ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026

ნანა კაკაბაძე: საელჩოს სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვის მბრძანებლური ტონი არაფრით ჯდება დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში და იმ დროს გვახსენებს, როდესაც მეფის რუსეთის „ნამესტნიკები“ ან ცკ-ს მე-2 მდივნები წყვეტდნენ აქ ყველაფერს

საელჩოს სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვის მბრძანებლური ტონი არაფრით ჯდება დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში და იმ შორეულ დროს გვახსენებს, როდესაც მეფის რუსეთის „ნამესტნიკები“ ან კომუნისტების ცკ-ს მე-2 მდივნები წყვეტდნენ აქ ყველაფერს და ქართული ხელისუფლებები მხოლოდ ბუტაფორიებად სჭირდებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, ამიტომ კარგად ვარჩევთ ერთმანეთისგან თანასწორობას, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს პარტნიორებთან და ველიკოდერჟავულ ზემოდან ყურებას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის იგნორირების პოლიტიკა, ძალიან შორს არის იმ ევროპული ღირებულებებისაგან, რომელთა დამკვიდრებისათვის, პარტნიორი ქვეყნების, გადასახადის გადამხდელმა უზარმაზარი თანხები ჩადეს ჩვენს ქვეყანაში. მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები მხოლოდ იმ კატეგორიის „ქართველი“ პოლიტიკოსებისა თუ რიგითი მოქალაქეებისთვისაა მისაღები, რომლებსაც ჩვენ უსამშობლოებს ვეძახით.

„უსამშობლოები კოლონიზატორების საყრდენი პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს მოღალატეებს, ქვეყნის მტრებს ან უსამშობლოებს ეძახიან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თანდათანობით მკვიდრდებოდა აზრი, რომლის მიხედვითაც მოღალატეობა, აგენტობა, მონობა ცუდი და მიუღებელი იყო, რუსეთის შემთხვევაში. აშშ ის-ევროპის შემთხვევაში კი აგენტობა მონობა, მათი ინტერესების შენს სამშობლოზე წინ დაყენება, არათუ ქვეყნის ღალატად, სირცხვილადაც არ ითვლება, პირიქით, სწორედ სამშობლოს “სიყვარულისა” და “პატრიოტიზმის” გამოვლენაა. სააკაშვილის მიერ საკუთარი სამშობლოს უარყოფა, მოქალაქეობის დაკარგვა, ვინმე დავით არახამიას (თუ ბრაუნის) გვარის შეცვლა, ქართულად ვერ მეტყველება, ნაცების სხვა ლიდერების (დავით საყვარელიძე, ზურა ადეიშვილი, გია გეწაძე, გიორგი ცხაკაია და სხვები) სხვა ქვეყნის პოლიტიკაში გადაბარგება, მოქალაქეობის დათმობა, საკუთარ სამშობლოდ უკრაინის არჩევა თურმე მყარად ჯდება პატრიოტიზმის განმარტებაში. უცხოელი პოლიტიკოსის, მით უმეტეს აშშ ელჩის ბრძანებებისა თუ ინსტრუქციების უსიტყვო მორჩილების (რასაც ბრძანების ფორმის შესაფუთად ნეიტრალურ სიტყვას – „რეკომენდაციას“ ეძახიან) აუცილებლობაზე ან მისაღებობაზე ეჭვის გამოთქმისთვის, გაკერებენ „რუსეთი აგენტისა“ და „მონის“ იარლიყს. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ მონობის ყველაზე დამამცირებელი ფორმა სწორედ ის არის, როდესაც საკუთარი ნებით, ისეთ მორჩილებას უცხადებ “ბატონს”, რომ მისი ბრძანების თუ „რეკომენდაციის“ შეუსრულებლობა ან კითხვის გაჩენა დიდ ცოდვად და ქვეყნის ღალატად მიგაჩნია. დიდი აურზაურია ატეხილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, დათქმული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ნაცებმა და ხელისუფლებამ ცალ-ცალკე შექმნეს სამუშაო ჯგუფები. ნაცების შექმნილი ჯგუფის მომზადებულ პროექტს პარლამენტზე მიღების პერსპექტივა არ გააჩნია. ისინი საკუთარ ძალისხმევას მიმართვენ, დააჯერონ ხალხი, თითქოსდა საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება, პარლამენტის მხრიდან, ოპოზიციის “ნაშრომის” არ გაზიარების შედეგია. არც ის მოსაზრებაა აზრს მოკლებული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიეცეს 2023 წელს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ეს უკანასკნელი არ გამოიყენოს კოზირად და არ გაანულოს ნაცების შანსები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რაც შეეხება 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მზადებას, ამაში უკვე აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებული შტატები ელჩ დეგნანის სახით. სულ ახლახან გამოქვეყნებული ინფორმაციების, თანახმად, აშშ-ს საელჩოს ინსტრუქციები (ფორმალურად – „რეკომენდაციები“) საქართველოს ხელისუფლებისადმი, მიმართულია, სასამართლო ხელისუფლების, ნაცებისა და საელჩოს სრულ გავლენაში მოსაქცევად. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ, საქართველოს დამოუკიდებლობას და მას ფაქტობრივად კოლონიური მმართველობის მარწუხებში აქცევს. აქედან გამომდინარე, სასამართლოზე „კლანი-კლანის“ ძახილის უკან მდგარა არა დამოუკიდებლობის სურვილი, არამედ საელჩოს მკაფიო ინტერესი, სასამართლო ხელისუფლება მოაქციოს საკუთარი კონტროლისა და მართვის ქვეშ. საერთოდაც, საელჩოს სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვის მბრძანებლური ტონი არაფრით არ ჯდება დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში და იმ შორეულ დროს გვახსენებს, როდესაც მეფის რუსეთის „ნამესტნიკები“ ან კომუნისტების ცკ-ს მე-2 მდივნები წყვეტდნენ აქ ყველაფერს და ქართული ხელისუფლებები მხოლოდ ბუტაფორიებად სჭირდებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, ამიტომ კარგად ვარჩევთ ერთმანეთისგან თანასწორობას, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს პარტნიორებთან და ველიკოდერჟავულ ზემოდან ყურებას. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის იგნორირების პოლიტიკა, ძალიან შორს არის იმ ევროპული ღირებულებებისაგან, რომელთა დამკვიდრებისათვის, პარტნიორი ქვეყნების, გადასახადის გადამხდელმა უზარმაზარი თანხები ჩადეს ჩვენს ქვეყანაში. ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები მხოლოდ იმ კატეგორიის „ქართველი“ პოლიტიკოსებისა თუ რიგითი მოქალაქეებისთვისაა მისაღები, რომლებსაც ჩვენ უსამშობლოებს ვეძახით“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად – ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად...

უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა. ამის შესახებ განცხადას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ძვირფასო თანამოქალქეებო,ის, რაც უკრაინაშია სასწორზე, ყველას გვეხება. ყველა ჩვენთაგანის უსაფრთხოებაა სასწორზე. უკრაინისთვის საკუთარი თავის დაცვაში დახმარება საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვას ნიშნავს.თუ რუსეთი ევროპულ ქვეყანას თავის ნებას სისატიკით თავს ახვევს, მაშინ მთელი ევროპა სუსტდება.სწორედ ამიტომ უკრაინა დუბლინში ხუთშაბათშა და პარასკევს ჩვენი საუბრების კვლავ შუაგულში იყო, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტზე და ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე. იქ, ჩვენი ერთიანობა ვაჩვენეთ ორი პრიორიტეტის გარშემო, რომლიც გაზიარებაც მინდა აქ.პირველია, უკრაინის დახმარება ზამთრის განმავლობაში. უკრაინელები აგრძელებენ სიმამაცით წინააღმდეგობას, რაც აღტაცებას იწვევს.ამერიკელ წარმომადგენლებთან ბოლო საუბრებმა ნათელი გახადა: ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებები არ სურს. მისი არმია წინ არ მიიწევს. ის უკანაც იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. მაგრამ ცხადია, რომ მას ფსონი აქვს გაკეთებული უკრაინის დაჩოქებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმების გაზრდითა და ამ ზამთარში ქვეყნის სიბნელეში ჩაძირვის მცდელობებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა აღვკვეთოთ ეს ფსონი…ჩვენი მეორე პრიორიტეტია უკრაინასთან ერთად მუშაობა სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. ევროპამ თავისი სრული როლი უნდა შეასრულოს ამაში, ვინაიდან ჩვენი კონტიტენტის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია ამ მშვიდობაზე…ახლა უფრო შორს უნდა წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსებისთვის, თუ რა გვინდა ომის შემდგომ პერიოდში. ასევე უნდა დავაკონკრეტოთ რას მოველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა ჩემი რწმენა გამოვხატო, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა,” - წერს მაკრონი.

საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერთან გამარჯვების შემდეგ – მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ს ჩემპიონი გავხდები

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.შეხვედრის შემდეგ 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ბრძოლის მიმდინარეობაზე ისაუბრა და მერაბ დვალიშვილის სიტყვებიც გაიხსენა.„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და მხარი დამიჭირა. ბოლო დღეებში თქვენგან უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ.მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი გავხდები. როგორ მოვახერხე ბრძოლის შემოტრიალება? არანაირი განსაკუთრებული სტრატეგია არ მქონია. ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მაინც მოვედი და კაცურად ვიბრძოლე. მზად ვარ, ნებისმიერ მეტოქეს შევხვდე“, – განაცხადა ლაზიშვილმა.შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე თავდაპირველად არ უნდა გამოსულიყო. ქართველი სპორტსმენი იურაია ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად დაუპირისპირდა. შეხვედრაში ლაზიშვილი თავდაპირველად მარცხდებოდა, თუმცა მესამე რაუნდში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს სძლია.

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ-სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა

„სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

საქართველოსა და უნგრეთის მატჩის დაწყებამდე გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი მიქაუტაძე.შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდა კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.

საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო.

ბოლო სიახლეები