შაბათი, ივნისი 20, 2026

მიხეილ სააკაშვილის დედა: 58 კილოა, ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს 1500 კალორიას, რომელსაც ისინი ითხოვენ

მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და 58 კილოგრამს იწონის.

“წონა აქვს უკვე 58 კგ. როგორ ფიქრობთ, 58 კგ რომ გახდა ადამიანი უსათუოდ უნდა მოკვდეს? მაშინ ვთქვათ, რომ თვითმკვლელია. ადამიანი არის მოწამლული და ვერ ჭამს 1500 კალორიას, რომელსაც ისინი ითხოვენ. რაც შეეხება კონსილიუმს. მე რამდენადაც ვიცი, შესთავაზეს ელენე გიორგაძის მოსვლა.

ეს ის ქალბატონია, რომელიც ხელმძღვანელობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის კვებას, რომელიც ყველამ დაიწუნა და ჩათვალეს, რომ მისი ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის რეფიდინგი, რომელიც ჩატარდა იქ” –  განაცხადა გიული ალასანიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯორჯია მელონი – პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები უაზროა – ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის, ჯობია, შენსაზე ფოკუსირდე

ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის, ჯობია შენსაზე ფოკუსირდე,- ასე პასუხობს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, თითქოს მელონი მასთან მეგობრობის აღდგენას თავისი რეიტინგების გასაზრდელად ცდილობს. ,,ჩემი პასუხი ჩემს შესახებ დონალდ ტრამპის ბოლო პოსტზე. მაგრამ ამ თემას არ დავუბრუნდები, ვინაიდან ჯერ კიდევ მჯერა დასავლეთის ერთიანობის და არ მჯერა, რომ ეს წარმოდგენა ჩვენს ამოცანებს შეესაბამება. პრეზიდენტო ტრამპ, ეს მუდმივი და უსაფუძვლო თავდასხმები უაზროა. ჩემს პოპულარობას რაც შეეხება, შენთან მეგობრობა ნამდვილად არ დამეხმარა, და ის არცაა დამოკიდებული შენთან ურთიერთობებზე. ჩემი პოპულარობა დამოკიდებულია ჩემს შესაძლებლობაზე, დავიცვა იტალიის ეროვნული ინტერესები, და მუდმივად მხოლოდ ამას ვაკეთებდი. სწორედ ეს გავაკეთე იტალიაში ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით. მათი გამოყენება რეგულირდება შეთანხმებებით, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით, და რომლებიც არ დაირღვევა სანამ პრემიერ-მინისტრი ვარ. იტალია ჯერ კიდევ სუვერენული სახელმწიფოა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პოპულარობა შენი საქმე არ არის. გირჩევ შენსაზე ფოკუსირდე,” - წერს მელონი.

დღეს დღის მნიშვნელოვანი ნაწილი დავუთმე ანგარიშის მომზადებას მომდევნო სამოცი დღის შესახებ-ალი მოჯანი

,,დღეს დღის მნიშვნელოვანი ნაწილი დავუთმე ანგარიშის მომზადებას მომდევნო სამოცი დღის შესახებ - სამოცი დღისა, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტ პერიოდად იქცეს ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისა და რეგიონული თანამშრომლობის ახალი სივრცის ფორმირების გზაზე. ანგარიში დასრულების შემდეგ თეირანში გაიგზავნა მასში შევეცადე წარმედგინა მომავალი ვითარების რეალისტური სურათი — არა მხოლოდ სურვილებსა და ოპტიმიზმზე დაყრდნობით, არამედ იმ შესაძლებლობების, შეზღუდვების, რეალური პერსპექტივებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. ამ შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს პოზიციას კავკასიაში და ქვეყნის შესაძლებლობებს, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერებაში. მჯერა, რომ ახალ პირობებში კავკასია და განსაკუთრებით საქართველო უფრო მეტად შეძლებენ იქცნენ ხალხების, ბაზრებისა და კულტურების დამაკავშირებელ ცენტრად. ანგარიშის მომზადების პროცესში ვისარგებლე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ჩემი კოლეგების რჩევებითა და გულწრფელი შეხედულებებით. ასევე, გასული კვირის განმავლობაში ჟურნალისტების, მკვლევრების, ანალიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ ირანის შესახებ გამოქვეყნებული მრავალი სტატია, კომენტარი, ანალიზი და მოსაზრება ჩემთვის ღირებული წყარო იყო არსებული გარემოს უკეთ გასაგებად და მომავლის პერსპექტივების განსასაზღვრად. ყველას გულწრფელ მადლობას ვუხდი. მომდევნო სამოცი დღე მხოლოდ დროის მონაკვეთი არ არის; ეს არის შესაძლებლობა ახალი ინიციატივების შესაქმნელად, თანამშრომლობის ახალი გზების გასახსნელად და არსებული პოტენციალის ხელშესახებ რეალობად გადასაქცევად. ასეთ პერიოდებში მომავალს მხოლოდ პოლიტიკური პროცესები არ განსაზღვრავს; გადამწყვეტ როლს ასრულებს ასევე ნება, დიალოგი, ურთიერთგაგება და კულტურული თუ ეკონომიკური თანამშრომლობა. იმედი მაქვს, შევძლებთ ამ შესაძლებლობის საუკეთესოდ გამოყენებას რეგიონული კავშირების გასაძლიერებლად და ხალხებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის განსავითარებლად''-ამის შესახები ირანის ელჩი ალი მოჯანის სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე – ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, საქართველო ბევრად უფრო წინ წავა ეკონომიკური პოტენციალის ათვისების კუთხით

მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია.„ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე, იცით, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. იცით, რომ დიდი ინვესტიციები იდება ამ ყველაფერში, დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში, ამასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების განვითარებას როგორც მეზობელ ქვეყნებთან, იცით, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი

მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, ზოგადად, სასკოლო ფორმების ინიციატივა ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.„ზოგადად, ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით, ამაზე ბევრი გვისაუბრია, ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები დასრულდა, რის საფუძველზეც საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სათანადო სკოლის ფორმები ბავშვებისთვის. ეს ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი,“ – აღნიშნა პრემიერმა.

ლევან ხაბეიშვილი – საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო, არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა

ჩვენი ვალდებულებაა, გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ. პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერილში წერს, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.როგორც ხაბეიშვილი წერს, როგორც კი, აღნიშნულ პუნქტებზე შეთანხმება მოხდება და „პროპაგანდას ყოველგვარი ჭოჭმანის, ჭრიალის და ენის მოჩლექის გარეშე“ გაეცემა პასუხი, შემდეგ უკვე შეიძლება ევროპასთან ინტეგრაციისა, თუ ეკონომიკური სიკეთეების საკითხებზე გადასვლა.„საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ გზაგასაყარზეა. ივანიშვილმა აირჩია ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას გზა და უარყო ილია ჭავჭავაძის, დავით აღმაშენებლის, თამარის და რაც მთავარია იესოს გზა. ივანიშვილმა უარი თქვა სიკეთეზე, სიყვარულზე, დათმობაზე და მისი რეჟიმი დაამყნო სიძულვილზე, წამებაზე, ძალადობაზე, დაყოფაზე… ძალადობრივ რეჟიმს ზურგს უმაგრებს ამორალური, აღვირახსნილი, მატყუარა რუსული პროპაგანდა. ჩვენი ვალდებულებაა, ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ. პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი.1. საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო, არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა. (ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია, უთხოვია საწინააღმდეგო. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ასევე არსებობს კანონი ან კონსტიტუცია, სადაც იგივე დათქმაა, რაც ზემოთ მოგახსენეთ);2. საქართველოში ხალხის მთავარი გამაერთიანებელი, ყველა დროს, ყველა ეპოქაში იყო რწმენა, ღმერთი. უფლის სიყვარული ქრისტესმიერი სათნოებაა, სიკეთე და ტოლერანტობა. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია და აღდგენა. ასევე, სასულიერო აკადემიების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ პატრიარქის ინსტიტუციისთვის შესაძლებლობის გაჩენას, რომ შობის და აღდგომის დღესასწაულებზე უშუამდგომლოს გარკვეული რაოდენობის მსჯავრდებულს;3. საქართველოდან კოლოსალური რაოდენობის მოქალაქე გაურბის სიდუხჭირეს, გაჭირვებას, რუსულ რეჟიმს და ამ ფონზე აბსოლუტურად უკონტროლოდ, ზღვარგადასული რაოდენობით, ჩვენს ქვეყანაში შემოდიან რუსები, პაკისტანელები, ინდოელები, ირანელები და ა.შ. უპირობოდ შეწყდება უკონტროლოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება და გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, იგივე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზომიერების გარეშე შეეძლებათ, ესტუმრონ საქართველოს და არა ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქე;4. ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას;5. საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფაა. მცირდება შობადობა, იზრდება სიკვდილოანობა. ამ ფონზე ინგრევა ოჯახები და მათი უმრავლესობა საქართველოდან გადახვეწით შველის საკუთარ თავს. ჩვენთვის ოჯახი, გამრავლება არის პრიორიტეტი და შესაბამისად, ქორწინება, ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა გახდება ფინანსურად წახალისებული და უზრუნველყოფილი.როგორც კი ამ 5 პუნქტზე შევთანხმდებით და ფორსირებულად პასუხს გავცემთ პროპაგანდას ყოველგვარი ჭოჭმანის, ჭრიალის და ენის მოჩლექის გარეშე, შემდეგ უკვე შევძლებთ გადავიდეთ ასევე, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე: ევროპასთან ინტეგრაცია, დასავლურ ვექტორზე დაბრუნება, საკანონმდებლო ბაზის გასწორება, რომ უსწრაფესად დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ევროპულ ოჯახს. ამის შემდეგ, შეგვიძლია, ვისაუბროთ საბანკო ოლიგარქიის დასრულებაზე, ეკონომიკურ სიკეთეებზე და დოვლათზე, რომელსაც მიიღებს ხალხი.და +1 პუნქტი – საქართველო ივანიშვილის გარეშე!!! ამ პუნქტის შესრულების გარეშე საბოლოოდ გადაიჩეხება ჩვენი ქვეყანა, რაც ცხადია არ უნდა დავუშვათ!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ბოლო სიახლეები