ორშაბათი, მარტი 2, 2026

ნიკა მელია მიმართვას ავრცელებს

ნიკა მელია მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გამარჯობა,

ახლა ძალიან მოკლედ დავწერ, მომდევნო დღეებში კი – უფრო ვრცლად.

1. გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ.

2. სანამ რამე ფორმითა და რამე ფორმატში ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, მე რუსთავის N12 ციხიდან უნდა გავიგო და დავინახო, რომ გიორგი რურუა უკვე სახლშია.

და ბოლოს, ძალიან პრინციპულად მსურს გავიმეორო:

თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება!

ყველაფერი მაგრად იქნება, მთავარია, არ დავიღალოთ და არ ვიწუწუნოთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შოპენის ხელნაწერები არქტიკაში, “სამყაროს აღსასრულის” არქივში შეინახება

კომპოზიტორ ფრედერიკ შოპენის ხელნაწერებისა და წერილების ციფრული ასლები პოლონეთმა უსაფრთხოების მაღალი დონის მქონე გასაიდუმლოებულ საცავში გააგზავნა, რომელიც შპიცბერგენის (ნორვეგია) არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე, ქვანახშირის მიტოვებულ მაღაროში მდებარეობს. ვარშავაში მდებარე ფრედერიკ შოპენის ეროვნულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ შოპენის ხელნაწერებისა და წერილების ციფრული ასლები განთავსდება შპიცბერგენის არქიპელაგზე, ლონგიერბიენში არსებულ „არქტიკის მსოფლიო არქივში“ - დაწესებულებაში, რომელსაც ზოგჯერ „სამყაროს აღსასრულის ბიბლიოთეკასაც“ უწოდებენ, რადგან ის კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერების არქტიკის ბუნებრივად სტაბილურ პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესანახად შეიქმნა.ციფრული ასლები გადაცემის ცერემონიაში, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.ღონისძიების დროს, პიანისტ კშიშტოფ ვერჩინსკის მიერ შესრულდა შოპენის ნაწარმოებები.ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარცინ კონიკის თქმით, ეს დეპოზიტი წარმოადგენს გაციფრულებისა და გრძელვადიანი შენახვის გზით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისკენ წინგადადგმულ ნაბიჯს.„პოლონეთი უერთდება იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც ყოველმხრივ იცავენ თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას დიგიტალიზაციისა და გრძელვადიანი დაარქივების მეშვეობით“, - აღნიშნა მან.2017 წელს გახსნილი არქივი მდებარეობს მიწისქვეშ, გაუქმებულ მაღაროში, შპიცბერგენის მცენარეთა თესლების გლობალური საცავის მახლობლად, რომელიც მცენარეთა თესლების მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სარეზერვო საცავს წარმოადგენს.შპიცბერშგენის შესახებ 1920 წლის ხელშეკრულება არქიპელაგს დემილიტარიზებულ ტერიტორიად აცხადებს, რასაც ექსპერტები უსაფრთხოების დამატებით გარანტიად მიიჩნევენ.არქივის როლი განსაკუთრებით არის გაზრდილი ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, როდესაც სულ უფრო მეტი კულტურული ინსტიტუტი და ორგანიზაცია ეძებს ალტერნატიულ ადგილებს, რათა უარესი სცენარის შემთხვევაში, დანაკარგებისგან დაიცვას თავი.ეს იქნება პოლონური ინსტიტუტის მეორე დეპოზიტი „არქტიკის მსოფლიო არქივში“.2024 წელს, არქტიკაში მან უკვე გაგზავნა ვარშავის ფრედერიკ შოპენის მუზეუმიდან შერჩეული შოპენის მუსიკალური ხელნაწერების ციფრული ასლები და ნობელის პრემიის ლაურეატების, ვისლავა შიმბორსკასა და ოლგა ტოკარჩუკის ნამუშევრები.ამჯერად ინსტიტუტმა შესანახად წარადგინა შოპენის ხელნაწერების დარჩენილი ციფრული ასლები, ასევე კომპოზიტორის მიმოწერა, რომელთა დედნები ფრედერიკ შოპენის მუზეუმში ინახება.ფაილები ინახება piqlFilm-ზე - ოპტიკური ფირის მასალაზე, რომელიც გრძელვადიანი დაარქივებისთვის არის შექმნილი.ეს არის მიკროფილმის უახლესი ფორმა, რომელიც ინახავს მონაცემებს როგორც ციფრულ, ისე ადამიანისთვის წაკითხვად ვიზუალურ ფორმატებში და მიზნად ისახავს ჩანაწერების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღევანდელი ტექნოლოგიები მოძველდება.წყარო: dzieje.pl

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ კახა კალაძე შაბათ-კვირას აბუ დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი ვითარების გამო ჯერ ვერ ახერხებს გამოფრენას

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბუ დაბიში იმყოფებოდა და ჯერ გამოფრენას ვერ ახერხებს.„თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ქუვეითში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საელჩოში მისვლისგან თავი შეიკავონ და სახლებს შეაფარონ თავი

ქუვეითში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საელჩოში მისვლისგან თავი შეიკავონ და სახლებს შეაფარონ თავი.„არ მიხვიდეთ საელჩოში. გადაადგილდით თქვენი საცხოვრებლის ყველაზე დაბალ სართულზე, ფანჯრებისგან მოშორებით. გარეთ არ გახვიდეთ“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინსტრუქციაში.საელჩო ასევე მოუწოდებს ქუვეითში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, ხმამაღალი აფეთქების ან სირენის გაგონების შემთხვევაში დაუყოვნებლივ თავშესაფარი გადავიდნენ.„გაითვალისწინეთ, რომ მაშინაც კი, თუ რაკეტას ან დრონს ჩამოაგდებენ, მათი ნამსხვრევები მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.იქამდე ცნობილი გახდა, რომ ქუვეითში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდა. „როიტერის“ ცნობით, ტერიტორიაზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანები იმყოფებოდნენ.

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, 140-ზე მეტი კი დაშავდა

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, 140-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.ისრაელის სამხედროებმა მანამდე აღნიშნეს, რომ მათ დარტყმები განახორციელეს „ჰეზბოლას მაღალი რანგის ტერორისტებზე ბეირუთის რაიონში“ და „ჰეზბოლას ცენტრალურ სამეთაურო პოზიციაზე სამხრეთ ლიბანში“.მათივე ცნობით, „ეს არის საპასუხო ქმედება „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით ჭურვების გაშვებაზე“.ამასთან, „ჰეზბოლამ“ დაადასტურა, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის საპასუხოდ.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ ირანი „შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს“.ლარიჯანიმ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ მან „ყალბი იმედებით რეგიონი ქაოსში ჩაძირა“ და ახლა ამერიკელი სამხედროების მსხვერპლის გამო ღელავს.„მან საკუთარი სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გადააქცია „ისრაელი უპირველეს ყოვლისად“ და ამერიკელი ჯარისკაცები შესწირა ისრაელის ძალაუფლებისადმი სწრაფვას“,- აღნიშნა ლარიჯანიმ.

ბოლო სიახლეები