ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანმა გაახმოვანა თავის პოსტსში გეგმა, შაქარაშვილის საქმე რომ იქცეს ახალ “გირგვლიანის საქმედ”

,,მხოლოდ ავადმყოფს და არამზადას შეუძლია რაიმე პარალელი გაავლოს გირგვლიანის მკვლელობასა და შაქარაშვილის საქმეს შორის – იქ დანაშაული ჩაიდინეს მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებმა და შემდეგ მთელი სისტემა იყო გაყალბებაში და დაფარვაში ჩართული. ამაზე სტრასბურგის სასამართლომაც დადო დასკვნა. ხოლო, შაქარაშვილის მკვლელობა “შპანამ” ჩაიდინა, და მიეზღვებათ მაგათ”,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანს ეხმიანება.

მჭედლიშვილის თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანმა გაახმოვანა თავის პოსტსში გეგმა, შაქარაშვილის საქმე რომ იქცეს ახალ “გირგვლიანის საქმედ”.
,,გადახარშეს, გადმოხარშეს, ამ აჯაფსანდალს ბევრი ინგრადიენტი დაამატეს და, რა თქმა უნდა ბერა. სხვანაირად ვერ გახვევდნენ ხელისუფლებას. ასე იფიქრეს. თუმცა, საზოგადოების რეაქციამ აიძულა ეს ავადმყოფი, წაეშალა თავისი პოსტი, მაგრამ გეგმა გამჟღავნდა, რომელიც ვერასოდეს იქცევა გირგვლიანის “ქეისად”,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი

Comments

კომენტარები