ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

პაატა ბურჭულაძე: არ უნდა დავუშვათ, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოვკლათ, ეს მერე შეიძლება ჩვევაში გადაგვივიდეს

არ უნდა დავუშვათ, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოვკლათ, ეს მერე შეიძლება ჩვევაში გადაგვივიდეს – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ კლინიკა ,,ვივამედთან”  ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საქართველო დღეს წერს, თავისი ისტორიის ერთ-ერთ სამარცხვინო ფურცელს. როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული ჩვენი ღირსებით ბიძინა ივანიშვილზე და მის ქონებაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსამართლეებთან და სხვებთან ერთად ამაში გარეულები არიან ზოგიერთი ექიმები, რაც უპატიებელია. მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ არის რეანიმაციაში გადაყვანილი, რას ელოდებიან, კომაში რომ ჩავარდეს? ეს არის ჩვენი გამოსავალი?სამარცხვინოა რაც ხდება.

არ  უნდა გავაკეთოთ ის, რომ კიდევ  ერთი პრეზიდენტი მოვკლათ, ეს მერე შეიძლება ჩვევაში გადაგვივიდეს და ეს იქნება ძალიან ცუდი” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შემცირების საკითხს განიხილავს

აშშ გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შემცირების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.„შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შესაძლო შემცირებას, რის შესახებაც გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა

ნავთობის ფასები ისევ იზრდება და 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს აღწევს, ეს კი იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივებას განიხილავს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.მედიის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 12 პროცენტზე მეტით მოიმატა და ერთ ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა.ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი სამ პროცენტზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 110 დოლარს გადააჭარბა.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს მხრის ოპერაციას, საფრანგეთში ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გაუკეთებენ

,,საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და უშუალოდ მინისტრ შალვა გოგოლაძის მონაწილეობით, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მხრის ოპერაციას, საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში გამგზავრებასა და საოპერაციო ხარჯებს სრულად დააფინანსებს. ოპერაციას ჩაატარებენ მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები - პასკალ ბუალო და ჟან-კრისტიან ბალესტრა. ოლიმპიური ჩემპიონის საფრანგეთში ოპერაცია, ასოციაციის პრეზიდენტთან, ზურაბ კახაბრიშვილთან კოორდინაციით, ექიმმა ნიკა ხუნგურუამ დაგეგმა. ლაშა ბექაური პარიზში, 3 მაისს, თანხმლებ ექიმთან ერთად გაემგზავრება. ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა. ქართველი ჩემპიონის ოპერაცია 5 მაისს ჩაინიშნა. საქართველოს სპორტის სამინისტრო-ინფორმაციას ამის შესახებ ფედერაცია ავრცელებს

რომელი ლოცვები უნდა წაიკითხოთ ყოველდღე

ლოცვა ამოღებულია წმინდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი თხოვნა გულიდან მოდის და ღმერთის წინაშე სამართლიანია ის აუცილებლად აგვისრულდება. დიდება უფალს.ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისაყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს სერაბიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღვთისა ხორცითა, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისაჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.წმინდისა იოანე ნათლისმცემლისაყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.წმინდა დიდმოწამისა გიორგისანათელ-ჰყავ შვილდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით, გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.წმიდა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისაღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან კარგი და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.მისი თქმით, დისკუსია უკრაინასა და ირანს შეეხო.„კოსმოსზე არ მისაუბრია, უკრაინაზე ვისაუბრე. ცოტა ირანსაც შევეხე. რამდენიმე სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ვფიქრობ, შედარებით სწრაფად მივალთ გამოსავლამდე, ამის იმედი მაქვს. მგონია, რომ მასაც უნდა გამოსავლის პოვნა და ეს კარგია”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინმა ირანს დახმარება შესთავაზა გამდიდრებული ურანის საკითხში, რაც ირანთან ომის დასრულების შეთანხმების მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.„მან მითხრა, რომ სურს ჩაერთოს გამდიდრების პროცესში, თუ შეძლებს, დაგვეხმაროს მის მიღწევაში. მე კი ვუთხარი, რომ ბევრად მირჩევნია, ის უკრაინის ომის დასრულებაში ჩაერთოს“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, ტრამპის განცხადებით, მარუს ნ კოლეგას ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შესთავაზა, რასაც მისივე თქმით, რუსეთი სავარაუდოდ დათანხმდება.„პრეზიდენტ პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. შევთავაზე მცირე ცეცხლის შეწყვეტა და ვფიქრობ, შეიძლება, ამას დათანხმდეს. მან შეიძლება, ამასთან დაკავშირებით რაიმე გამოაცხადოს. მას ვუთხარი თუნდაც ეს მცირეხნიანი ცეცხლის შეწყვეტა იყოს, ამდენი ადამიანი იღუპება, ეს უბრალოდ აბსურდია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები