ოთხშაბათი, ოქტომბერი 28, 2026

ნანა კაკაბაძე-„თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, ჭირსაც წაუღია ასეთი სამშობლოო“

კარგად გამოჩნდა ამ ყავლგასული პოლიტიკოსებისა და მათი რუპორების კომენტარებიდან მას შემდეგ, რაც ყველაფერი მშვიდობანად დასრულდა – თავდასხმელიც დააკავეს და მძევლებიც უვნებლად გაათავისუფლეს. შეკუმშული გულები ბოღმისგან რომ არ გასკდომოდათ, მაშინვე დაიწყეს მესიჯების გავრცელება, რომ ასე დასრულებული ოპერაციაც კი იყო ხელისუფლების მარცხი- ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

კაკაბაძე ციტირებს სხვადასხვა ოპოზიციონერების თუ მედია საშუალებების განცხადებებს, ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.

როგორც ის აღნიშნავს, ყველა ქვეყანაში ოპოზიციის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, რისი წინაპირობაც, რასაკვირველია, მმართველი პარტიის გავლენის შესუსტებაა, ხოლო მათი მიზანი მხოლოდ იმის ჩვენებაა, რომ თითქოს ხელისუფლება შეგნებულად მტრობს ქვეყანას და ის ფაქტიც კი, რომ აქ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური სტაბილურობაა შენარჩუნებული, ხელისუფლების მინუსად უნდა შეფასდეს და არა პლიუსად.

„გულშემოყრილი ოპოზიცია მთელი გუშინდელი დღის მანძილზე ყველა დაძაბული და გულშეკუმშული ვუყურებდით ბანკში შეჭრილი მძარცველის მიერ მძევლად აყვანილთა დრამას. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გული იმაზე ეკუმშებოდათ, ეს ყველაფერი უსისხლოდ ან დასრულდეს და მძარცველი არ დააკავონ, თორემ პოლიტიკურ ქულებს ხელისუფლება ჩაიწერსო. ეს რომ ნამდვილად ასე იყო, კარგად გამოჩნდა ამ ყავლგასული პოლიტიკოსებისა და მათი რუპორების კომენტარებიდან მას შემდეგ, რაც ყველაფერი მშვიდობანად დასრულდა – თავდასხმელიც დააკავეს და მძევლებიც უვნებლად გაათავისუფლეს. შეკუმშული გულები ბოღმისგან რომ არ გასკდომოდათ, მაშინვე დაიწყეს მესიჯების გავრცელება, რომ ასე დასრულებული ოპერაციაც კი იყო ხელისუფლების მარცხი.

მიხეილ მაჭავარიანი: „დღეს უყურეთ პოლიციელების რეაქციას? როგორ საუბრობდნენ. ეს სტილია მათი. ანუ რიჟვაძეს ბაძავს ყველა. არ შეიძლება მქონდეს განცდა, რომ ეს პოლიციელები დაიცავენ წესრიგს.
მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ძალიან კარგად მახსოვს ედუარდ შევარდნაძის დროს ჩატარებული, ასეთი ტიპის ბრწყინვალე ოპერაციები, რომლებიც ვერ შეედრება ამ ოპერაციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება კარგი იყო”. ამას აცხადებს კაცი, რომელიც შევარდნაძის პარტიის გენერალური მდივანი იყო და ისე ამბობს, შევარდნაძის ხელისუფლება ცუდი იყოო, თითქოს თვითონ არ იყო ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და დღე და ღამე მის ქებაში არ ათენ-აღამებდა.

გიორგი ვაშაძე: „ის რაც დღეს ქუთაისში ხდებოდა, სურათია იმისა, რაც ქვეყანაში ხდება. აბსოლუტურად ჩამოშლილი, გახრწნილია სისტემა თავიდან ბოლომდე. სამართალდამცავებს აქვთ ერთადერთი ამოცანა, შეასრულონ პოლიტიკური დავალებები. ფაქტობრივად ისინი კრიმინალს ვეღარ ებრძვიან იმიტომ, რომ ხელისუფლება გარიგებულია კრიმინალთან. პირდაპირ ვამბობ, კორუმპირებილ, გახრწნილ, პრორუსულ ადამიანებს, რომლებიც ფეესბესთან დადიან შეხვედრებზე, არასდროს ცალიათ ადამიანის უფლებათა დაცვისთვის. აქ დიდი პრობლემა არის ის, რომ ადამიანი ბედავს დღისით მზისით ამის გაკეთებას, დანაშაულის ჩადენას. პოლიცია იმისთვის არსებობს, რომ არ მოხდეს დანაშაული, თუ მოხდა სწრაფად გამოიძიოს. ის, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, ეს გამართლების ფაქტორებია. პოლიცილები, რომლებიც ბანკის ფანჯარასთან მივიდნენ, რომელიმეს პროფესიონალიზმი შეატყვეთ? მძევალს ელპარაკებოდა: გააჩუმე ენა. რა ლაპარაკია ეს? გამართლებაა ეს ყველაფერი, სადღაც არ გაგვიმართლებს“. ამ კაცს საერთოდ არ გაუგია, რომ დემოკრატიულ ქვეყნებშიც დღისით ხდება დანაშაული და მით უმეტეს, ბანკების გაძარცვის მიზნით მძევლების აყვანა (აბა ღამით ბანკები დაკეტილია). არც ისეთი დებილია ვაშაძე, მართლა ეგონოს რომ ექსტრემალურ სიტუაციებში დემოკრატიული ქვეყნების პოლიციელები ყველას (და მათ შორის მძევლებსაც) ნოტებზე ელაპარაკებიან.

ნაცების რუპორი ტვ-1-ის ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია: „ხედავთ, შინაგან საქმეთა მინისტრი ოპერაციის შემდეგ ისე გაიპარა, რომ კომენტარის გაკეთებაც ვერ გაბედა“. ანუ, დამნაშავის გაუვნებელყოფისა და მძევლების განთავისუფლების ოპერაცია მინისტრმა ყველა პარამეტრის მიხედვით უმაღლესი პროფესიონალიზმით ჩაატარა, უმაღლესი შედეგით დაასრულა და ეს მართლა ქაჯი ჟურნალისტი ამბობს, ხედავთ, ამ მინისტრმა კომენტარის გაკეთება ვერ გაბედა და გაიპარაო. მანამდე, ოპერაციის დასრულების პირველივე წუთებში, აქცენტის არაარსებითი მიმართულებით გადატანის მიზნით ეს ქაჯი და მისი ნაცრუპორი კოლეგები იმაზე ედავებოდნენ შსს-ს პრეს-ცენტრის წარმომადგენლებს, რატომ მოახერხა რუსთავი-2-ის ჟურნალისტმა ბანკის შიგნით კადრების გადაღება და ჩვენ რატომ არ შეგვიშვესო.

რაც შეეხება ნაცების რუპორი ტელევიზიების ზოგად პოზიციებს, ისინი ზრდილობის გულისთვის კი ამბობდნენ, რა კარგია, რომ ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდაო, მაგრამ შემდეგ პოლიციისა და ხელისუფლების იმხელა ლანძღვა-გინებას აყოლებდნენ, რომ ყველაფერში ეტყობოდათ, როგორი იმედგაცრუებულები იყვნენ ოპერაციის ასეთი დასასრულით.

