საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს (UNWTO) სხდომას მასპინძლობს. სხდომა სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა. ის ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ესპანეთის საზღვრებს გარეთ, რომელიც სხდომას მასპინძლობს.
„მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის საზღვრებს გარეთ და სწორედ საქართველოში. ამ გადაწყვეტილების მიღებაში, აღმასრულებელი საბჭოს წევრების ქვეყნებთან ერთად, უდიდესი წვლილი მიუძღვის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს, რისთვისაც მსურს მას პირადად მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით დასაფასებელია დელეგაციების ასეთი წარმომადგენლობითი დასწრება მსოფლიოში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვების გამო“, – განაცხადა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ პანდემიის გამო ტურიზმს უდიდესი ზიანი მიაყენა, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა წინა წლებში ქვეყანა ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი იყო.