პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება

2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაივლიან.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები:
• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
• მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა შორის – 100 კგ, ხოლო ქალთა შორის 70 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.საქართველოს ნაკრებიდან მედლის მოპოვებას ილია სულამანიძე შეეცდება. 100 კგ-ში ქართველი სპორტსმენის პირველი მეტოქე უნგრელ ჟომბორ ვეგსა და ტაჯიკ ჯახონგირ მაჯიდოვს შორის გამარჯვებული იქნება.სულამანიძეს, წილისყრიდან გამომდინარე, კარიერაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი აქვს.ტურნირზე წინასწარი შეხვედრები – 10:30 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დავით სონღულაშვილი – ფერმერთა მხარდაჭერა მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ფერმერთა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა მცენარეთა დაცვის საშუალებების ხარისხის კონტროლისა და მათი სწორად გამოყენების მნიშვნელობაზეც. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ მიმართულებას სახელმწიფო შესაბამისი მექანიზმებით აკონტროლებს, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლს როგორც ქვეყანაში შემოტანისა და სერტიფიცირების, ისე რეალიზაციის ეტაპზე.„სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ საზღვარზე პესტიციდების შემოტანისა და სერტიფიცირების, არამედ მათი შემდგომი რეალიზაციის კონტროლის მიმართულებითაც. ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ცოდნაზე და კვალიფიციურ აგრონომიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. ფერმერმა უნდა იცოდეს, რა დაავადებასთან აქვს საქმე და კონკრეტულ შემთხვევაში რომელი საშუალება და რა დოზით გამოიყენოს. შესაძლოა, პრეპარატი იყოს ხარისხიანი, მაგრამ მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პესტიციდების სწორად და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით გამოყენება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.მინისტრის განცხადებით, ფერმერთა მხარდაჭერა ასევე მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდას, გადამუშავების შესაძლებლობების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებას. მისი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებს აძლიერებს, რაც ფერმერებს წარმოებისა და გადამუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.„მექანიზაციის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ამ ეტაპზე უკვე 20-ზე მეტი მიმართულება გვაქვს და ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები შევქმენით. ასევე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მარნების მხარდაჭერა, რათა მეურნეებს დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ასევე მუშაობს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე.„საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სხვადასხვა მხარდაჭერის მექანიზმით, მათ შორის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ხელს ვუწყობთ მეღვინეებს, კიდევ უფრო გაზარდონ ექსპორტი, აითვისონ ახალი ბაზრები და უკვე არსებულ ბაზრებზე თავიანთი პოზიციები გააძლიერონ“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე კიდევ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაშავდა 48 სამართალდამცავი – ხელისუფლება მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდის პირობას დებს

ოფიციალური პირების განცხადებით, საფრანგეთში ხუთშაბათს გამართულ საპროტესტო აქციებში 71 500 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის - 24 500 დედაქალაქ პარიზში, - ინფორმაციას გამოცემა France 24-ი ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 504 ადამიანი. დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 48 სამართალდამცავი დაშავდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ დეტალურად მიმოიხილა ის ზომები, რომელიც მანამდე განათლების მინისტრმა, ედუარ ჟეფრემ დააანონსა. აღნიშნული ზომები ითვალისწინებს 3 024 ისეთი მასწავლებლის (ე.წ. შემცვლელი პედაგოგის) მობილიზებას.ამასთან, პრიორიტეტი მიენიჭება იმ 114 სკოლას, რომლებიც ყველაზე დიდ სირთულეებს განიცდიან. „შემცვლელი მასწავლებლების ნაკლებობის გამო გაცდენილი გაკვეთილის თითოეული საათი მოსწავლეებს აზარალებს. ეს სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა პრემიერმა. სებასტიან ლეკორნუს თქმით, მთავრობა 2027 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანს, რათა „მოსწავლეების მიერ გამოთქმული ზოგიერთი წინადადება კონკრეტულ ღონისძიებებად აქციოს“.ცნობისთვის, საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო აქციები სექტემბერში დაიწყო. მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმრავლესობა არასრულწლოვანია.

საპენსიო ფონდი ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს საპენსიო ფონდი საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის სექტემბრის თვის შედეგებს აქვეყნებს.მათივე ცნობით, საპენსიო ფონდის სამივე პორტფელმა 2026 წლის პირველი ცხრა თვე დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს.„2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში პორტფელების შემოსავლიანობა შემდეგი იყო:დინამიკური პორტფელი: 8.87% (რეალური შემოსავლიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 4.01%)დაბალანსებული პორტფელი: 8.75% (რეალური: 3.90%)კონსერვატიული პორტფელი: 8.46% (რეალური: 3.61%)რაც შეეხება სექტემბრის თვეს, პორტფელების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. საერთაშორისო სააქციო ბაზრებზე უარყოფითად აისახა ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა, მაშინ როდესაც ადგილობრივმა ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებმა პორტფელების შედეგებზე დადებითი გავლენა მოახდინა. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ლარის დაახლოებით 0.28%-იანმა გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ლარში გამოხატული შემოსავლიანობა შეამცირა.შედეგად, სექტემბერში საუკეთესო შედეგი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა და 0.37%-ით გაიზარდა. დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები, შესაბამისად, 0.11%-ით და 0.62%-ით შემცირდა. კონსერვატიულ პორტფელში აქციების შედარებით დაბალმა წილმა სააქციო ბაზრების შემცირების გავლენა შეზღუდა.შექმნის თარიღიდან დინამიკური პორტფელის გაწლიურებულმა შემოსავლიანობამ 13.72% შეადგინა (რეალური გაწლიურებული შემოსავლიანობა: 9.43%), დაბალანსებულისა და კონსერვატიულის კი, შესაბამისად, 12.77% (რეალური: 8.52%) და 10.26% (რეალური: 4.40%).სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გასაყიდად გამოჩნდა 10 000-ზე მეტი ქალის ინტიმური ფოტო და პირადი მონაცემი – დაწყებულია გამოძიება

მთელი მსოფლიოდან 10 000-ზე მეტი ქალის ინტიმური ფოტოები და პირადი მონაცემები აღმოაჩინეს ბნელ ქსელში გასაყიდად. ჰოლანდიური RTL-ისა და ბელგიური VTM-ის ჟურნალისტების ცნობით, ვებსაიტი შეიცავს 850 000-ზე მეტ სურათს.იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა შორის არის მინიმუმ 190 ნიდერლანდელი და 28 ბელგიელი ქალი. თითოეული მსხვერპლისთვის შეიქმნა ცალკე პროფილი: ინტიმურ ფოტოებთან ერთად, მასში შეიძლება იყოს მათი სახელი, სახლის მისამართი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სოციალური მედიის ბმულები.ერთი ქალის მონაცემების სრული „პაკეტი“ იყიდება დაახლოებით 1 ევროდ და ვებსაიტის მფლობელებს შეუძლიათ მისი გაყიდვა შეუზღუდავი რაოდენობის მყიდველებზე. თავად მსხვერპლებს სთავაზობენ 250 ევროს გადახდას მასალის წასაშლელად. ჟურნალისტებს არ შეეძლოთ იმის დადგენა, სრულდება თუ არა ეს დაპირება.გამოძიების თანახმად, პლატფორმა არსებობს 2023 წლიდან და აგრძელებს ზრდას. გამოქვეყნებული სურათებიდან ზოგიერთი ათ წელზე მეტი ხნის წინ არის გადაღებული, ზოგი კი უფრო გვიან გამოჩნდა. ნიდერლანდების ონლაინ ძალადობის პრევენციის ცენტრის, Offlimits-ის წარმომადგენელმა, ბაბეტ კოენინგმა გააფრთხილა, რომ ინტიმური მასალების მისამართებთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად გამოქვეყნებამ შესაძლოა მსხვერპლისთვის სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. ორგანიზაცია მხარდაჭერას უწევს ონლაინ ძალადობის მსხვერპლებს და უკანონოდ გავრცელებული მასალების ამოღებას ითხოვს.გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, ანტვერპენის პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ ვებსაიტზე გამოძიება დაიწყო.

ბოლო სიახლეები