    მოერიდეთ პროდუქციასა და ზედაპირებზე ზედმეტ შეხებას თუ მის ყიდვას არ აპირებთ. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ მაღაზიის თანამშრომლებს.
•    მოერიდეთ ნაღდი ფულით გადახდას. თუ მაინც ვერ ახერხებთ საბანკო ანგარიშსწორებას, მაშინ თან იქონიეთ ისეთი კუპიურები, რომ ზუსტად შეძლოთ თანხის გადახდა.
•    ნუ შეხვალთ სავაჭრო ობიექტებში პირბადის გარეშე, გაიარეთ დეზოხალიჩა და დაიმუშავეთ ხელი ანტისეპტიკური საშუალებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია.როგორც BBC აღნიშნავს, 1988 წელს ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირველად დააანონსა, რომ პარიზელებს სენაში ცურვის შესაძლებლობა ექნებოდათ, რის შემდეგაც მდინარის ეტაპობრივი გაწმენდა დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას, მდინარის გასაწმენდად დახარჯეს 1,4 მილიარდ ევროზე მეტი. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში განხორციელებული რადიკალური ზომების წყალობით გახდა სენა ცურვისთვის ვარგისი.ამგვარად, დღეს დილით რამდენიმე ათეული ადამიანი წინასწარ მივიდა და სენაში გადახტა, როგორც კი ეს ოფიციალურად ნებადართული გახდა.

ბოლო სიახლეები