ყველა ქვეყანაში ოპოზიციის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, რისი წინაპირობაც, რასაკვირველია, მმართველი პარტიის გავლენის შესუსტებაა და ისიც გასაგებია, რომ ამ მიზნის მიღწევისთვის იბრძვიან ოპოზიციური პარტიები ყველგან. მაგრამ ალბათ იშვიათია რომელიმე ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია, რომლებიც ნაცებისა და მათთან აფილირებული პარტიების თუ პროპაგანდისტებად ქცეული მედიისა და არასამთავრობოების მსგავსად ყველაფერს აკეთებდნენ სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად, რადგან მათთვის მმართველი პარტია სახელმწიფოსთან ასოცირდება და მათ მთავარი მიზანი იმის ჩვენება კი არ არის, რომ მმართველები რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ, რაღაც ეშლებათ, რაღაცას ოპოზიცია უკეთ გააკეთებდა და ა. შ. არა, მათი მიზანი მხოლოდ იმის ჩვენებაა, რომ თითქოს ხელისუფლება შეგნებულად მტრობს ქვეყანას, რომ ხელისუფლება მტრის მე-5 კოლონაა, რომ ხელისუფლება ყველაფერს სპეციალურად აფუჭებს და ის ფაქტიც კი, რომ აქ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური სტაბილურობაა შენარჩუნებული, ხელისუფლების მინუსად უნდა შეფასდეს და არა პლიუსად. ორიოდე დღის წინ მათი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გირჩი ჯაფარიძე ხელისუფლებას იმას უწუნებდა, რა დროს მშვიდობაზე საუბარია, ხელისუფლება რატომ ისე არ იქცევა, რუსების ერთი 10ათას¬კაციანი სამხედრო კონტინგენტი მაინც დააკავოს აქ, რომ რუსებმა ეს მეომრები უკრაინაში ვერ წაიყვანონო? როცა ჩაეკითხნენ, როგორო, ვერც იმის თქმა გაბედა, რუსების ჯარს სოხუმში ან ცხინვალში დავცხოთო და ვერც ის ახსნა, სხვანაირად როგორ უნდა „დაეკავებინა“ ხელისუფლებას ეს 10 ათასი კაცი აქ.

მერე უკვირთ, რატომ ხდება, რომ ოპოზიციის რეიტინგი ვერ იზრდება და კლებულობს. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა არასოდეს აირჩევს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომლის დროშაზეც პირდაპირ წერია: „თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, ჭირსაც წაუღია ასეთი სამშობლოო“- წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტრაგედია ძმის ქორწილში – ახალი დეტალები 25 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე

თბილისში, 25 წლის გურამ ბოიკო ცივი იარაღით მოკლეს. ბოიკო წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო.მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ თბილისში, „ლისი მერეში“, ძმის ქორწილში იმყოფებოდა.თვითმხილველების თქმით, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც, მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

რას წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას ცოლზე, ნიცა თავაძეზე

ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას ცოლი და მისი შვილის დედა? გაიცანით ნიცა თავაძე - ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა standard.co.uk. ქართველი ვარსკვლავის ოჯახის შესახებ სტატიას აქვეყნებს.სტატია 26 ოქტომბრამდე, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიამდეა გამოქვეყნებული, შესაბამისად, სტატიის ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, „ოქროს ბურთის“ მფლობელი სწორედ ხვიჩა კვარაცხელია გახდეს.„ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გულშემატკივრები უფრო მოფერებით „კვარას“ უწოდებენ, ფართოდ არის ცნობილი თავისი საფეხბურთო ოსტატობით, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ავლენს.25 წლის ფეხბურთელი წელს „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორისაა. ეს ჯილდო ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოდ ითვლება.თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა ის და მისი მეუღლე, ნიცა თავაძე, რომელზეც 2023 წელს იქორწინა, ამ საღამოს ლონდონში დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიას, რადგან ვარსკვლავმა სერიოზული ტრავმა მიიღო.გთავაზობთ ყველაფერს, რაც ნიცა თავაძის შესახებ ვიცით, იმ პრესტიჟული ცერემონიის წინ, რომელზეც შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს.როგორ გაიცნეს ერთმანეთი?წყვილმა ერთმანეთი პირველად 2021 წელს გაიცნო, როდესაც საერთო მეგობარმა გააცნო. იმ პერიოდში კვარაცხელია „ნაპოლიში“ თამაშობდა, ხოლო თავაძე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა.საუნივერსიტეტო ვალდებულებების გამო თავაძემ თავდაპირველად ვერ შეძლო ნეაპოლში გადასვლა, რათა კვარაცხელიასთან ერთად ეცხოვრა, თუმცა წყვილი ურთიერთობას სატელეფონო ზარებისა და წერილების საშუალებით ინარჩუნებდა.ყოველ ჯერზე, როდესაც დასვენება ჰქონდა, ის იტალიაში მიფრინავდა, რათა საყვარელი ადამიანისათვის მხარი დაეჭირა.წყვილი 2023 წლის 16 ოქტომბერს მცხეთაში, სამთავროს მონასტერში დაქორწინდა. საქორწინო ცერემონიაზე მათ ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ.მათი განსაკუთრებული დღის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებისას კვარაცხელიამ მოკლე წარწერა გამოიყენა: „16.10.23“, რომელსაც ლოცვის ემოჯი და წითელი გული დაურთო“, - ვკითხულობთ ბრიტანულ სტატიაში.

ირაკლი კობახიძე – მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემია, რომელიც გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემა

ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სისტემის ღრმა და კომპლექსური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწავლის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, პედაგოგების განსაკუთრებული ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა. განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა.„ეს პროფესიული დღესასწაული დღეს უკვე მეოთხედ აღინიშნება და მოხარული ვარ, რომ მას პირველად მასპინძლობს ჩვენი გამორჩეული საგანმანათლებლო კერა, ჩვენი უძვირფასესი ქალაქი ქუთაისი. მინდა, შეგახსენოთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღის შემოღება დიდი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება. წლევანდელი ზეიმი სიმბოლურია იმითაც, რომ უკვდავი „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წელი შესრულდა. ამ წიგნით იაკობ გოგებაშვილმა ქართველ ბავშვებს ანბანთან ერთად სამშობლოს სიყვარული ასწავლა. „დედა ენა“ ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისა და თვითმყოფადობის ცოცხალი ძეგლია.ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სისტემის ღრმა და კომპლექსური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწავლის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, პედაგოგების განსაკუთრებული ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა.განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ. ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა. ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემია, რომელიც გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემა. წელს ქვეყნის მასშტაბით 10 გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. ასევე, მეორე წელია, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება იმართება. მინდა, წინასწარ მივულოცო თითოეულ ლაურეატს, თითოეულ პედაგოგს დამსახურებული აღიარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, ნიჭიერი ახალგაზრდობის მონდომებასთან ერთად, პედაგოგთა დაუღალავი შრომის დამსახურებაა, რომ გლობალურად საგანმანათლებლო მიღწევების კლების ფონზე, საქართველომ PISA 2025-ის კვლევაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია.„კვლევის მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შედეგების გაუმჯობესების თვალსაზრისით საქართველო მონაწილე 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს.იაკობ გოგებაშვილმა დაგვიტოვა უძვირფასესი მემკვიდრეობა: რწმენა იმისა, რომ ერის მომავალი სკოლასა და მასწავლებელზე დგას. დღეს თქვენ, ჩვენი პედაგოგები, ამ დიდ მისიას ღირსეულად ემსახურებით.კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს სახელოვნად გავლილი გზისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და ამაგისთვის. გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

„ენა მხოლოდ სიტყვათა ერთობლიობა არ არის. ის ხალხის ისტორიული გამოცდილების საცავი, სამყაროს აღქმის განსაკუთრებული ფორმა, წინაპართა ხსოვნა და მომავალი თაობებისთვის გადაცემული სულიერი მემკვიდრეობაა. ენაში ცოცხლობს ხალხის აზროვნება, მისი მითოსი, ზეპირსიტყვიერება, ტკივილი, სიხარული და ის უხილავი კავშირი, რომელიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ, როდესაც აფხაზური ენის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ენის, არამედ საქართველოს კულტურული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილის, ჩვენი ისტორიული თანაცხოვრების გამოცდილებისა და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია ამ მემკვიდრეობის დაცვისა და მომავლისთვის გადაცემის საქმეში. აფხაზეთი განუყოფელია საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი სივრცისგან. მისი მნიშვნელობა ვერ დაიყვანება მხოლოდ გეოგრაფიულ საზღვრებამდე ან ისტორიის ცალკეულ პერიოდებამდე. აფხაზეთი ღრმად არის ჩაზრდილი ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებაში. მისი კულტურული სახე, არქიტექტურული ძეგლები, ზეპირსიტყვიერება, მუსიკა, ტრადიციები და ენა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საერთო სურათს ქმნის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეებისადმი და აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის პირველი ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტური სკოლის - „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი და ცოდნის ინჟინერია“ - გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეების ფარგლებში, აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი პირველი ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტური სკოლა - „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი და ცოდნის ინჟინერია“ ოთხი დღის განმავლობაში იმუშავებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევრები, მათ შორის ილინოისის (აშშ) ურბანა-შემპეინის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში ალექსანდრე მასხარაშვილი და ლინცის იოჰანეს კეპლერის უნივერსიტეტის (ავსტრია) სიმბოლური გამოთვლების კვლევითი ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თემურ კუცია. ღონისძიება აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა ღონისძიების მონაწილეებს, ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას, საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის - აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშეა, ამდენად მისი დაცვა-შენარჩუნება, კონსტიტუციურ ვალდებულებასთან ერთად, აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგების ერთ-ერთ მთავარ მდგენელს წარმოადგენს.„ჩვენ ვზრდით მომავალ ინჟინრებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და ლიდერებს, მაგრამ ამავე დროს ვზრდით ადამიანებს, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების შექმნით არ იზომება. იგი იზომება იმითაც, თუ რამდენად შეგვიძლია დავიცვათ ადამიანური ღირსება, შევინარჩუნოთ კულტურული მრავალფეროვნება და ცოდნა საზოგადოებრივი თანხმობის სამსახურში ჩავაყენოთ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი აკადემიური პოტენციალით შეუძლია ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და კულტურის დაახლოებას, ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებას და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოს ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ემსახურება. ამ მოცემულობაში განსაკუთრებული როლი ახალგაზრდობას ეკისრება. მათ უნდა დაინახონ, რომ ისტორიის ცოდნა წარსულში ჩაკეტვას არ ნიშნავს. პირიქით, ეს არის მომავლის გააზრებულად შექმნის წინაპირობა. როდესაც აფხაზეთზე ვსაუბრობთ, მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარი საკმარისი არ არის. ამ თემას ადამიანური განზომილებაც აქვს - ოჯახების ხსოვნა, დაკარგული ურთიერთობები, იძულებით დაშორებული ადამიანები და საერთო მომავლის რწმენა. ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ენა, ისეთი მიდგომა, რომელიც არ გააღრმავებს გაუცხოებას და პატივს სცემს ადამიანურ ღირსებას, ისეთი მომავლის ხედვა, რომელშიც მშვიდობა, ურთიერთაღიარება და თანამშრომლობა რეალურ შესაძლებლობად იქცევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას წარმოადგენს აფხაზური ენის, როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის, დაცვა, შენარჩუნება და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემა. გვჯერა, რომ თანმიმდევრული, მშვიდობაზე, ნდობის აღდგენასა და საერთო ინტერესებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა ხელს შეუწყობს ისტორიული კავშირების განმტკიცებას და იმ დღის მოახლოებას, როდესაც აფხაზეთი მშვიდობიანად დაიბრუნებს თავის ღირსეულ ადგილს ერთიან ქართულ სახელმწიფოში“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ. დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგნენ მკვლევრები: პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე - სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია - სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი; პროფესორი ავთანდილ გაგნიძე - აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო კვლევების და განვითარების მიმართულებით; ასოციირებული პროფესორი ივანე (მამუკა) გიორგაძე - სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი; პროფესორი მიხეილ რუხაია - თსუ-ის გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; პროფესორი ბესიკ დუნდუა - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერი და თსუ გმი ინსტიტუტის პროგრამირების განყოფილების ხელმძღვანელი; მაგისტრი რიტა მარღანია - სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ქართული და აფხაზური ენებისა და აზროვნების მათემატიკური შესწავლის ჯგუფის წევრი; ასოცირებული პროფესორი რატი სხირტლაძე - კავკასიის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის პროგრამის ხელმძღვანელი. გამოსვლების დასრულების შემდეგ მკვლევრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და საერთაშორისო სტუდენტური სკოლის პირველი დღის შედეგები შეაჯამეს. ინტერაქციული დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის როლს მცირერესურსოვანი ენების ციფრული გადარჩენის საქმეში. ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი გამოხატეს იმ გამოთვლითი მოდელების მიმართ, რომელთა მეშვეობითაც აფხაზური ენობრივი მონაცემების დამუშავება და შენარჩუნებაა შესაძლებელი.  სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ციფრული სუვერენიტეტის დაცვისა და განვითარების დღეების ფარგლებში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი პირველი ყოველწლიური საერთაშორისო სტუდენტური სკოლა - „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი და ცოდნის ინჟინერია“ მუშაობას მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაასრულებს.

მიხეილ ყაველაშვილი – მასწავლებლობა არის ზნეობრივი მისია, სწორედ პედაგოგს მიუძღვის გადამწყვეტი წვლილი იმ პიროვნებების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ხვალ ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალს განსაზღვრავენ

მასწავლებლობა, პროფესიასთან ერთად, არის მოწოდება და ზნეობრივი მისია, რომელიც ემსახურება ჩვენს ახალგაზრდებში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივებასა და ცოდნის წყურვილი აღძვრას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.ყაველაშვილის განცხადებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ღირსეული სამუშაო გარემო, სამართლიანი ანაზღაურება და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის არა უბრალოდ სოციალური პოლიტიკა, არამედ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული განვითარების აუცილებელი წინაპირობა.„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს, სიმბოლურია, რომ ეს საზეიმო დაჯილდოება სწორედ ქუთაისში აღინიშნება, ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა საგანმანათლებლო და სასულიერო კერას, ასევე სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ დღეს, 1 840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა დიდი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი. ადამიანი, რომელმაც განათლება და მშობლიური ენა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების უმთავრეს საფუძვლად აქცია. მასწავლებელი არის ის ადამიანი, რომელსაც ერი და სახელმწიფო ყველაზე ძვირფასს, ქვეყნის მომავალს ვანდობთ. სწორედ ამიტომ, მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ღირსეული სამუშაო გარემო, სამართლიანი ანაზღაურება და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის არა უბრალოდ სოციალური პოლიტიკა, არამედ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული განვითარების აუცილებელი წინაპირობა. მასწავლებლობა პროფესიასთან ერთად არის მოწოდება და ზნეობრივი მისია, რომელიც ემსახურება ჩვენს ახალგაზრდებში სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივებასა და ცოდნის წყურვილი აღძვრას. სწორედ პედაგოგს მიუძღვის ერის წინაშე გადამწყვეტი წვლილი იმ პიროვნებების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ხვალ ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალსა და წარმატებას განსაზღვრავენ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.მისივე თქმით, თანამედროვე გლობალური ეპოქა სრულიად ახალ და მასშტაბურ გამოწვევებს აყენებს.„ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის დაჩქარებული განვითარება და უწყვეტი საინფორმაციო ნაკადები მოითხოვს, რომ განათლების სისტემამ ფეხი აუწყოს დროის მოთხოვნებს. დღევანდელ მასწავლებელს ისეთ დინამიკურ გარემოში უწევს მოღვაწეობა, სადაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ იმას, თუ როგორ მიიღებს, გააანალიზებს და რა მორალურ კონტექსტში მოაქცევს ამ ინფორმაციას ახალგაზრდა, სწორედ პედაგოგის პროფესიონალიზმი და სიბრძნე განსაზღვრავს. ტექნოლოგიები ცვლის სამყაროს და ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანს, მასწავლებელი კი ასწავლის, როგორ იქნას ეს შესაძლებლობები გამოყენებული გონივრულად და სამშობლოს საკეთილდღეოდ. იაკობ გოგებაშვილის ეპოქიდან დღემდე ერთი უკვდავი ჭეშმარიტება უცვლელი რჩება: ქვეყნის ხვალინდელი დღე დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვასწავლით დღეს ჩვენს შვილებს, რა ღირებულებებს ვუნერგავთ მათ და როგორ ადამიანად ჩამოყალიბებაში ვეხმარებით. სწორედ ამიტომ, როგორც არ უნდა განვითარდეს გლობალური პროცესები, ჩვენი საერთო მისიაა არა მხოლოდ ინფორმირებული, არამედ პასუხისმგებლიანი, ღირსეული და ეროვნულად მოაზროვნე ახალგაზრდების აღზრდა. და ბოლოს, ვსარგებლობ შემთხვევით და მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს გილოცავთ საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესებული პრემიის მიღებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები