პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად ჩატარდება

პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად ჩატარდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„დღეს გვქონდა საბჭოს მორიგი სხდომა. საერთოდ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები შედგება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს. დღეის მონაცემებით, გვაქვს 34 ახალი ინფიცირების შემთხვევა. აქედან 20 შემთხვევა დაფიქსირებულია ბათუმი. ჩვენ ბათუმში გარკვეულ ზრდას ველოდით, ამისთვის ყველაფერია მზად. მთვარია, რომ ეპიდემიის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წლის დაწყება გამოიწვევს მობილობის გარკვეულ გაზრდას შემდეგი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ორი კვირით ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება, პროცესი იქნება დისტანციურად. ქობულეთსა და ბათუმში, ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან. ორი კვრით, პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება კლასში, იქნება დისტანციურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments

კომენტარები