„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო დრამატულ ფილმად „ნომადლენდი“ დასახელდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის 78-ე ცერემონია ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა. შოუს მედიკოსები ესწრებოდნენ.

ნომადლენდის“ რეჟისორი, ჩინელი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. დრამატულ ფილმებში საუკეთესო მსახიობები ანდრა დეი („შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“) და ჩედვიკ ბოუზმენი („მა რეინი: ბლუზის დედა). პრესტიჟული ჯილდო გარდაცვლილი მსახიობის ქვრივს გადასცეს. ბოუზმანს მსხვილნაწლავის კიბო 2016 წელს დაუდგინეს. მსახიობი მძიმე დაავადებას 4 წელი ებრძოდა. ის 2020 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა.

ბორატი 2“ საუკეთესო კომედიად დაასახელეს. ფილმის ავტორმა საშა ბარონ კოენმა ჯილდო საუკეთესო კომედიური როლისთვისაც მიიღო. ქალების კატეგორიაში ამ ნომინაციაში როზამუნდ პაიკმა გაიმარჯვა.

საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო აარონ სორკინმა მიიღო, ფილმისთვის „ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო“. საუკეთესო ანიმაციური ფილმი „სული“ გახდა, საუკეთესო ფილმი უცხოურ ენაზე კი „მინარი“.

ნომინაციასი „საუკეთესო დრამატული სერიალი“ „გვირგვინმა“ გაიმარჯვა, საუკეთესო მინი-სერიალად კი „დედოფლის გამბიტი“ დასახელდა.

Comments

კომენტარები