ორშაბათი, მარტი 2, 2026

მსოფლიოში ტანსაცმლის დაუთოვება უკვე სირცხვილად იქცა

ყველამ ვიცით, რომ პერანგები, ზეწრები და შარვალი უფრო მოვლილად და ელეგანტურად გამოიყურება, როცა ისინი დაუთოვებულია… თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ვაანალიზებთ, რომ დაუთოვება საშინელებაა.

და ეს არამხოლოდ იმიტომ, რომ მოსაწყენი საქმიანობაა. საქმე ისაა, რომ უთოს გათბობას დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება, რაც გარემოსთვის მავნებელია.

თუ დაუთოვება არ გიყვართ და ეკოლოგიაზეც ზრუნავთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება უთოზე უარის თქმა, გლობალურ დათბობასთან და კლიმატთან ბრძოლის სახელით.

-“დღეისათვის, მე თავს ულებას ვაძლევ, აღარ დავაუთავო საკუთარი ტანსაცმელი, ნახშირორჟანგის გამოყოფა რომ შევამცირო.

იცოდით, რომ ელექტრონული უთოთი დაუთოვება გარემოს ვნებს? საშუალოდ, თითოეული ადამიანი წელიწადში 190 კგ-ს ექვივალენტ CO2-ს გამოყოფს, დაუთოვების ხარჯზე. თუ 7 მლრდ ადამიანი ტანსაცმლის დაუთოვებაზე იტყვის უარს, ჩვენ CO2-ს გამოყოფას წელიწადში 13 მლნ ტონით შევამცირებთ, რაც უზარმაზარი წვლილი იქნება კლიმატური ცვლილებების შენელებაში.”

ეს ინიციატივა სულ უფრო პოპულარული ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაუუთოვებელი ტანსაცმელი მოდელებზეც ვიხილოთ…

თქვენ იტყვით უარს დაუთოვებულ ტანსაცმელზე, პლანეტის სასარგებლოდ?

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„დააყენეთ მაღვიძარები და მოამზადეთ კამერები! თამარ იოსელიანი საზოგადოებას მიმართავს

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი საზოგადოებას მიმართავს:„სამშაბათი, 3 მარტი, 2026: ბოლო სავსე „სისხლიანი მთვარე“ 2028 წლამდე! დააყენეთ მაღვიძარები და მოამზადეთ კამერები! ამ სამშაბათს ჩვენ ვიხილავთ იშვიათ ციურ სანახაობას. ეს უბრალოდ სავსე მთვარე არ არის - ეს არის მთვარის სრული დაბნელება და წელს ერთადერთიც. რატომ არ უნდა გამოტოვოთ ეს მოვლენა: დიდი „პაუზა“ იწყება: ამ სამშაბათის შემდეგ, როდესაც ჩრდილი გაივლის, დედამიწაზე თითქმის სამი წლის განმავლობაში აღარ იქნება სავსე „სისხლიანი მთვარე“ (2028 წლის ახალი წლის ღამემდე). „ოზონის“ ნათება: ასტრონომების თქმით, ამ კონკრეტულ დაბნელებას შესაძლოა ჰქონდეს იშვიათი მუქი ლურჯი ან ფირუზისფერი ზოლი წითელი ჩრდილის კიდეზე - იმის გამო, თუ როგორ ფილტრავს სინათლეს დედამიწის ოზონის ფენა". 

ევროკავშირში ირანის მიერ რეგიონის რამდენიმე ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას „მიუღებლად“ აფასებენ და დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავენ, ყველა მხარეს კი მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით აკვირდებიან და ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდებენ.ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ 27 წევრი ქვეყნის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.ევროკავშირში ირანის მიერ რეგიონის რამდენიმე ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას და სამხედრო შეტევებს „მიუღებლად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავენ.„მოვლენები, რომლებიც ირანში ვითარდება, არ უნდა გადაიზარდოს ესკალაციაში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ახლო აღმოსავლეთს, ევროპას და მის ფარგლებს გარეთ გაუთვალისწინებელი შედეგებით, მათ შორის ეკონომიკური სფეროსთვის. ჰორმუზის სრუტის მსგავსი კრიტიკული საზღვაო გზების ბლოკირება თავიდან უნდა იქნეს აცილებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.ბლოკმა ირანს მოუწოდა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.

როგორი ამინდი იქნება 2 მარტს საქართველოში

2 მარტი - ორშაბათიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +2, +7°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით 0, +5°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -4, +1°, დღისით +4, +9°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, ზოგან -16°-მდე, დღისით -5, 0°.

ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთზე – მზად ვართ გავუზიაროთ გამოცდილება, დავეხმაროთ ერებს, რომლებიც უკრაინას დაეხმარნენ – მნიშვნელოვანია, ირანში ცვლილებების შესაძლებლობა გონივრულად იქნას გამოყენებული

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია რაკეტებისა და "შაჰედის" ტიპის საბრძოლო მასალისგან სრული დაცვის უზრუნველყოფა, იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც უკრაინაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ.ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარებით.„ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია რაკეტებისა და "შაჰედებისგან" 100%-იანი დაცვის უზრუნველყოფა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიც კი, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხის საჰაერო თავდაცვის სისტემები და მსგავსი სისტემების დიდი რაოდენობა - ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ყველა ბალისტიკური რაკეტის ჩაჭრას. რეგიონში ზოგიერთმა "შაჰედის" ტიპის დრონმაც გაარღვია საჰაერო თავდაცვა.ყველას ხედავს, რომ ჩვენი თავდაცვის გამოცდილება, მრავალი თვალსაზრისით, შეუცვლელია. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ეს გამოცდილება, მზად ვართ დავეხმაროთ იმ ერებს, რომლებიც უკრაინას დაეხმარნენ ამ ზამთარში და ამ ომის განმავლობაში", - აცხადებს ზელენსკი.მან დასძინა, რომ უკრაინა ყურადღებით აკვირდება ირანის გარშემო არსებულ სიტუაციას.„მნიშვნელოვანია, რომ ირანში ცვლილებების შესაძლებლობა გონივრულად იქნას გამოყენებული. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მკაფიო პოზიცია ადამიანებისა და სიცოცხლის მხარდასაჭერად.... მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა გადაწყვეტილებამ და მსოფლიოში ყველას გადაწყვეტილებამ ნამდვილად იმუშაოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ თეირანში საელჩოს ხურავენ, ელჩს და ყველა სხვა დიპლომატს გაიწვევენ.ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიზეზად ირანის „აშკარა სარაკეტო თავდასხმები“ დაასახელა.არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ცნობით, ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად ქვეყანაში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაიჭრა.

ბოლო სიახლეები