მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

Read Time:24 Second

საფრანგეთის ქალაქებში, ნანტსა და ბორდოში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა, ე.წ. შავი ბლოკის წევრებმა მაღაზიების შუშები ჩაამსხვრიეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

აქცია საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. რამდენიმე ქალაქში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სადავო საპენსიო რეფორმა მთავრობამ გასულ კვირას კენჭისყრის გვერდის ავლით მიიღო. საპენსიო სისტემის ცვლილება საპენსიო ასაკის 62-წლიდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იანვრიდან იმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

tiflisnews.ge არის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულების საინფორმაციო სააგენტო, რომელმაც ფუნქციონირება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. სააგენტო 24 საათის განმავლობაში ავრცელებს ობიექტურ, მიუკერძოებელ ინფორმაციას, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: მტკნარი სიცრუეა, თითქოს პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ
Next post სოზარ სუბარი: დღეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულ არხებზე გამოჩნდა ასეთი სათაურები – „ქართული გაზაფხული“, „თბილისური გაზაფხული“ – ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია