ხუთშაბათი, ნოემბერი 27, 2025

პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს

დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და 104 ხმით, ერთხმად მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატანი ცვლილება.

ცვლილების თანახმად, პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს. კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანია.

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებომისილების ვადა წლის ბოლოს ეწურება. პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი დეკემბერში უნდა აირჩიოს, რასაც 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აზიის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს

2025 წლის 12 აგვისტოს, ჩინეთში, პირველად,ოფიციალურად, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსით დარეგისტრირდა აზიის მეცნიერებათა აკადემია (Asian Academy of Sciences), რომლის შტაბ-ბინაც ჰონგ-კონგში მდებარეობს.აღნიშნული აკადემიის წევრად არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.2025 წლის 20-22 ნოემბერს, აზიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებისა და ასოცირებული წევრების პირველი არჩევნები გაიმართა. ეს მოვლენამიზნად ისახავს აზიის ერთიანი აკადემიური და ინტელექტუალური სივრცის (Unified Academic & lntellectual Space of Asia, UAISA) შექმნას. UAISA აზიელი მეცნიერების ინტეგრაციისა და თანამშრომლობისთვის ახალ პარადიგმას წარმოადგენს.გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 121-მა დელეგატმა: ჩინეთიდან; რუსეთის ფედერაციიდან; ინდოეთიდან; იაპონიიდან; თურქეთიდან; აზერბაიჯანიდან; საქართველოდან; ყაზახეთიდან; ტაჯიკეთიდან; უზბეკეთიდან; ყირგიზეთიდან; პაკისტანიდან, აგრეთვე აზიის მიღმა მდებარე ქვეყნებიდან - ამერიკის შეერთებული შტატებიდან; საფრანგეთიდან; საბერძნეთიდან; მოლდოვადან და ბელარუსიდან.ასამბლეამ, მიიღო გადაწყვეტილება აკადემიის ხელმძღვანელი სტრუქტურის შემადგენლობის არჩევის შესახებ. ასამბლეის მიერ არჩეულ იქნენ: აკადემიის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და პრეზიდიუმის წევრები.აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტადაირჩიეს ცნობილი ჩინელი და აზერბაიჯანელიმეცნიერი, ჩინეთის უმაღლესი კატეგორიის ეროვნულიტალანტი, აკადემიკოსი, გეოფიზიკის დოქტორი, პროფესორი, „West Lake Friendship Award“-ის ლაურეატი ,ჩინეთის ჟეჟიანის პროვინციის უმაღლესისახელმწიფო ჯილდოს მფლობელი (უცხოელი წევრებისთვის) ელჩინ ხალილოვი. აკადემიის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად არჩეულია როინ მეტრეველი- აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულიაკადემიის პრეზიდენტი.

ტრა­გე­დია ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნის ოჯახ­ში – მისი 17 წლის ვაჟი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნის ოჯახ­ში. მისი ახალ­გაზ­რდა ვაჟი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. 17 წლის გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნი დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი იყო."გას­კდა გული. რო­გორ მიყ­ვარს ეს კარ­გი ბიჭი, ვე­რა­სო­დეს მო­გი­ნე­ლებთ, ვე­რა­ვინ გიო. ღმერ­თოო რა­ტომ რის­თვის არაა!!! არ მჯე­რა!!! ჩვე­ნი კე­თი­ლი ოქრო გიო" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ო­ბი მა­ნა­ნა აბ­რა­მიშ­ვი­ლი და აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც ნა­ვე­რი­ან­თან ერ­თად, მეს­ტი­ის კულ­ტუ­რის ცენ­ტრში, სპექ­ტაკ­ლის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი.რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, გი­ორ­გი ნა­ვე­რი­ა­ნი თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნის მე­ო­თხე ვაჟი იყო. გი­ორ­გი 21 იან­ვარს ხდე­ბო­და 18 წლის."ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, ნა­ნატ­რი ბიჭი აღარ ჰყავს ოჯახს. როცა გიო გაჩ­ნდა, თა­მა­ზი სი­ხა­რუ­ლით დაფ­რი­ნავ­და. ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა დავ­კარ­გეთ" - გვიყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.მარ­ნე­უ­ლის ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი თა­მაზ ნა­ვე­რი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის, წევ­რი იყო, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კვო­ტით (2016-2020).

„პოლიტიკო“ – მარკო რუბიომ ევროპელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატებს სურს, სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს, ვიდრე უკრაინისთვის უსაფრთხოების რაიმე გარანტიებს დათანხმდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროპელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატებს სურს, სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს, ვიდრე უკრაინისთვის უსაფრთხოების რაიმე გარანტიებს დათანხმდება. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროების თქმით, ეს პირობა ამერიკულ ვერსიაში იყო ჩაწერილი, რომელიც კიევს გაეგზავნა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, მარკო რუბიომ ევროპელ ოფიციალურ პირებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მოლაპარაკებას წარმართავს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებზე.გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში არ მიიწვევს, ვიდრე შეთანხმება არ გაფორმდება.ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ევროპელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ტრამპის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტია და ეს საკითხი გამოყოფილია სხვა საკითხებისგან, რომლებზეც უკვე მიღწეულია შეთანხმება.„პოლიტიკოს“ ცნობით, მარკო რუბიომ თავის ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ აშშ არ ითვლება სამართლიან შუამავლად მოლაპარაკებებში, რადგან იგი სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას და სანქციებს აწესებს რუსეთის წინააღმდეგ.სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო რუბიოს კომენტარების მსგავსი ინტერპრეტაცია.„სახელმწიფო მდივანმა რუბიომ, ტრამპის მთელ ადმინისტრაციასთან ერთად, მკაფიოდ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი. ეს მან არაერთხელ განაცხადა როგორც საჯაროდ, ისე კერძოდ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჟდანოვია.ბიძგების სიმძლავრემ 2.0 მაგნიტუდა შეადგინა.

ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა

ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილების, საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებისა  და განტვირთვის მიზნით დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი გამოიყოფა.კახა კალაძის თქმით, საავტომობილო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩება.„სამუშაოები გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. კერძოდ, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. ასევე, უსაფრთხო საფეხმავლო გადაადგილებისთვის მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები.  მნიშვნელოვანია, რომ სამანქანო ზოლების რაოდენობა დარჩება უცვლელი. გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, სამუშაოები 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიწყება და, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში დასრულდება.„პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ერთობლივად განახორციელებენ. ეს საკმაოდ დატვირთული მონაკვეთია, უამრავი ავტომანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება დღის განმავლობაში. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, დაგეგმილი სამუშაოები მხოლოდ ღამის საათებში ჩატარდება, რომ გადაადგილება არ შეიზღუდოს“, –  აღნიშნა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები