ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკა ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-13 ჩოგანის, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის დამარცხებით დოჰას ტურნირი მოიგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცის დამარცხებით გავიდა.
მანამდე კი, საქართველოს პირველმა ჩოგანმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიჩნეული, შვეიცარიელი სპორტსმენი როჯერ ფედერერი ანგარიშით 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა.