ოთხშაბათი, მაისი 20, 2026

მამუკა მდინარაძე: ჩვენ უნდა ვისაუბროთ შაქარაშვილის უდიდეს ტრაგედიაზე და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

 

,, ჩვენ უნდა ვისაუბროთ შაქარაშვილთან დაკავშირებულ უდიდეს ტრაგედიაზე და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე”, განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,იმედი”-ს ეთერში საუბრისას. ,,აქვე მინდა ვახსენო ოპოზიციის ბინძური ბრძოლის ერთ-ერთი მაგალითი. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ დამისვა შეკითხვა, ზოგადად რატომ ვერ აღმოფხვრა სახელმწიფომ, ჩვენმა ხელისუფლებამ ქუჩის გარჩევები, ჩხუბები და ასე შემდეგ. მე ვუთხარი რომ ეს არის ზოგადი პრობლემა, რომ მისი აღმოფხვრა მარტივი არ არის და ურთულესია. მთელ მსოფლიოს აწუხებს ეს საკითხი და მისი მოგვარება ასე მარტივად არ ხდება. ეს ფრაზა გამოიტანეს ცალკე და დააწერეს ამ ნიუსს : ,,მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას”. ეს არის უდიდესი სპეკულაცია. ცდილობენ ხალხს დააჯერონ, რომ თითქოს მამუკა მდინარაძე შაქარაშვილის ტრაგედიაზე საუბრისას აგდებულად საუბრობს და ამბობს, რომ ეს ზოგადი პრობლემაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება”, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბექა ძამაშვილი: იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები

იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საქმეზე - „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას.მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დაიცვას პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაუსაბუთებელი სიტყვიერი თავდასხმებისა და შეურაცხყოფისგან.„იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. სტრასბურგის სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები და აღნიშნა, რომ ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება შეზღუდვას და მიზანშეწონილიცაა, რომ ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, რადგან აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს სხვათა უფლებების დაცვა. კონკრეტულ შემთხვევაში აღინიშნა, რომ ნებისმიერი გამოხატვა, რომელიც მიმართულია სხვისი შეურაცხყოფისკენ, დამცირებასა და აგრესიის გამოხატვისკენ, უნდა იყოს შეზღუდული. ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას თავდასხმებისგან“, - აღნიშნა ძამაშვილმა.სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.საქმე ეხებოდა 2022 წელს სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მომჩივანმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი მილაძემ, თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციის მისამართით უხამსი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა. აღნიშნულისთვის ეროვნულმა სასამართლოებმა მას კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის - 500 ლარის ჯარიმა დააკისრეს.

თბილისის მერიამ „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დააფინანსა

„ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში 1 134 მოქალაქისთვის 6 700-მდე შემთხვევა დაფინანსდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხდა.მისივე თქმით, ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მუნიციპალიტეტი, მინიმუმ, 24 750 და, მაქსიმუმ, 70 110 ლარს გამოყოფს.„თბილისის მერია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამებით ახორციელებს, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია. კერძოდ, განიკურნა ადრეული სტადიის ბენეფიციართა 97 პროცენტი. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამა HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება. ამ დაავადებასთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის დროული აღმოჩენა, რადგან ხშირად სწორედ დროულ დიაგნოზზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფასეულობაა და ჩვენი ვალდებულებაა, ადამიანებს დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში ძვირად ღირებული მედიკამენტები ყველა მოსარგებლეს სრულად, 100 პროცენტით უფინანსდება.„შესაბამისი მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია. მოქალაქე პროგრამაში ჩასართავად განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას მიმართავს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან მისაღებად საგარანტიო წერილი გაიცემა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობამ წლების განმავლობაში, აღნიშნულის გარდა, არაერთი პროგრამა განახორციელა, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება.„ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არაერთ პროგრამასა და პროექტს ვახორციელებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ფუნდამენტზე უფრო ძლიერი საყრდენი – ადამიანი უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული, უზრუნველყოფილი შესაბამისი მედიკამენტებით, ჰქონდეს სხვადასხვა მიმართულებით ხელშეწყობა და გრძნობდეს სიცოცხლის სიხარულს. მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იმატებს სიმსივნით დაავადებული ადამიანების რიცხვი. სამწუხაროდ, ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. სწორედ ამიტომ ვალდებულად ვთვლით, ონკოპაციენტების დაფინანსება, მათზე ზრუნვა და დახმარება დედაქალაქის ბიუჯეტში თანხის მაქსიმალური რიცხვით ავსახოთ. ხშირ შემთხვევაში, დროულად ჩატარებული კვლევა და სწორი მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. ამ პროგრამის უკან დგას არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ დგანან ადამიანები, ოჯახები და მათი სიცოცხლე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ქალი არ დარჩეს აუცილებელი მკურნალობის გარეშე ფინანსური სირთულეების გამო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ბეჟაშვილი – ლევან ხაბეიშვილს ასამართლებენ სპეცრაზმისადმი მიმართვისთვის, რომ არ დაარტყათ საკუთარ ხალხს, არ მოწამლოთ ადამიანები, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები

ქართველი ხალხის ბრძოლას ვერ შეაჩერებს ვერცერთი მოსამართლე, ვერცერთი განაჩენი, ვერცერთი ციხე. ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. იქამდე, ვიდრე საქართველოში აღარ იარსებებს პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.ბეჟაშვილის თქმით, „რეჟიმს ეშინია თავისუფალი ადამიანის, შეუპოვრობის, იმ ხალხის, ვინც ვერ გატეხეს, ვერ დააშინეს, ვერ იყიდეს“.„დღეს ივანიშვილის სასამართლოს მორიგი პოლიტიკური ეგზეკუციის დღეა. დღეს რუსი ოლიგარქის, საქართველოს ჩრდილოვანი მმართველის — ბიძინა ივანიშვილის მორჩილი მოსამართლე განაჩენს გამოუცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. ეს არ არის სამართალი. ეს არ არის სასამართლო. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანა, რომელიც 2012 წლიდან ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს — გაანადგუროს თავისუფალი აზრი, ოპოზიცია და ყველა, ვინც რუსულ რეჟიმს არ ემორჩილება.14 წელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი სამიზნეა. 14 წელია, ათასობით ადამიანი გახდა ამ რუსული რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი. 14 წელია, საქართველოში შენდება შიშზე, ძალადობასა და პოლიტიკურ დევნაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი თავმჯდომარე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმარია. ის დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, დაამარცხა კორუფცია, შექმნა ძლიერი სახელმწიფო და არასოდეს დაუხრია თავი რუსეთის წინაშე.დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ნადირაძე და ჩვენი პარტიის 15 წევრი, თანამებრძოლი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ თავისუფლებას, ევროპასა და საქართველოს იცავენ. ახლა კი რეჟიმს სურს, გაასამართლოს ლევან ხაბეიშვილი. რისთვის? იმისთვის, რომ ხალხის მხარეს იდგა; იმისთვის, რომ არ შეეშინდა; იმისთვის, რომ სიმართლე თქვა. ლევან ხაბეიშვილს ასამართლებენ, რადგან მან მიმართა სპეცრაზმს და უთხრა — არ დაარტყათ საკუთარ ხალხს, არ მოწამლოთ ადამიანები მხუთავი გაზით, არ შეასრულოთ უკანონო და დანაშაულებრივი ბრძანებები, არ გახდეთ რუსული რეჟიმის ბრმა იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგო. სწორედ ეს სიტყვები გახდა მათი შურისძიების მიზეზი.რეჟიმს ეშინია თავისუფალი ადამიანის, ეშინია შეუპოვრობის, იმ ხალხის, ვინც ვერ გატეხეს, ვერ დააშინეს, ვერ იყიდეს. ივანიშვილმა კარგად უნდა გაიგოს — ვერცერთი მოსამართლე, ვერცერთი განაჩენი, ვერცერთი ციხე ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის ბრძოლას. ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოში აღარ იარსებებს პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი არ იქნება; ვიდრე საქართველო საბოლოოდ არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე. ამ ბრძოლაში გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი – თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია განმეორდება, ომი რეგიონს გასცდება და ჩვენი გამანადგურებელი დარტყმები ფერფლად გაქცევთ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თუ აშშ თეირანზე თავდასხმებს განაახლებს ომი ახლო აღმოსავლეთის საზღვრებს გასცდება, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.„თუ ირანის წინააღმდეგ აგრესია განმეორდება, დაპირებული რეგიონული ომი ამჯერად რეგიონს გასცდება და ჩვენი გამანადგურებელი დარტყმები ისეთ ადგილებში, რომელთა წარმოდგენაც ძნელია, ფერფლად გაქცევთ“, - აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.ცნობისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის გადადება 2 ან 3 დღით სთხოვეს.„მათ მოკლე ვადით გადადება გვთხოვეს, რადგან ფიქრობენ, რომ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. თუ შევძლებთ, რომ ირანის ხელში ბირთვული იარაღი არ აღმოჩნდება და ისინი კმაყოფილები იქნებიან, მაშინ ალბათ, ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით. ჩვენ მასშტაბური თავდასხმისთვის ხვალისთვის ვემზადებოდით. ცოტა ხნით გადავდე, იმედია სამუდამოდ, მაგრამ ალბათ ცოტა ხნით, რადგან ირანთან სერიოზული მოლაპარაკებები გვაქვს და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს“, - განაცხადა ტრამპმა.

შალვა პაპუაშვილი – ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს ნიშნავს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები

ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, გარკვეული პერიოდის წინ, ბრიტანეთის ელჩი საქართველოს პარლამენტის წევრებთან ითხოვდა შეხვედრებს და ნახევრად მუქარაშერეული ტონით საუბრობდა, რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები.„ელჩს როცა ეუბნებოდნენ, რა გზით უნდა გააკეთოს ეს საქართველომ, საუბრობდა, რომ სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ, რომ მათ არ შემოიტანონო. ასეთი წარმოდგენები აქვს ბრიტანეთის მოქმედ ელჩს. სინამდვილეში გულისხმობდა, რომ ბოლოს სანქციები უნდა დაგვეწესებინა, ან რუსეთისთვის, ან ბიზნესზე ზეწოლა უნდა მოგვეხდინა. როდესაც მას ეუბნებოდნენ, რომ თუ არ შემოვა ნავთობპროდუქტები, მაშინ გამოვა, რომ სხვა ბაზარი უნდა მოიძიოს ბიზნესმა, რაც გააძვირებს საქართველოში ბენზინის ფასს, ამაზე მისი პასუხი იყო, რას იზამ, ჩვენს მოქალაქეებსაც გაუძვირდათ ცხოვრება. დღეს ვიგებთ, რომ თავად ბრიტანეთმა გააუქმა სანქციები. ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიტანეთის მოქმედი ელჩისთვის, ალბათ გაწყდებოდა საერთოდ ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, ჩვენ თუ არ შემოვიტანდით ნავთობს, ალბათ ისინი ემბარგოს დაადებდნენ. ​ ჩავვარდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში. ასეთი ამორალურია სამწუხაროდ საერთაშორისო პოლიტიკა. მორალი არის, რომ ჩვენ თუ ჩვენ თავს არ მივხედეთ, არც ბრიტანეთის ელჩი და არც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენს საზრუნავზე არ იზრუნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები