მსოფლიო ჭადრაკის დედოფალს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს ხვიჩა კვარაცხელიამ მაისური უსახსოვრა
მსოფლიო ჭადრაკის დედოფალს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს ხვიჩა კვარაცხელიამ მაისური უსახსოვრა

რა მოხდა ქუთაისი-ვენეციის რეისზე
„თუ ჩვენი დროის გმირებზე მკითხავენ, ვისაც შევხვედრივარ მათ შორის, ამ გოგოს დავასახელებდი...“, - ასე იწყებს სოციალურ ქსელში პოსტის წერას ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც 17 თებერვალს, ქუთაისი-ვენეციის რეისზე იმყოფებოდა და იქ მომხდარს შეესწრო.„17.02.2026. ქუთაისი-ვენეცია, რეისი ახალი აფრენილი იყო, როცა ერთ-ერთი მგზავრი ფაქტობრივად სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან, იყო რისკი რეისის ავარიულად დაშვების, მაგრამ ამ პატარა გოგოს ძალისხმევამ და ცოდნამ, გადაარჩინა სიცოცხლე. ვენეციის აეროპორტიდან კი მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა, ვერ გეტყვით რა ბედი ეწია შემდეგ, მაგრამ მთელი ფრენის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლის გადასარჩენად. თუ აქ ხარ, გეტყვი, მადლობა შენ და მადლობა უფალს, რომ არსებობენ შენნაირი გულისხმიერი ადამიანები“, - წერს მგზავრი სოციალურ ქსელში.
მედიის ცნობით, ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირველი დარტყმისთვის ემზადება
ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირველი დარტყმისთვის ემზადება, – ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.როგორც მედია იუწყება, თეირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ისრაელი ემზადება ჰიპოთეტური სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც ირანმა შესაძლოა, პირველმა დაარტყას ისრაელს.როგორც ისრაელის მედია წერს, ისრაელის სამხედრო მზადყოფნის დონე მსგავსია იმ მდგომარეობისა, რომელიც 2025 წლის ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის წინ იყო.
ქმრის ღალატი, მძიმე დაავადება და საბოლოოდ ნაპოვნი ბედნიერება – თურქი სუპერვარსკვლავის, ნესლიჰან ათაგულის ცხოვრება კამერებს მიღმა
ნესლიჰან ათაგულს თურქეთში "სერიალების დედოფალს" უწოდებენ. თურქი მსახიობი ცნობილი გახდა არა მხოლოდ გამორჩეული გარეგნობით, არამედ რომანტიკული როლების ნიჭიერი შესრულებით. სერიალში, სადაც ნესლიჰანი თამაშობს, გოგონებს უწევთ ყველანაირი უბედურების გადალახვა, თუმცა ფინალში ჯილდოს სახით - სიმპათიური პრინცი და პირადი ბედნიერება ელოდება. თავად მსახიობის ცხოვრებაში კი ყველაფერი სხვანაირად არის. სილამაზე ცხოვრებაში სასჯელად ექცა, რამაც ბევრი უბედურება მოუტანა.ნესლიჰანის მშობლები სტამბოლში 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირიდან ჩამოვიდნენ. მსახიობის დედა ბელორუსიაში დაიბადა, მამა და მისი ყველა წინაპარი ჩერქეზები არიან. თავად ნესლიჰანი თურქეთში დაიბადა. ემიგრანტების ოჯახი საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა: მამა მძღოლად მუშაობდა, დედა დიასახლისი იყო და ვაჟს და ქალიშვილს ზრდიდან. ნესლიჰანი რვა წლის იყო, როდესაც მამასთან ერთად ფილმს უყურა, დასრულების შემდეგ კი მტკიცედ თქვა, რომ მსახიობი გახდებოდა.ნესლიჰანი გაიზარდა, მაგრამ კინოზე ოცნება არ მიუტოვებია. 13 წლის ასაკში დამოუკიდებლად მოიპოვა კასტინგის სააგენტოს მისამართი და ტელეფონის ნომერი. გასაუბრებაზე დედასთან ერთად მივიდა, რომელიც წინააღმდეგი იყო შვილის მსახიობობის. უნდოდა, გოგონას ოჯახი შეექმნა და ქმარ-შვილთან ერთად მშვიდად ეცხოვრა.ნესლიჰანი სააგენტომ მიიღო და მალე დამწყები მსახიობი რეკლამებში გადაიღეს. ამას მოჰყვა პატარა როლები სერიალებში. 15 წლის ასაკში კი პირველი წარმატება მოვიდა - როდესაც სერიალში "ფოთლების დაცემა" გადაიღეს. მშობლები მიხვდნენ: მსახიობის პროფესია მათი ქალიშვილის მოწოდება იყო. ის ძალიან ბედნიერი იყო და გარდა ამისა, კარგ ფულს შოულობდა, რაც საშუალებას აძლევდა, მაგალითად, ძმისთვის მასწავლებლების ფული გადაეხადა.სერიალის "სტამბულის ორი სახის" გადაღების დროს გოგონა ქადირ დოგულუს შეხვდა. გრძნობები ორმხრივი აღმოჩნდა. ახალგაზრდებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო: ქადირი ასევე ღარიბ ოჯახში გაიზარდა, მოზარდობისას მუშაობდა წყლის დამტარებლად და მისი ოცნება ბარმენობა იყო. მაგრამ ერთ დღეს ახალგაზრდა სერიალში "პატარა საიდუმლოებები" მიიწვიეს. ასე დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. 2016 წელს შეყვარებულებმა იქორწინეს. გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში სუნთქვაშეკრული უყურებდნენ ქორწინების ცერემონიას სოციალურ ქსელებში. წლების შემდეგ კი ულამაზესი შვილი შეეძინათ.
საქართველოს მრავალფეროვანი იდენტობის ისტორია, სადაც აზანი და ეკლესიის ზარები ერთ ისტორიას ჰყვება-ირანის ელჩი ალი მოჯანი
საქართველოს მრავალფეროვანი იდენტობის ისტორია, სადაც აზანი და ეკლესიის ზარები ერთ ისტორიას ჰყვება-ირანის ელჩი ალი მოჯანი,,რამაზანის მარხვის პირველმა დილამ აღმოსავლეთ საქართველოში ქალაქ მარნეულის დათვალიერებით, რელიგიური ადგილების მოლოცვითა და სასულიერო პირებთან შეხვედრით ჩაიარა. სამას წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე მეჩეთები მასპინძლობენ შიიტური აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეთა უმსხვილეს რელიგიურ შეკრებებს.
ეს მეჩეთები მხოლოდ სალოცავი სივრცეები არ არის; ისინი იმ საზოგადოების ცოცხალ ისტორიულ მეხსიერებას წარმოადგენს, რომელმაც მართლმადიდებელი ქრისტიანული უმრავლესობის ქვეყანაში შეძლო საკუთარი რელიგიური იდენტობის შენარჩუნება ქართული ეროვნული იდენტობის პარალელურად.
ამ ნაგებობების ძველი გუმბათებისა და კედლების ჩრდილში ჩანს თანაცხოვრების ნარატივი, სადაც აზანის ხმა ეკლესიის ზარებს კი არ უპირისპირდება, არამედ ამ ქვეყნის მრავალშრიანი ისტორიის გაგრძელებად ისმის.
საქართველო, სადაც მართლმადიდებლურ ქრისტიანობას შორეულ წარსულში აქვს ღრმა ისტორიული ფესვები გადგმული, მუდამ წარმოადგენდა კულტურებისა და რელიგიების გადაკვეთის სივრცეს. მარნეულში მეჩეთების არსებობა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ რელიგიური მრავალფეროვნება ამ ქვეყნის სოციალური ქსოვილის ორგანული ნაწილია. ეს მრავალფეროვნება, ურთიერთპატივისცემის ეთიკურ კომპონენტთან ერთად, შესაძლოა იქცეს ეროვნული სტაბილურობის და ერთიანობის კაპიტალად.
ისტორიული თვალსაზრისით, ეს ადგილები ცხადყოფს, რომ საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურმა ცვლილებებმა და საზღვრების გადანაწილებამ ვერ შეძლო ადამიანური და კულტურული კავშირების განადგურება.
ეთიკური თვალსაზრისით, გზავნილი ნათელია: ვერც ერთ საზოგადოება სხვისი განზე გაწევით ვერ განმტკიცდება. ნებისმიერი საზოგადოება მდგრადობას აღწევს ურთიერთღირსების აღიარებით. სოციალური თვალსაზრისით კი, ეს მეჩეთები წარმოადგენს მუსლიმთა აქტიური მონაწილეობის ნიმუშს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღმსარებლობით მუსლიმი მოქალაქეები, თავიანთ ქრისტიან თანამოძმებთან ერთად იღწვიან მშვიდი და დაბალანსებული მომავლის ასაშენებლად.
რამაზანი მარნეულში მხოლოდ რელიგიური რიტუალი არ არის; ეს არის შესაძლებლობა თანაცხოვრების, დიალოგისა და იმ კავშირების გაძლიერებაზე დაფიქრებისათვის, რომლებიც რელიგიურ განსხვავებებს აღემატება და ურთიერთპატივისცემასა და საერთო პასუხისმგებლობაზეა დაფუძნებული- ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების თანახმად, მომხდარს „სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი“.„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
